U21-ის მთავარმა მწვრთნელმა ნილ ვუდმა გაუზიარა შთაბეჭდილებები მისი გუნდის ორი საუკეთესო მოთამაშის, ჰანიბალ მეჟბრისა და შოლა შორტერის განვითარებაზე, ასევე რამდენიმე სიტყვა თვქა პირველი გუნდის ახალბედა ამადა დიალოზე, რომელიც ასევე თამაშობდა რეზერვისტებში.
ჰანიბალ მეჟბრის შესახებ: "მას უყვარს ბურთთან მუშაობა, უყვარს შექმნა და მის მოწინააღმდეგეები ცდილობენ რაც შეიძლება ხშირად დაზიანება მიაყენონ. ის შესანიშნავად თამაშობს ჩვენთვის და წარმოუდგენელი იყო ბოლო რამდენიმე მატჩში! ვფიქრობ, ბევრს ბოლომდე არ ესმის, რამდენად კარგია ის, რადგან მას მუდმივად აზიანებენ. მისი ყვირილი მოედანზე კარგად ისმის, მაგრამ ეს ბიჭი კერკეტი კაკალია."
"აკრინგტონში, ცხვირი პირველ 10 წუთში გაუტეხეს და მან მთელი მატჩი ცხვირში ბამბით ითამაშა - ბევრ მოთამაშეს არ შეუძლია ამის გაკეთება. ის ბევრად უფრო მაგარია, ვიდრე გამოიყურება. ის არის ტიპის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის სურს ბურთის აღება და არასდროს ერიდება ბრძოლას. ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა, არცერთ მწვრთნელს არ სურს, რომ მის საუკეთესო ფეხბურთელს ეშინოდეს რაიმე კონტაქტის. მას უბრალოდ არბიტრების დამატებითი დაცვა სჭირდება, რადგან მისდამი ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება სერიოზული ტრავმა გამოიწვიოს."
შოლა შორტერის შესახებ: "სეზონის წინ, თქვენ ყველამ დაინახეთ მისი ნიჭის მასშტაბები. მისი სიჩქარე ბურთის გარეშე, ის შესანიშნავია! აშკარად იცის თავისი როლი, იცის რა უნდა გააკეთოს უკეთესობისკენ და ყოველდღე შრომობს".
"რასაც მას ვთხოვ, მისთვის პრობლემა არ არის. ის უბრალოდ მიდის და აკეთებს, ასე რომ მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ბიჭი თავის წლებს მიღმაა. ეს იყო ის, რაც მას 17 წლის ასაკში დაეხმარა 23 წლამდელთა თამაშში, თუმცა ის ყოველთვის უფროს ბიჭებთან ერთად თამაშობდა. ის უფროსებისკენ მიისწრაფვის და ასეთი პროგრესი არ იქნებოდა, თუ ის თავის ასაკობრივ ჯგუფში ითამაშებდა. იქ ის იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ვარსკვლავი, მაგრამ მას მოსწონს აქ ჩვენთან თამაში. ამის გამო, ის უფრო სწრაფად მივა შემდეგ ეტაპზე, მოდით ვნახოთ რა მოხდება."
ამადა დიალოს შესახებ: "თქვენ თავად ნახეთ, რომ მას აქვს ნიჭი. ის აქ არავის იცნობდა , თუმცა, გასულ შაბათს იგი "ლივერპულში" წავიდა და კარგად ითამაშა, ისევე როგორც მომდევნო მატჩში "ბლექბერნთან".
"ის ვარჯიშობს პირველ გუნდთან და ასევე შესანიშნავად გამოდის. რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ ახალია ინგლისში და ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ყოველთვის ასეა - მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. დროთა განმავლობაში ის უფრო და უფრო მეტ ნდობას შეიძენს".