თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2021, 12:14
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2331,
კომენტარები: 25
სოლსკიაერი თამაშის შემდეგ
26 წლის წინანდელი რეკორდი.
სოლსკიაერი თამაშის შემდეგ
კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე სოლსკიაერმა ისაუბრა საუთჰემპტონის დამარცხებაზე.

26 წლის წინ წინანდელი რეკორდის განმეორება

დიახ, ეს 1995 წელი იყო, არა? მხოლოდ ამჯერად, ენდი კოულისგან განსხვავებით, რომელმაც 5 გაიტანა, დანარჩენი გოლები ბიჭებმა გავინაწილეთ. არცთუ დიდი ხნის მისული ვიყავი მაშინ კლუბში. რა თქმა უნდა, ახლა უფრო მარტივი ამოცანა გვქონდა, რადგან ისინი ძალიან მალე დარჩნენ კაცნაკლულები. თუმცა მაინც არ არის ადვილი, როცა მთელი გუნდი იხევს უკან და კარის დაცვაზე ფიქრობს. დღეს შესანიშნავად ვითამაშეთ.

სასიამოვნო საღამო

ჩვენ სწრაფად გადავიტანეთ ბურთი, გამოვიყენეთ მინდვრის მთელი სიგანე, ვმოქმედებდით მათი მცველების ზურგს უკან და გვყავდა თავდამსხმელები, რომლებიც ნახევარში ელოდებოდნენ შეტევის დასრულებას. ჩვენს მცველებს კი სურდათ თავდასხმის სათავეში ყოფილიყვნენ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე სპექტაკლი, რომელიც დროდადრო ხდება და რაც გსიამოვნებთ. ვფიქრობ, რომ ჩვენს ყველა ბიჭს დღეს სიამოვნებას ანიჭებდა მანჩესტერ იუნაიტედის მაისური. ამაღამ მათ მიიღეს შანსი გასულიყვნენ და დამტკბარიყვნენ თავიანთი თამაშით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბევრი მატჩი გვქონდა, რომელთა მეორე ნახევარში შეგიძლიათ იჯდეთ და სიამოვნებით უყურებდეთ.

გუნდური ძალისხმევა

ვფიქრობ, მთელი ეს მატჩი მხოლოდ გუნდური თამაში იყო, ვერ გამოვყოფ ერთს. როდესაც მეტოქემ გაიტანა, თუმცა მოგვიანებით გოლი გაუქმდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა ამაზე რეაგირება მოახდინეს, თავი დაიმორჩილეს და თამაში მძლავრად დაასრულეს.

პირველი წითელი ბარათის შესახებ

თქვენ ხშირად ვერ გადაურჩებით მძიმე დაზიანებას, მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს, სკოტი კარგადაა. როდესაც იგი გაზონზე დააწვინეს, ცუდი აზრები მომივიდა თავში, მაგრამ საბედნიეროდ, ის მხოლოდ ორიოდე სისხლჩაქცევით გადარჩა.

პირველი ბურთი გახდა გასაღები

რა თქმა უნდა, გვსურდა ჩვენი შანსების რეალიზება და რაც შეიძლება მეტი ბურთის გატანა, რადგან ზოგჯერ პოზიციებს ცხრილში აშორებს გოლის სხვაობა. როდესაც გაძევება მოხდა, გვესმოდა, რომ გოლის გატანის შანსები გაიზარდა, მაგრამ მთავარი იყო პირველი გოლის გატანა. თუ პირველი გაიტანე, მათ ცოტათი უნდა გახსნან თამაში და კიდევ უფრო მეტი შანსი გექნებათ. სამწუხაროდ, ჩვენ სერიოზული ჩავარდნები მივიღეთ გოლების მცირე სხვაობის გამო, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ კომპონენტზე მუშაობა. საჭირო იყო რაც შეიძლება საუკეთესო თამაში და არ იფიქროთ იმაზე, თუ რამდენი მოწინააღმდეგეა ახლა მოედანზე.

