თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2021, 20:59
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1219,
კომენტარები: 14
ოლე თამაშის წინ
თანაქალაქელები საკმაოდ შორს არიან.
ოლე თამაშის წინ
ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა "ვესტ ჰემთან" პრემიერ ლიგის მატჩამდე.

ლინგარდის წარმატებული იჯარა

დიახ, ჯესის შემთხვევაში ეს ნამდვილად გამოვიდა. ჩვენ ვიცით, რომ ჯესის პოზიციაა "ათიანი" და იქ ბრუნო ფერნანდეში თამაშობს, ამიტომ ჩემთვის ძნელია ლინგარდს საკუთარი თავის დამტკიცების შანსი მივცე. ჯესი ნამდვილად კარგად თამაშობს "ვესტ ჰემში" და საბოლოოდ დაუბრუნდა ფორმას.

ბაიის ახალი კონტრაქტის შესახებ

დიახ, ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ერიკის წარმომადგენლებთან. ის ბოლო დროს ტრავმების გარეშეა, მაგრამ თქვენ ყველას ხედავდით მის თამაშს, ამიტომ მე მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. მან ბევრი თამაში გამოტოვა, 100 მატჩი ბევრი არ არის ამ კლუბში ყოფნისთვის. ის უფრო და უფრო ძლიერდება, დიახ, ის არის ერთ-ერთი მათგანი, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.

დევიდ მოესის შემოქმედების შესახებ

მისი გუნდი უბრალოდ შესანიშნავია! არც ისე დიდი ხნის წინ მათთან ვთამაშობდით FA თასზე და დამატებით დროში მოგვიწია წასვლა. ეს თანაბარი თამაში იყო. მას ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან კრეატიულები არიან. ისინი კარგად იცავენ და კარგად ანეიტრალებენ სტაანდარტულებს. დევიდმა დიდი სამუშაო შეასრულა და ყველამ კარგად ვიცით, რისი შესაძლებლობა აქვს მას. მისი წარმატება მახარებს. ეს მნიშვნელოვანი თამაში იქნება ყველა ჩვენგანისთვის. "სიტი" ძალიან შორსაა, ამიტომ ლიდერებს შორის პოზიცია მაინც უნდა გავიძლიეროთ.

დე ხეას დაბრუნება

დევიდ მანჩესტერში დაბრუნდა. ის ახლა კარანტინშია. არ ვარ დარწმუნებული, შეუძლია თუ არა მას კვირა დღეს თამაში, რადგან ზუსტად არ ვიცი როდის დაბრუნდა. არ ვიცი ორშაბათს ჩამოვიდა თუ სამშაბათს.

ვარჯიშობს დე ხეა?

არა, დავითი სახლში უნდა დარჩეს, მას ჩვენთან ვარჯიში არ შეუძლია. ერთია, როდესაც საზღვარგარეთ მიდიხარ გუნდურად და სხვა რამეა, როდესაც კერძოდ მოგზაურობთ, ასე რომ, არა, ის ჩამოსვლის შემდეგ ჩვენთან არ ყოფილა.

შეძლებენ პოგბა, ვან დე ბეკი და მატა თამაშს?

არა, არ ვფიქრობ, რომ რომელიმე მათგანი ხელმისაწვდომი იქნება, ვიმედოვნებთ, რომ ისინი შეძლებენ დაბრუნებას ნაკრებების შესვენებამდე, თუმცა ეს არ არის გარკვეული. მათ გამოჯანმრთელებამ ცოტა მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ველოდით. ახლა ჩვენ გვექნება სამი თამაში, შემდეგ კი საერთაშორისო პაუზა და ამის შემდეგ ყველა მათგანი უნდა იყოს გუნდში.

ამადის ადაპტაციის შესახებ

დიდი ცვლილება მოხდა მის ცხოვრებაში. ის აქ მარტო მოვიდა, მაგრამ ყოველდღე ვარჯიშზე მოდის და ბევრს შრომობს. მან იცის, რომ მას ბევრი რამ აქვს სასწავლი. მას აქვს საოცარი ნიჭი, მაგრამ ის უნდა შეეჩვიოს ახალ ტემპს, თამაშის ხარისხს, ახალ დონეს. "ატალანტასთვის" მან არც ისე ბევრი ითამაშა, ამიტომ ჩვენ თანდათან უფრო და უფრო მეტ დროს ვუთმობთ მას. ბიჭს ძალიან სურს ისწავლოს და ვარჯიშზე ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს!
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
14 მარტი 2021 21:08
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მილანთან და ლესტერთან პოგბა თუ ვერა კავანი და რაშფორდი მაინც უნდა იყვნენ თორე შანსი არ გვაქ, სანაკრებოს მერე მაინც იმედია პოგბა მზად იქნება
0
№2
ავტორი: ikeoni
14 მარტი 2021 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
საერთოდ არ იყო ტრამვიანი პოგბა რა დაემართა ამ წელს :((
0
№3
ავტორი: Roberto
14 მარტი 2021 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
ჩვენს გუნდს რატო არ უნდა ქონდეს შანსი და რატო არ უნდა შეძლოს,აგერ არსენალს თუ შეუძლია ქუჩაში შეგროვილი ხალხით თამაში
0
№4
ავტორი: Chesterman
14 მარტი 2021 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
დღეს არ უნდა წავაგოთ.ეხლა არსენალის თამაშს ვუყურებ და რაკარგი მცველია ტირნიი ძაან გაავს შოუს ტრავმამდე
0
№5
ავტორი: kashmara
14 მარტი 2021 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
სალამი ბიჭებს.. დგეს არმინიას გოლი დავიჭირე არსენალის კი მონაკოს ნაკლები და ტორინოს 1.×გამიმაზა სად გაუტანა ლაუტარომ ე მაგის უნამუსო დედა ვატირე .. და მრჩებოდა მანჩესტერის ტაიმბოლი პირვლი ტაიმი ფრე მერე მოგბა ვიგებდი 3.121 ლარს 18 ლარში...იმედა ჩვენები არ გამაგიჯბენ და არ დასვამენ თორე მაგრად გამტყდება პირველივე ტაიმში მოუგებენ ჩვნები...
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2021 22:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია უსახური თამაში არ იქნება, აუცილებლად მოსაგებია.
0
№7
ავტორი: gogita1991
14 მარტი 2021 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ეს პოგბა ფილ ჯონსი ხო არ გაიჩითა რაარი ამდენი ტრამვა ტო შარშანაც რამდენი გაუცდა
0
№8
ავტორი: Roberto
14 მარტი 2021 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
უსახური თამაში ნაღდად არ უნდა იქნეს,მაგის საშუალებას ვესტჰემი არ მოგცემს არაფრის დიდებით
0
№9
ავტორი: zulte waregem
14 მარტი 2021 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
მაქსიმალᲣრად უნდა მოინდომონ ბიჭებმა გამარჯვება გვჭირდება ძაᲚიან. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარეც და ფსიქოლოგიურად აუცილებლად მოსაგებია რო ირწმუნონ ბიჭებმა საკუთარი თავის
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2021 23:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Roberto
უსახური თამაში ნაღდად არ უნდა იქნეს,მაგის საშუალებას ვესტჰემი არ მოგცემს არაფრის დიდებით


ფაქტია უსახურია :) ძაან ნელი ტემპია, რა უბედურებაა ბოლო თამაშებია სულ ასეა სიტის გამოკლებით, მოკლედ ძაან ხასიათის გუნდი ვართ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top