თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2021, 15:12
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 2215,
კომენტარები: 23
"იუნაიტედი" - სარეკორდო სვლების რისხვა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მისი ისტორიის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი სარეკორდო სვლა შეაჩერა . . .
დღეს მნიშვნელოვანი მატჩია - მანჩესტერული დერბი, იგი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. დღევანდელი მატჩი იმითაცაა გამორჩეული, რომ "მანჩესტერ სიტი" საოცარ ფორმაშია და ეცდება 21 მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხოს "იუნაიტედის" დამარცხებით. ხოლო თავის მხრივ "იუნაიტედი" ეცდება სასურველი შედეგი დააფიქსიროს განაგრძოს გასვლაზე წაუგებელი სერია და ამავდროულად გაიუმჯობესოს სატურნირო მდგომარეობა.

საკმაოდ მძიმე მატჩი იქნება სოლსკიაერის გუნდისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ტურებში გუნდი არცთუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა მიუხედავად ამისა კლუბის უკან დგას ისტორია, ისტორია იმისა თუ როგორ შეუძლიათ "წითელ ეშმაკებს" შეაჩერონ გუნდები მაშინ, როცა მათ საუკეთესო პერიოდი უდგათ, "იუნაიტედი" პირველად არ დგას იმ სიტუაციის წინ როცა მეტოქედ გუნდი ყავს, რომელსაც რეკორდული სერია ჰქონდა მიმდინარედ.

სტატიაში იხილავთ რამოდენიმე მაგალითს იმისა, თუ რა ისტორია აქვს "მანჩესტერ იუნაიტედს" და რამდენად შეუძლიათ მათ ერთი შეხედვით შეუჩერებელ გუნდებთან თამაში:

"მანჩესტერ იუნაიტედი" 2-0 არსენალი (2004 წლის ოქტომბერი)

ძალიან რთული პერიოდი იდგა მაშინ, "არსენალი" შეუჩერებელი ჩანდა, გუნდს წარმოუდგენლად დიდი წაუგებელი სერია ჰქონდა და ამის 50 მატჩამდე აყვანასაც გეგმავდნენ. წარმოიდგინეთ 50 მატჩი მიჯრით, რომლის დროსაც გუნდი არ დამარცხებულა, თან სად?! პრემიერ ლიგაში!

მატჩის წინ კლუბს დიდი დანაკლისი ჰქონდა როი კინი ვირუსის გამო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. მატჩში რომელსაც ვიკიპედიამ ცალკე გვერდი მიუძღვნა, ხალხმა კი "Battle of the Buffet" უწოდა.

მიუხედავად დანაკლისისა "წითელ ეშმაკებს" კარგი შემტევი ხაზი ყავდათ მატჩში, რუუდ ვან ნისტელროი და უეინ რუნი, რომელმაც მანამდე "ევერტონის" მაისურით სადებიუტო მატჩში შეძლო "მეთოფეთა" დამწუხრება. მატჩი თავიდან "არსენალის" კარნახით დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ორივე შემტევის კარგი თამაშის წყალობით და სერ ალექსის ტაქტიკის ხარჯზე ბოლო 20 წუთში "არსენალი" დაჩაგრეს და სასურველ გამარჯვებას მიაღწიეს.



"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-0 "ჩელსი" 2005 წლის 6 ნოემბერი

ჟოზე მაურინიოს "ჩელსი" იმ ხანობაში შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა და მატჩის წინ 3 ქულის მოპოვების პრენტენდენტადაც მიიჩნეოდა, გუნდს 40 მატჩიანი დაუმარცხებელი სვლა ქონდა.

მატჩი დაძაბული აღმოჩნდა თავი კი დარენ ფლეტჩერმა გამოიჩინა, რომელიც მატჩამდე როი კინმა გააკრიტიკა, მისი ცუდი თამაშის გამო "მიდლისბროს" წინააღმდეგ, თუმცა 31-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს პასით ფლეტჩერმა პიტერ ჩეხის კარი აიღო და საბოლოოდ ამ ბურთის წყალობით "იუნაიტედმა" ამ შემთხვევაშიც შეაჩერა სარეკორდო სვლა. ნისტელროის და რუნის შესანიშნავი შანსები ჰქონდათ, თავის მხრივ ლამპარდსაც ჰქონდა შანსი, რომელიც ვან დერ საარმა მოიგერია შესანიშნავი მოქმედებით.



"მანჩესტერ სიტი" 2-3 მანჩესტერ იუნაიტედი 2012 წლის 9 დეკემბერი

ქალაქელები 37 მატჩიანი წაუგებელი სერიით იყვნენ სახლში, რომლებიც ცდილობდნენ "იუნაიტედის" რეკორდის დამხობას და ასევე ეს იყო კარგი შანსი მათთვის ტიტულის შესანარჩუნებლად, რომელიც წინა სეზონში დრამატულად გაიფორმეს "ქპრ"-თან ბოლო წუთზე მოგებული თამაშის წყალობით.

