თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2021, 18:45
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1447,
კომენტარები: 13
კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნე
"იუნაიტედის" პრიორიტეტული ტრანსფერი.
კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნე
Manchester Evening News - ის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე, გერმანული "დორტმუნდის" ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი იქნება.

კლუბის ახლად დანიშნული სპორტული დირექტორი ჯონ მერტო და გუნდის მთავარი თავკაცი ოლე გუნარ სოლსკიაერი შეთანხმდნენ, რომ ახალგაზრდა შემტევის ტრანსფერი ზაფხულში "წითელი ეშმაკებისთვის" პრიორიტეტული იქნება.

ცნობილია ის მოთხოვნები რასაც ფეხბურთელი ტრანსფერის შემთხვევაში მოითხოვს. ჰაალანდს ყოველკვირეული ხელფასის სახით 350 ათასი ფუნტი სტერლინგი სურს. აღნიშნული ხელფასი ფეხბურთელს მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედის" ერთ ერთი მთავარი მოწინააღმდეგე აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირბით, თანაქალაქელი "მანჩესტერ სიტი" იქნება რომელიც ასევე დაინტერესებულია "დორტმუნდის" შემტევის გადაბირებით.

"ოლდ ტრაფორდის" ბანაკში ფიქრობენ, რომ ის ფაქტი რომელიც ახლო წარსულში ჰაალანდს და კლუბის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს ოლე გუნარ სოლსკიაერს აკავშირებთ "მიოლდეში" გატარებული სამუშაო პერიოდით, დაეხმარება კლუბს ტრანსფერის წარმატებით დასრულებაში.
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Irakli_Kandelaki
16 მარტი 2021 10:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
რაც არ უნდა დაგვიჯდეს უეჭველი უნდა ვიყიდოთ. თუ მარსიალი გაიყიდება და პოგბაც მიჰყვება მის გზას, ტრანსფერის ფულიც იქნება და ხელფასის. მგონი 350 თუ მეტს კავანი იღებს ამ ეტაპზე. ეს ის ტრანსფერი იქნება სადაც გამოჩნდება როგორი გუნდი უნდა გადხეს მანჩესტერი არათუ მომავალში, არამედ 2-3 წელიწადში, მთავარი გრანდი რომელიც იბრძოლებს აბსოლუტურად ყველა ტიტულისთვის, თუ ძველი მოგრანდო საშუალო დონის კლუბი!
0
№12
ავტორი: K1llsw1tch
16 მარტი 2021 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
აქ ოლეზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. ორივე ნორვეგიელები არიან და ერლინგს წვრთნიდა კიდევაც ოლე მიოლდეში, ამიტომ უნდა გააჩალიჩოს და კარგი ურთიერთობა გამოიყენოს რა
0
№13
ავტორი: David_Beckham7
16 მარტი 2021 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
აი ყველაფერი უნდა დადოა გუნმა ამ ბიჭის მოსაყვანად
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top