გულშემატკივართა გულისწყრომა ოლე გუნარ სოლსკიაერის კომენტარმა გამოიწვია "ევროპა ლიგის" მატჩის წინ...
სავარაუდოდ ამად დიალო სასტარტო შემადგენლობიდან არ დაიწყებს თამაშს "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ.
ეს დასკვნა გამომდინარეობს სოლსკიაერის მიერ გაკეთებული განცხადებიდან, რომელმაც სოციალურ ქსელებში "იუნაიტედის" გულშემატკივართა მხრიდან აშკარა გულისწყრომა გამოიწვია.
როდესაც ნორვეგიელ სპეციალისტს ჰკითხეს შორტაიერისა და დიალოს შესაძლო თამაშზე სასტარტო შემადგენლობაში "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ, სპეციალისტმა ასე უპასუხა:
" ალბათ არა, შოლა და ამადი არა, არ ვიცი რამდენად სამართლიანი იქნება მათი სასტარტო შემადგენლობაში თამაში". გამომდინარე იქედან, რომ დიალოს შესანიშნავი ფორმა აქვს აკრეფილი, მან შესანიშნავი მატჩები ჩაატარა 23 წლამდელთა გუნდში და ასევე მიიღო დაახლოებით 7 წუთი "რეალ სოსიედადთან" პირველ მატჩში, სადაც კლუბმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 4:0, გულშემატკივრები ფიქრობდნენ რომ დიალო მიიღებდა სასტარტო შემადგენლობაში ადგილს მეორე მატჩისთვის, სადაც ზეწოლა შედარებით რბილი იქნება და მას ექნებოდა საშუალება დაემტკიცებინა მისი ღირსებები.
ნიუკასლთან მატჩში შორთაიერიც შემოვიდა და ჰქონდა დებიუტი, ამიტომ გულშემატკივრები ელოდებიან მათთვის მიცემულ შანსს "ევროპა ლიგაზე", თუმცა ოლემ მისი განცხადებით ცივი წყალი გადაასხა გულშემატკივრებს. აქვე სოლსკიაერი მედიასთან საუბარში დიალოსთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას აუცილებლად მეტი დრო მიეცემა სათამაშოდ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "ტვიტერზე" საკმაოდ ბევრი პოსტი გამოჩნდა, სადაც კონკრეტული გულშემატკივრები კრიტიკულად უყურებენ აღნიშნულ ფაქტს და უმეტეს შემთხვევაში მოითხოვენ შოლას და ამად დიალოს მთავარ გუნდში ხილვას.
https://www.manchestereveningnews.co.uk