მატჩი დაძაბული და "სიტის" დომინირებით გამორჩეული აღმოჩნდა, მაყურებელმა 5 გოლი იხილა, რუნიმ პირველივე ტაიმში 30 წუთში დუბლის გაფორმება შეძლო, ამის შემდგომ კი ინიციატივა მდევარი "სიტის" მხარეს გადავიდა, რაც აისახა კიდეც 2 გატანილ გოლსა და შექმნილ სახიფათო მომენტებში, 86-ე წუთზე ზაბალეტას მიერ გატანილი გოლი თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ "სიტი" გააგრძელებდა დაუმარცხებელ სვლას, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა და დამატებულ დროში რობინ ვან პერსიმ მოახერხა მეტოქის კარის აღება და ამით იმ სარეკორდო სვლის გაჩერება, რომელიც 2010 წლის დეკემბრიდან დაიწყო,საბოლოო ჯამში ამ მატჩიდან მოყოლებული "იუნაიტედმა" კიდევ უფრო გაიმყარა მდგომარეობა "პრემიერ ლიგაში" და სეზონის ბოლოს ჩემპიონობაც იზეიმა.



"მანჩესტერ იუნაიტედი" 2-0 "არსენალი" 1987 წლის 24 იანვარი

ეს მატჩი ფერგიუსონის პირველი დაპირსპირება იყო "არსენალთან", "მეთოფეები" 17 წაუგებელ მატჩს ითვლიდნენ პირველ დივიზიონში (22-ს ყველა ტურნირის ჩათვლით) და ამავდროულად ზედიზედ 9 მშრალად შენახული კარი ჰქონდათ აქტივში. მიუხედავად ამ მატჩში წარმატებისა სეზონი "არსენალმა" უკეთ ჩაამთავრა ვიდრე "იუნაიტედმა". ჩემპიონი "ევერტონი" გახდა, "არსენალი" მე-4 ადგილზე გავიდა, "იუნაიტედმა" მე-11 პოზიცია დაიკავა, ხოლო "სიტი" აღნიშნულ სეზონში 21-ე ადგილზე გავიდა და დაქვეითდა ქვედა ლიგაში.



ვნახოთ დღეს გავხდებით თუ არა კიდევ ერთი ისტორიული მატჩის მოწმე და იქნება თუ არა იგი "იუნაიტედისთვის" კიდევ ერთი სარეკორდო სვლის გამანადგურებელი მატჩი.

https://www.manutd.com
სიახლეები, სტატიები, მატჩის წინ
23 კომენტარი
№11
ავტორი: Roberto
7 მარტი 2021 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
ბრუნო რა მაგრა თამაშობს,საღოლ რა
0
№12
ავტორი: sergi070
7 მარტი 2021 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
სტერლინგი 0-1 ვან ბისაკა :))
0
№13
ავტორი: Manumanu123
7 მარტი 2021 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
ესე კარგად თუ შეგიძლიათ ხოლმე თავის დაცვა ჯამში ვიძახი თქვე კაი ხალხო სხვაგუნდებთანაც ქენით რა და მართლა გავბრწყინდებით
0
№14
ავტორი: Roberto
7 მარტი 2021 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
მაგარი გასაძლები იქნება მეორე ტაიმში,როდემდე გაუძლებენ,იმედია გამოიჭერენ კონტრშეტევას
0
№15
ავტორი: sergi070
7 მარტი 2021 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
ისე იყო სიტი აჭრილი პირველ 5 წუთში კიდევ უნდა გაგვეტანა რაა
0
№16
ავტორი: Shreki30
7 მარტი 2021 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 171
მაგრა მგონია რო ესე მპრჩება
0
№17
ავტორი: Methadon
7 მარტი 2021 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ციტატა: zurazura
ბიჭებო რამე ნორმალური ლინკი არ გაქვთ აჭარას გარდა?

Www.rojadirecta.me ამ საიტზე ნაძე ძმა, ყველა ლინკი მუშაობს, ძალიამ მაგარი საიტია
0
№18
ავტორი: Old Red Devil
7 მარტი 2021 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
დიდი ხანია მე ფეხბურთში არაფრის აღარ მჯერა.ყველაფერი 1 დიდი ფაქინგ კომედიაა,ისევე როგორც მთელი ჩვენი ცხოვრება.
0
№19
ავტორი: sergi070
7 მარტი 2021 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
ის სად არის მანჩესტერის წაგებებს რომ წერდა, ფულს ხომ ვიგებო, ნეტა რა ეწერა?

მან. სიტი 0-2 ვან ბისაკა+ შოუ :)))))
0
№20
ავტორი: LASHQARA
7 მარტი 2021 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
სიტის ჩადედის მიდუღება ვიხილეთ დღეს, მაგრად გაასწორა და გული სიღრმეში მჯეროდა ამ ყველაფრის, გილოცავთ love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top