ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა "ვესტ ჰემთან" პრემიერ ლიგის მატჩამდე.
ლინგარდის წარმატებული იჯარა
დიახ, ჯესის შემთხვევაში ეს ნამდვილად გამოვიდა. ჩვენ ვიცით, რომ ჯესის პოზიციაა "ათიანი" და იქ ბრუნო ფერნანდეში თამაშობს, ამიტომ ჩემთვის ძნელია ლინგარდს საკუთარი თავის დამტკიცების შანსი მივცე. ჯესი ნამდვილად კარგად თამაშობს "ვესტ ჰემში" და საბოლოოდ დაუბრუნდა ფორმას.
ბაიის ახალი კონტრაქტის შესახებ
დიახ, ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ერიკის წარმომადგენლებთან. ის ბოლო დროს ტრავმების გარეშეა, მაგრამ თქვენ ყველას ხედავდით მის თამაშს, ამიტომ მე მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. მან ბევრი თამაში გამოტოვა, 100 მატჩი ბევრი არ არის ამ კლუბში ყოფნისთვის. ის უფრო და უფრო ძლიერდება, დიახ, ის არის ერთ-ერთი მათგანი, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.
დევიდ მოესის შემოქმედების შესახებ
მისი გუნდი უბრალოდ შესანიშნავია! არც ისე დიდი ხნის წინ მათთან ვთამაშობდით FA თასზე და დამატებით დროში მოგვიწია წასვლა. ეს თანაბარი თამაში იყო. მას ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან კრეატიულები არიან. ისინი კარგად იცავენ და კარგად ანეიტრალებენ სტაანდარტულებს. დევიდმა დიდი სამუშაო შეასრულა და ყველამ კარგად ვიცით, რისი შესაძლებლობა აქვს მას. მისი წარმატება მახარებს. ეს მნიშვნელოვანი თამაში იქნება ყველა ჩვენგანისთვის. "სიტი" ძალიან შორსაა, ამიტომ ლიდერებს შორის პოზიცია მაინც უნდა გავიძლიეროთ.
დე ხეას დაბრუნება
დევიდ მანჩესტერში დაბრუნდა. ის ახლა კარანტინშია. არ ვარ დარწმუნებული, შეუძლია თუ არა მას კვირა დღეს თამაში, რადგან ზუსტად არ ვიცი როდის დაბრუნდა. არ ვიცი ორშაბათს ჩამოვიდა თუ სამშაბათს.
ვარჯიშობს დე ხეა?
არა, დავითი სახლში უნდა დარჩეს, მას ჩვენთან ვარჯიში არ შეუძლია. ერთია, როდესაც საზღვარგარეთ მიდიხარ გუნდურად და სხვა რამეა, როდესაც კერძოდ მოგზაურობთ, ასე რომ, არა, ის ჩამოსვლის შემდეგ ჩვენთან არ ყოფილა.
შეძლებენ პოგბა, ვან დე ბეკი და მატა თამაშს?
არა, არ ვფიქრობ, რომ რომელიმე მათგანი ხელმისაწვდომი იქნება, ვიმედოვნებთ, რომ ისინი შეძლებენ დაბრუნებას ნაკრებების შესვენებამდე, თუმცა ეს არ არის გარკვეული. მათ გამოჯანმრთელებამ ცოტა მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ველოდით. ახლა ჩვენ გვექნება სამი თამაში, შემდეგ კი საერთაშორისო პაუზა და ამის შემდეგ ყველა მათგანი უნდა იყოს გუნდში.
ამადის ადაპტაციის შესახებ
დიდი ცვლილება მოხდა მის ცხოვრებაში. ის აქ მარტო მოვიდა, მაგრამ ყოველდღე ვარჯიშზე მოდის და ბევრს შრომობს. მან იცის, რომ მას ბევრი რამ აქვს სასწავლი. მას აქვს საოცარი ნიჭი, მაგრამ ის უნდა შეეჩვიოს ახალ ტემპს, თამაშის ხარისხს, ახალ დონეს. "ატალანტასთვის" მან არც ისე ბევრი ითამაშა, ამიტომ ჩვენ თანდათან უფრო და უფრო მეტ დროს ვუთმობთ მას. ბიჭს ძალიან სურს ისწავლოს და ვარჯიშზე ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს!