თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2021, 12:14
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2332,
კომენტარები: 25
სოლსკიაერი თამაშის შემდეგ
26 წლის წინანდელი რეკორდი.
სოლსკიაერი თამაშის შემდეგ
კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე სოლსკიაერმა ისაუბრა საუთჰემპტონის დამარცხებაზე.

26 წლის წინ წინანდელი რეკორდის განმეორება

დიახ, ეს 1995 წელი იყო, არა? მხოლოდ ამჯერად, ენდი კოულისგან განსხვავებით, რომელმაც 5 გაიტანა, დანარჩენი გოლები ბიჭებმა გავინაწილეთ. არცთუ დიდი ხნის მისული ვიყავი მაშინ კლუბში. რა თქმა უნდა, ახლა უფრო მარტივი ამოცანა გვქონდა, რადგან ისინი ძალიან მალე დარჩნენ კაცნაკლულები. თუმცა მაინც არ არის ადვილი, როცა მთელი გუნდი იხევს უკან და კარის დაცვაზე ფიქრობს. დღეს შესანიშნავად ვითამაშეთ.

სასიამოვნო საღამო

ჩვენ სწრაფად გადავიტანეთ ბურთი, გამოვიყენეთ მინდვრის მთელი სიგანე, ვმოქმედებდით მათი მცველების ზურგს უკან და გვყავდა თავდამსხმელები, რომლებიც ნახევარში ელოდებოდნენ შეტევის დასრულებას. ჩვენს მცველებს კი სურდათ თავდასხმის სათავეში ყოფილიყვნენ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე სპექტაკლი, რომელიც დროდადრო ხდება და რაც გსიამოვნებთ. ვფიქრობ, რომ ჩვენს ყველა ბიჭს დღეს სიამოვნებას ანიჭებდა მანჩესტერ იუნაიტედის მაისური. ამაღამ მათ მიიღეს შანსი გასულიყვნენ და დამტკბარიყვნენ თავიანთი თამაშით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბევრი მატჩი გვქონდა, რომელთა მეორე ნახევარში შეგიძლიათ იჯდეთ და სიამოვნებით უყურებდეთ.

გუნდური ძალისხმევა

ვფიქრობ, მთელი ეს მატჩი მხოლოდ გუნდური თამაში იყო, ვერ გამოვყოფ ერთს. როდესაც მეტოქემ გაიტანა, თუმცა მოგვიანებით გოლი გაუქმდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა ამაზე რეაგირება მოახდინეს, თავი დაიმორჩილეს და თამაში მძლავრად დაასრულეს.

პირველი წითელი ბარათის შესახებ

თქვენ ხშირად ვერ გადაურჩებით მძიმე დაზიანებას, მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს, სკოტი კარგადაა. როდესაც იგი გაზონზე დააწვინეს, ცუდი აზრები მომივიდა თავში, მაგრამ საბედნიეროდ, ის მხოლოდ ორიოდე სისხლჩაქცევით გადარჩა.

პირველი ბურთი გახდა გასაღები

რა თქმა უნდა, გვსურდა ჩვენი შანსების რეალიზება და რაც შეიძლება მეტი ბურთის გატანა, რადგან ზოგჯერ პოზიციებს ცხრილში აშორებს გოლის სხვაობა. როდესაც გაძევება მოხდა, გვესმოდა, რომ გოლის გატანის შანსები გაიზარდა, მაგრამ მთავარი იყო პირველი გოლის გატანა. თუ პირველი გაიტანე, მათ ცოტათი უნდა გახსნან თამაში და კიდევ უფრო მეტი შანსი გექნებათ. სამწუხაროდ, ჩვენ სერიოზული ჩავარდნები მივიღეთ გოლების მცირე სხვაობის გამო, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ კომპონენტზე მუშაობა. საჭირო იყო რაც შეიძლება საუკეთესო თამაში და არ იფიქროთ იმაზე, თუ რამდენი მოწინააღმდეგეა ახლა მოედანზე.

კავანის შესახებ

შეჯახების შედეგად ედინსონს მოხვდა ტერფის მიდამოში და დატოვა მოედანი. ვფიქრობ, ის სიამოვნებით დარჩებოდა და მეტსაც გაიტანდა.

ფანტასტიკური განაპირა მცველები

აარონმა და ლუკმა შესანიშნავად ითამაშეს! აარონი მუდმივად სტუმრობდა მათი საჯარიმო მოედანს, ლუკამ კი ჯვარედინა გადაცემები გააკეთა, რაც მას ვთხოვეთ. ვფიქრობ, ისინი დღეს კარგები იყვნენ. ყოველთვის უფრო რთულია თამაში, როდესაც მათ არ აქვთ საშუალება მიაღწიონ მოწინააღმდეგის საჯარიმოს. დღეს ჩვენ ვსაუბრობდით თამაშის ხარისხსა და ფართო მოქმედების შესაძლებლობაზე და მივაღწიეთ წარმატებას.