კავანის შესახებ

შეჯახების შედეგად ედინსონს მოხვდა ტერფის მიდამოში და დატოვა მოედანი. ვფიქრობ, ის სიამოვნებით დარჩებოდა და მეტსაც გაიტანდა.

ფანტასტიკური განაპირა მცველები

აარონმა და ლუკმა შესანიშნავად ითამაშეს! აარონი მუდმივად სტუმრობდა მათი საჯარიმო მოედანს, ლუკამ კი ჯვარედინა გადაცემები გააკეთა, რაც მას ვთხოვეთ. ვფიქრობ, ისინი დღეს კარგები იყვნენ. ყოველთვის უფრო რთულია თამაში, როდესაც მათ არ აქვთ საშუალება მიაღწიონ მოწინააღმდეგის საჯარიმოს. დღეს ჩვენ ვსაუბრობდით თამაშის ხარისხსა და ფართო მოქმედების შესაძლებლობაზე და მივაღწიეთ წარმატებას.

რაშფორდმა გაიტანა კანტონაზე მეტი

არ არის ცუდი! ერიკი იყო შესანიშნავი ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებდა თამაში და მარკუსს ჯერ კიდევ აქვს მთელი კარიერა წინ და მასაც შეუძლია ამაზე ფოკუსირება და ბევრი რამის მიღწევა.

მომავალი მატჩის შესახებ

შაბათს ისევ გვაქვს თამაში. ძალების აღდგენისთვის დამატებითი დღე გვაქვს, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ.

https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
25 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
3 თებერვალი 2021 12:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
მგონი ერტადერთი თამაშია სადაც ყველამ კარგად ითამაშა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: SANDROGRIGA
3 თებერვალი 2021 12:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
კარგ განწყობაზე დადგა გუნდი, ამისთვისაც მნივნელოვანი იყო ასეთი გამარჯვება. კი შემეცოდა საუთჰემპტონი მარა მეორე მხრივ, რამდენი ხანი 6 გოლზე მეტი არ გვქონდა გატანილი :)
0
№3
ავტორი: DaTo_O
3 თებერვალი 2021 12:30
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
იმედია მიხვდება ოლეც რომ ნაყარ ნუყარი ხალხით აღარ უნდა დაიწყოს, ჯობია თავიდანვე მოკლას თამაში და მერე დაასვენოს ხალხი თავიდან დასვენებას.. შეფილდის მაგალითი გვაქვს მაგისი რომელსაც ვერ ვინელებ იმენა ვერაა...
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№4
ავტორი: makaveli
3 თებერვალი 2021 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ისე გინახავთ ერტ მატჩში 7 სხვადასხვა ფეხბურთელს გაეტანოს გოლი ? ალბათ რააღაც რეკორდი იქნება ეგეც :))

აარონს საღოლ მაინც რაღაცნაირად გამორჩეული იყო გუშინ და ბურთი ფეხებში არ ებლანდებოდა, დაცვაშიც მშვენიერი ვარდნები გააკეთა.. აი ბეეკის გოლი გაასწორებდა იმედია ჩაჯდება გუნდის ჯაჭვში.. ისე მატას თამაში და ცენზურა პასები მომენატრა :)) გუშინ მაგრა მოგვიხდებოდა ხუანი
1
№5
ავტორი: dzia_David
3 თებერვალი 2021 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
შემდეგი 5 ტური იქნება ამ სეზონში ჩვენთვის საკვანძო პერიოდი.

(23 ტური) მანჩესტერი - ევერტონი ------------ პარალელურად იქით ლივერპული - სიტი

(24ტური) ვესტ ბრომი - მანჩესტერი ----------- ლესტერი - ლივერპული.
სიტი - ტოტენჰემი.

(25 ტური) მანჩესტერი - ნიუკასლი ---------- ლივერპული - ევერტონი
არსენალი - სიტი

(26 ტური) ჩელსი - მანჩესტერი.


(27 ტური) სიტი - მანჩესტერი.

ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია წელს. მომდევნო სამ ტურში ლივერპული ან სიტი აუცილებლად დაკარგავენ ქულებს და თან თუ გავითვალისწინებთ რომ წელს ექვსეულის გუნდებთან მთლად სახარბიელო შედეგები არ გვაქვს ჩელსამდე უდანაკარგოდ მისვლაა აუცილებელი. თავისთავად გადაწყვეტილი არაფერი იქნება წინ რჩება ტოტენჰემიც, ლივერპულიც, ლესტერიც და არც დანარჩენები გვაჩუქებენ 3 ქულას მაგრამ აქ გამოჩნდება როგორ გავიწევთ ტიტულზე.
0
№6
ავტორი: David_Beckham7
3 თებერვალი 2021 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
და ისე ის ავტოგოლი რო არა 99 პროცენტი იტანდა ფრედი დაუცველ კითხე სკეტავდა დ ასაერთოდ 8 სხვადასხვა ფეხბურთელის გოლი გამოვიდოდა. არამგონია ესეთი შედეგი ტოპ ლიგებში იყოს სადმე. ისეთ ქვეყნებს არ ვგულისხმობ 23-1 რო რჩება ზოგგან ანგარიში
0
№7
ავტორი: LASHQARA
3 თებერვალი 2021 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ციტატა: DaTo_O
იმედია მიხვდება ოლეც რომ ნაყარ ნუყარი ხალხით აღარ უნდა დაიწყოს, ჯობია თავიდანვე მოკლას თამაში და მერე დაასვენოს ხალხი თავიდან დასვენებას.. შეფილდის მაგალითი გვაქვს მაგისი რომელსაც ვერ ვინელებ იმენა ვერაა...

ეგრეა დავით, ყველა თამაშს სერიოზულად უნდა მიუდგეს და თუ ტაიმს 2 ბურთის სხვაობით მოიგებს დაასვენოს ფეხბურთელები, ეგეც ტოპ 6 ის გუნდებს არ ეხება...
0
№8
ავტორი: ikeoni
3 თებერვალი 2021 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
მშვენიერი თამაში და იდეალური განწყობა ევეტონთან თამაშისთვის❤️
0
№9
ავტორი: The Special One
3 თებერვალი 2021 18:10
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
კომენტარები გადავიკითხე წინა პოსტის და ანუ შეილება ხუმრობთ,რა შეგეცოდათ?ეს ნაბი*ვარი არ იყო შარშან ოლდ ტრაფორდზე ფრეზე რო კრუნჩხვებში ჩავარდა?რატო 19 არ გაუტანეს,მეზიზღება ეს კლოპის ჩინური ვერსია

ჰოდა ოლესი არ ვიცი მარა,ბრუნო უკვე კატასტროფაა,კი მეტყვით ეხლა გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთაო მარა რავი ხარისხს ჰო აქ მნიშვნელობა?ტიპი ბურთს ვეღარ იჩერებს და პასს ვეღარ აკეთებს... შანსი იქნება თუ არ უნდა დაასვენოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№10
ავტორი: Rooni
3 თებერვალი 2021 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
ციტატა: The Special One
კომენტარები გადავიკითხე წინა პოსტის და ანუ შეილება ხუმრობთ,რა შეგეცოდათ?ეს ნაბი*ვარი არ იყო შარშან ოლდ ტრაფორდზე ფრეზე რო კრუნჩხვებში ჩავარდა?რატო 19 არ გაუტანეს,მეზიზღება ეს კლოპის ჩინური ვერსია

ჰოდა ოლესი არ ვიცი მარა,ბრუნო უკვე კატასტროფაა,კი მეტყვით ეხლა გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთაო მარა რავი ხარისხს ჰო აქ მნიშვნელობა?ტიპი ბურთს ვეღარ იჩერებს და პასს ვეღარ აკეთებს... შანსი იქნება თუ არ უნდა დაასვენოს

მართალი ხარ ძმა ეგ არმესმის ოლესი პირველი ტაიმი 4-0მოიგე რასასწაული უნდა მოხდეს რო ესთამაში ვერ მოიგო და ხოშეეძლო გაეყვანა ბრუნო და მთელი მეორე ტაიმი დაესვენა მგონი მართლა გონიათ რო არიღლება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top