თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2021, 14:18
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1512,
კომენტარები: 16
გოლის აღნიშვნის ისტორია
კავანიმ განმარტა თუ რა რიტუალს ატარებს გოლის გატანის შემდეგ.
გოლის აღნიშვნის ისტორია
ედინსონ კავანმა გოლის აღნიშვნის ისტორიის შესახებ ისაუბრა. გოლის გატანის შემდეგ, "იუნაიტედის" თავდამსხმელი ისარს ისვრის მშვილდიდან და ამ რიტუალს აქვს ღრმა ისტორიული ფესვები.

"ეს გრძელი ამბავია", - თქვა მან. "ეს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ისტორიას და მის მშობლიურ მოსახლეობას - ინდიელ ჩარრუას".

"როდესაც ჩემი ქალიშვილი დაიბადა, ჩვენ მას ინდია დავარქვით და ეს ასევე იყო პატარა პატივისცემა, ურუგვაის მკვიდრ ხალხზე."

"ასე რომ, მე ჩვეულებრივ ვაჩვენებ ისარს, რომელსაც ჯერ მოვიზიდავ და შემდეგ გავისვრი. ახლა ყველაფერი აირია - ჩემი ქალიშვილის სახელიც და ჩვენი ხალხის ისტორიაც".

"ჩემთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ჩემი ყოველი გოლის შემდეგ, ყოველთვის ვცდილობ, რომ არ დამავიწყდეს ჩემი უხილავი ისრის გასროლა.. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ დაინახეთ, რომ ერიკ ბაიმ საკუთარი რიტუალის შესრულება შემახსენა". [იცინის].

"ჩარრუა არის ინდიელი ხალხი, რომელიც ცხოვრობდა ლა პლატას დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად ურუგვაის ტერიტორიაზე, აგრეთვე ჩრდილო - აღმოსავლეთ არგენტინასა და სამხრეთ ბრაზილიაში. ისინი ძირითადად ნადირობით იყვნენ დაკავებულნი."

"ისინი კარგი მეომრები და შესანიშნავი მშვილდოსნები იყვნენ. ევროპელების ჩამოსვლის შემდეგ, მათ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ისინი თანდათანობით განდევნეს თავიანთი მიწებიდან და შემდეგ მთლიანად განადგურდნენ. ჩარრუა ვერ გადარჩა როგორც გვარი, მაგრამ ურუგვაიში ახლაც ცხოვრობენ მათი შორეული შთამომავლები."

ურუგვაის საფეხბურთო გუნდს მეტსახელად ლოს ჩარრუაც ეწოდება.
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: manubro
22 იანვარი 2021 14:42
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ხშირად გაგესროლოს ეგ ისარი ! manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№2
ავტორი: ILoveUtd
22 იანვარი 2021 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
ძაან მაგარი კაცია ედიკა! მაგარს ვბალეშიკობ :))
0
№3
ავტორი: lasha778
22 იანვარი 2021 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ავტორს მინდა შესწორება გავუკეთო ტექსტში თუ არ ეწყინება...
ინდოელები არა ინდიელები იყვნენ ჩარუას ტომელები
0
№4
ავტორი: ILoveUtd
22 იანვარი 2021 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
ციტატა: lasha778
ავტორს მინდა შესწორება გავუკეთო ტექსტში თუ არ ეწყინება...
ინდოელები არა ინდიელები იყვნენ ჩარუას ტომელები

ამან გოლები შეყაროს და თუ გინდა პაპუასები იყვნენ :D :D :D :D
2
№5
ავტორი: K1llsw1tch
22 იანვარი 2021 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ინდოელი კი არა ინდიელი wink
0
№6
ავტორი: ALEXFERGUSON
22 იანვარი 2021 16:31
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: lasha778
ავტორს მინდა შესწორება გავუკეთო ტექსტში თუ არ ეწყინება...
ინდოელები არა ინდიელები იყვნენ ჩარუას ტომელები


სალამი არა არ მეწყინება პირქით მადლობა შესწორებისთვის. ტარგმნის დროს მექანიკური შეცდომები გამეპარა
0
№7
ავტორი: Methadon
22 იანვარი 2021 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
Ჯიგარი კაცი ხარ, ერთი ისარი ლივერპულსაც გაარტყი და ამჯერად აღნიშვნისას ისარზე ცეცხლის მოკიდების ნიუანსიც შეიტანე )))
0
№8
ავტორი: ikeoni
22 იანვარი 2021 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მაგარი კაცი წელს ბევრჯერ გაისვრის ❤️
0
№9
ავტორი: giorgi_mg
22 იანვარი 2021 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ფრთხილად არავის გაერჭოს ეგ ისარი wink biggrin2
0
№10
ავტორი: Old Red Devil
22 იანვარი 2021 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
იყო დრო როცა ფერგი როვერიდან ცდილობდა სანჩესის დათრევას,მერე უდინეზედან.კავანის ჯერ კიდე პალერმოდან ეჩალიჩებოდა მაგრამ ყველამ კარგად იცის რა არჩია მარიო ჩიმარომ.ცუდია რო ფერგისთან არ მოუწია ყომარი.ბევრს ეგონა რა ქინძად უნდა გუნდსო,მაგრამ იბრას მაგალითზე გამოჩნდა რო ეგეთი ბებერი ოლდ სქულები ახალგაზრდებს სასარგებლო სტრესს და საფიქრალს უჩენს.იბრაც რო დარჩენილიყო რეშს და მარსიალს სკამის ხეხვა მოუწევდათ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top