რაშფორდმა გაიტანა კანტონაზე მეტი

არ არის ცუდი! ერიკი იყო შესანიშნავი ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებდა თამაში და მარკუსს ჯერ კიდევ აქვს მთელი კარიერა წინ და მასაც შეუძლია ამაზე ფოკუსირება და ბევრი რამის მიღწევა.

მომავალი მატჩის შესახებ

შაბათს ისევ გვაქვს თამაში. ძალების აღდგენისთვის დამატებითი დღე გვაქვს, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ.

https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
25 კომენტარი
№11
ავტორი: Karanadze
3 თებერვალი 2021 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 470
Bruno da beekis ertad tamashi ainteresebda yvelas vgoneb.

Bruno da beekis ertad tamashi ainteresebda yvelas vgoneb.
0
№12
ავტორი: Methadon
3 თებერვალი 2021 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
Მოკლედ ცენტრში სკოტი, ფრედი და ბრუნო ერთად ყველაზე ეფექტურია, სკოტის გოლის ალღოც უკვე თვალში საცემია, საკმაოდ ბევრი გაიტანა ჩამშლელი ნახევრმცველისთვის... Შოუ უმატებს და უმატებს, ძალიან კარგი მცველი დადგა, ბისაკამაც გამოასწორა ჩაწოდებები, ცოტა უფრო მეტი რომ ივარჯიშოს შეტევაზე უდაოდ ერთერთი საუკეთესო იქნება თავის პოზიციაზე... Რეშისადმი კრიტიკა გადაჭარბებულია მგონი, როცა მარცხნივ დგას ძალიან ეფექტურია და შეუცვლელი... Აი მარსიალს რაც შეეხება ბაზარი არაა, ძალიან მოუკლო და უკვე შემცვლელზე უნდა იფიქრონ
0
№13
ავტორი: gogita1991
3 თებერვალი 2021 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
დონის დრო მოდის, ეხლა ისეთ ფაზაში შევდივართ რო ძალიან მალმალე გვაქ თამაშები ევროპა ლიგა იწყება მერე იქ თასი აქეთ პრემიერლიგა ხოდა ბევრი როტაციაა საჭირო შანსს აუცილებლად მიიღებს და ვნახოთ როგორ გამოიყენებს, კარგია ისე რო ყველა ჯანმრთელად გვყავს სხვა გუნდებთან შედარებით პლიუსი გვაქ
0
№14
ავტორი: zurazura
3 თებერვალი 2021 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
იმედდია დღეს ბარლნი გვიჯიგრებს
0
№15
ავტორი: Karanadze
3 თებერვალი 2021 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 470
Bijebo modi exla ragacas vityvi da ar miwyinot. Gundma 9-0 moigo dzmao da 14 komentari dzlivs daiwera da rom waago 60 mde komentari da 400 mde dedis gvidzli iyo. Arada vfiqrob nabarot unda iyos. Ravi dzmo gushin vijeqi televizortad da titqmis davaorsulet mowinaagmdege da reaqcia 0 eh amas nagdad ar velodi.
0
№16
ავტორი: Giorguna89
3 თებერვალი 2021 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
Ai ega fexnurti siamovnebis migeba
0
№17
ავტორი: gogita1991
4 თებერვალი 2021 01:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ლინგარდის დუბლიი
0
№18
ავტორი: Shreki30
4 თებერვალი 2021 01:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
ლინგარდი რა დღეში
0
№19
ავტორი: PaLoMo
4 თებერვალი 2021 01:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
ლინგარდმა დუბლი გაიფორმა

ციტატა: Karanadze
Bijebo modi exla ragacas vityvi da ar miwyinot. Gundma 9-0 moigo dzmao da 14 komentari dzlivs daiwera da rom waago 60 mde komentari da 400 mde dedis gvidzli iyo. Arada vfiqrob nabarot unda iyos. Ravi dzmo gushin vijeqi televizortad da titqmis davaorsulet mowinaagmdege da reaqcia 0 eh amas nagdad ar velodi.

რავი განსახილველი არაფერი არის ძმა ისე ითამაშეს მხოლოდ საქებარი სიტყვები არის მთლიანად გუდბს და კი ვაქებთ და რავიცი აბა,მაგრამ როცა აგებს გუნდი და ვაკრიტიკებტ მაშინ ის ხალხი უფრო ბევრ კომენტარს წერს ხოლმე და ამართლებს გუნდს ვისაც კრიტიკა არსიამოვნებს რავი მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.კრიტიკაც უნდა შეგეძლოს და შექებაც ადამიანს.

ლივერპულმა კიდევ ერთხელ ჩაისვარა,მხოლოდ 1დარტყმა კარის მიმართულებით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№20
ავტორი: gogita1991
4 თებერვალი 2021 01:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
აქეთ ლივერპული აგებს ბრაიტონთან და ბისუმა რა თამაშს ატარებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top