დღეს მნიშვნელოვანი მატჩია - მანჩესტერული დერბი, იგი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. დღევანდელი მატჩი იმითაცაა გამორჩეული, რომ "მანჩესტერ სიტი" საოცარ ფორმაშია და ეცდება 21 მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხოს "იუნაიტედის" დამარცხებით. ხოლო თავის მხრივ "იუნაიტედი" ეცდება სასურველი შედეგი დააფიქსიროს განაგრძოს გასვლაზე წაუგებელი სერია და ამავდროულად გაიუმჯობესოს სატურნირო მდგომარეობა.
საკმაოდ მძიმე მატჩი იქნება სოლსკიაერის გუნდისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ტურებში გუნდი არცთუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა მიუხედავად ამისა კლუბის უკან დგას ისტორია, ისტორია იმისა თუ როგორ შეუძლიათ "წითელ ეშმაკებს" შეაჩერონ გუნდები მაშინ, როცა მათ საუკეთესო პერიოდი უდგათ, "იუნაიტედი" პირველად არ დგას იმ სიტუაციის წინ როცა მეტოქედ გუნდი ყავს, რომელსაც რეკორდული სერია ჰქონდა მიმდინარედ.
სტატიაში იხილავთ რამოდენიმე მაგალითს იმისა, თუ რა ისტორია აქვს "მანჩესტერ იუნაიტედს" და რამდენად შეუძლიათ მათ ერთი შეხედვით შეუჩერებელ გუნდებთან თამაში:
"მანჩესტერ იუნაიტედი" 2-0 არსენალი (2004 წლის ოქტომბერი)
ძალიან რთული პერიოდი იდგა მაშინ, "არსენალი" შეუჩერებელი ჩანდა, გუნდს წარმოუდგენლად დიდი წაუგებელი სერია ჰქონდა და ამის 50 მატჩამდე აყვანასაც გეგმავდნენ. წარმოიდგინეთ 50 მატჩი მიჯრით, რომლის დროსაც გუნდი არ დამარცხებულა, თან სად?! პრემიერ ლიგაში!
მატჩის წინ კლუბს დიდი დანაკლისი ჰქონდა როი კინი ვირუსის გამო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. მატჩში რომელსაც ვიკიპედიამ ცალკე გვერდი მიუძღვნა, ხალხმა კი "Battle of the Buffet" უწოდა.
მიუხედავად დანაკლისისა "წითელ ეშმაკებს" კარგი შემტევი ხაზი ყავდათ მატჩში, რუუდ ვან ნისტელროი და უეინ რუნი, რომელმაც მანამდე "ევერტონის" მაისურით სადებიუტო მატჩში შეძლო "მეთოფეთა" დამწუხრება. მატჩი თავიდან "არსენალის" კარნახით დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ორივე შემტევის კარგი თამაშის წყალობით და სერ ალექსის ტაქტიკის ხარჯზე ბოლო 20 წუთში "არსენალი" დაჩაგრეს და სასურველ გამარჯვებას მიაღწიეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-0 "ჩელსი" 2005 წლის 6 ნოემბერი
ჟოზე მაურინიოს "ჩელსი" იმ ხანობაში შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა და მატჩის წინ 3 ქულის მოპოვების პრენტენდენტადაც მიიჩნეოდა, გუნდს 40 მატჩიანი დაუმარცხებელი სვლა ქონდა.
მატჩი დაძაბული აღმოჩნდა თავი კი დარენ ფლეტჩერმა გამოიჩინა, რომელიც მატჩამდე როი კინმა გააკრიტიკა, მისი ცუდი თამაშის გამო "მიდლისბროს" წინააღმდეგ, თუმცა 31-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს პასით ფლეტჩერმა პიტერ ჩეხის კარი აიღო და საბოლოოდ ამ ბურთის წყალობით "იუნაიტედმა" ამ შემთხვევაშიც შეაჩერა სარეკორდო სვლა. ნისტელროის და რუნის შესანიშნავი შანსები ჰქონდათ, თავის მხრივ ლამპარდსაც ჰქონდა შანსი, რომელიც ვან დერ საარმა მოიგერია შესანიშნავი მოქმედებით.
"მანჩესტერ სიტი" 2-3 მანჩესტერ იუნაიტედი 2012 წლის 9 დეკემბერი
ქალაქელები 37 მატჩიანი წაუგებელი სერიით იყვნენ სახლში, რომლებიც ცდილობდნენ "იუნაიტედის" რეკორდის დამხობას და ასევე ეს იყო კარგი შანსი მათთვის ტიტულის შესანარჩუნებლად, რომელიც წინა სეზონში დრამატულად გაიფორმეს "ქპრ"-თან ბოლო წუთზე მოგებული თამაშის წყალობით.
მატჩი დაძაბული და "სიტის" დომინირებით გამორჩეული აღმოჩნდა, მაყურებელმა 5 გოლი იხილა, რუნიმ პირველივე ტაიმში 30 წუთში დუბლის გაფორმება შეძლო, ამის შემდგომ კი ინიციატივა მდევარი "სიტის" მხარეს გადავიდა, რაც აისახა კიდეც 2 გატანილ გოლსა და შექმნილ სახიფათო მომენტებში, 86-ე წუთზე ზაბალეტას მიერ გატანილი გოლი თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ "სიტი" გააგრძელებდა დაუმარცხებელ სვლას, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა და დამატებულ დროში რობინ ვან პერსიმ მოახერხა მეტოქის კარის აღება და ამით იმ სარეკორდო სვლის გაჩერება, რომელიც 2010 წლის დეკემბრიდან დაიწყო,საბოლოო ჯამში ამ მატჩიდან მოყოლებული "იუნაიტედმა" კიდევ უფრო გაიმყარა მდგომარეობა "პრემიერ ლიგაში" და სეზონის ბოლოს ჩემპიონობაც იზეიმა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" 2-0 "არსენალი" 1987 წლის 24 იანვარი
ეს მატჩი ფერგიუსონის პირველი დაპირსპირება იყო "არსენალთან", "მეთოფეები" 17 წაუგებელ მატჩს ითვლიდნენ პირველ დივიზიონში (22-ს ყველა ტურნირის ჩათვლით) და ამავდროულად ზედიზედ 9 მშრალად შენახული კარი ჰქონდათ აქტივში. მიუხედავად ამ მატჩში წარმატებისა სეზონი "არსენალმა" უკეთ ჩაამთავრა ვიდრე "იუნაიტედმა". ჩემპიონი "ევერტონი" გახდა, "არსენალი" მე-4 ადგილზე გავიდა, "იუნაიტედმა" მე-11 პოზიცია დაიკავა, ხოლო "სიტი" აღნიშნულ სეზონში 21-ე ადგილზე გავიდა და დაქვეითდა ქვედა ლიგაში.
ვნახოთ დღეს გავხდებით თუ არა კიდევ ერთი ისტორიული მატჩის მოწმე და იქნება თუ არა იგი "იუნაიტედისთვის" კიდევ ერთი სარეკორდო სვლის გამანადგურებელი მატჩი.