თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2021, 19:48
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2117,
კომენტარები: 13
გზა პირველი გუნდისკენ
ეს ბიჭი კერკეტი კაკალია.
გზა პირველი გუნდისკენ
U21-ის მთავარმა მწვრთნელმა ნილ ვუდმა გაუზიარა შთაბეჭდილებები მისი გუნდის ორი საუკეთესო მოთამაშის, ჰანიბალ მეჟბრისა და შოლა შორტერის განვითარებაზე, ასევე რამდენიმე სიტყვა თვქა პირველი გუნდის ახალბედა ამადა დიალოზე, რომელიც ასევე თამაშობდა რეზერვისტებში.

ჰანიბალ მეჟბრის შესახებ: "მას უყვარს ბურთთან მუშაობა, უყვარს შექმნა და მის მოწინააღმდეგეები ცდილობენ რაც შეიძლება ხშირად დაზიანება მიაყენონ. ის შესანიშნავად თამაშობს ჩვენთვის და წარმოუდგენელი იყო ბოლო რამდენიმე მატჩში! ვფიქრობ, ბევრს ბოლომდე არ ესმის, რამდენად კარგია ის, რადგან მას მუდმივად აზიანებენ. მისი ყვირილი მოედანზე კარგად ისმის, მაგრამ ეს ბიჭი კერკეტი კაკალია."

"აკრინგტონში, ცხვირი პირველ 10 წუთში გაუტეხეს და მან მთელი მატჩი ცხვირში ბამბით ითამაშა - ბევრ მოთამაშეს არ შეუძლია ამის გაკეთება. ის ბევრად უფრო მაგარია, ვიდრე გამოიყურება. ის არის ტიპის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის სურს ბურთის აღება და არასდროს ერიდება ბრძოლას. ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა, არცერთ მწვრთნელს არ სურს, რომ მის საუკეთესო ფეხბურთელს ეშინოდეს რაიმე კონტაქტის. მას უბრალოდ არბიტრების დამატებითი დაცვა სჭირდება, რადგან მისდამი ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება სერიოზული ტრავმა გამოიწვიოს."

შოლა შორტერის შესახებ: "სეზონის წინ, თქვენ ყველამ დაინახეთ მისი ნიჭის მასშტაბები. მისი სიჩქარე ბურთის გარეშე, ის შესანიშნავია! აშკარად იცის თავისი როლი, იცის რა უნდა გააკეთოს უკეთესობისკენ და ყოველდღე შრომობს".

"რასაც მას ვთხოვ, მისთვის პრობლემა არ არის. ის უბრალოდ მიდის და აკეთებს, ასე რომ მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ბიჭი თავის წლებს მიღმაა. ეს იყო ის, რაც მას 17 წლის ასაკში დაეხმარა 23 წლამდელთა თამაშში, თუმცა ის ყოველთვის უფროს ბიჭებთან ერთად თამაშობდა. ის უფროსებისკენ მიისწრაფვის და ასეთი პროგრესი არ იქნებოდა, თუ ის თავის ასაკობრივ ჯგუფში ითამაშებდა. იქ ის იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ვარსკვლავი, მაგრამ მას მოსწონს აქ ჩვენთან თამაში. ამის გამო, ის უფრო სწრაფად მივა შემდეგ ეტაპზე, მოდით ვნახოთ რა მოხდება."

ამადა დიალოს შესახებ: "თქვენ თავად ნახეთ, რომ მას აქვს ნიჭი. ის აქ არავის იცნობდა , თუმცა, გასულ შაბათს იგი "ლივერპულში" წავიდა და კარგად ითამაშა, ისევე როგორც მომდევნო მატჩში "ბლექბერნთან".

"ის ვარჯიშობს პირველ გუნდთან და ასევე შესანიშნავად გამოდის. რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ ახალია ინგლისში და ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ყოველთვის ასეა - მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. დროთა განმავლობაში ის უფრო და უფრო მეტ ნდობას შეიძენს".

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: David_Beckham7
12 თებერვალი 2021 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ჰანიბალი ბრუნოს პოზიციაზე თამაშობს და რა მნოშვნელობაც დიდებში ბრუნოს აქვს იგივე ყავთ პატარებსაც მეჯბრის სახით. ძაან მაგრად მეიმედება ეგ ბიჭი, ძირითად გუნდთან ერთად მეჯბრისაც უვარჯიშია ხშირად და მომავალ წელს მაინც ვიხილავთ სათასო თამაშებში ესე მგონია.
0
№12
ავტორი: onlyred
14 თებერვალი 2021 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
შეხედეთ ბარსას სულ ათამაშებდა ასე აკადემიის ბიჭებს 17 წლიდან ძირითადში ხოლმე. ფერგიც იგივეს შვრებოდა.შემოუშვან რა ნელ ნელა ეს ბიჭები ძირითადისკენ
0
№13
ავტორი: Phil Jones
14 თებერვალი 2021 13:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მეორე ჩონგი და ანხელ გომესი არიან )))) ფიზიკურადაც გვანანა და პიარიც იგივე აქვთ, რეალურად კი აკადემიიდან ყოველთვის ის ტიპები ამართლებენ რომლებიც მეორე პლანზე არიან, მაგალითად იგივე რეშფორდი, მაგ დროს ფლეტჩერებზე და ვიღაცეებზე იმდენი იწერებოდა როო რავი და უცებ რეშფორდი გამოხტა ყველას აჯობა, იგივე პოგბაც.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top