თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2021, 14:08
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1868,
კომენტარები: 24
ჩვენ სახეებზე ბედნიერება არ იყო
ლუკმა თამაში შეაფასა და სოლსკიაერს მადლობა გადაუხადა.
ჩვენ სახეებზე ბედნიერება არ იყო
ლუკ შოუმ, რომელიც "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩის მოთამაშედ დაასახელეს, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაეხმარა მას გუნდის მთავარი მწვრთნელი და კარგი კონკურენცია.

"მე ნამდვილად კარგად ვგრძნობ თავს და ეს ოლეს უდიდესი დამსახურებაა.", - თქვა ლუკმა კლუბის არხთან MUTV- სთან ინტერვიუში. "მე მისი მადლიერი ვარ, რომ ჯერა ჩემი და მეხმარება წინსვლაში."

"ალექსს არუნდა დავუკარგოთ დამსახურება - მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყოველდღე ვარჯიშებში მეხმარება პროგრესის მიღწევაში. სასიამოვნოა ასეთ კონკურენტულ ბრძოლაში მონაწილეობა, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით განვითარებაში."

"როდესაც ალექსი თამაშობს, მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ და პირიქით."

"თქვენ ისეთი კლუბში მოდიხართ, როგორც "იუნაიტედია", ამიტომ თამაშობთ დიდ მოთამაშეებთან დიდ თამაშებში. მე ყოველთვის ველოდები ასეთ შეხვედრებს, რადგან ეს ნამდვილი გამოცდაა მთელი გუნდისთვის. ასეთი მეტოქე ძალიან კარგი და ძალიან საშიშია და დღეს მთელი ჩვენი ხაზი კარგად მუშაობდა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ასე თამაში."

"ჩვენ ეს შეხვედრა ძალიან კარგად არ დავიწყეთ და აშკარა იყო, რომ პრობლემები გვქონდა, მაგრამ დაცვაში კარგად ვითამაშეთ. თამაშის ბოლოს ჩვენ უფრო მეტი შანსის შექმნა დავიწყეთ და უკეთესი შანსებიც გვქონდა - ნებისმიერ სხვა დღეს ისინი გატანილ გოლებად იქცეოდნენ. სამწუხაროდ ეს ფეხბურთში ხდება და ერთი ქულა სჯობს არაფერს, განსაკუთრებით ერთი ქულა ასეთი სტადიონიდან".

"სიმართლე გითხრათ, მატჩის შემდეგ არ იყო ბედნიერი სახეები. ეს არ არის ის შედეგი, რასაც ველოდით. ჩვენ აქ მოვედით მოგებისთვის და არა ერთი ქულისთვის. უკანასკნელმა შედეგებმა რწმენა მოგვცა. ბოლოს შეგვეძლო მოწინააღმდეგის ჩახშობა".

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
24 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
18 იანვარი 2021 14:13
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ამან გუშნ სალაჰს მასტერკლაში ჩაუტარაა, ააგდო და არარ ჩამოუშვა ძირს. საღოლ შოუს,აშკარად შეეტყო კონკურენცია და საგრძნობლად აქვს მომატებული.
3
№2
ავტორი: ikeoni
18 იანვარი 2021 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
უბრალოდ შეუდარებელი იყო გუშინ ❤️
0
№3
ავტორი: f.c.mu
18 იანვარი 2021 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
ჯიგარი ხარ მიდი მიდიიი ჯერ სად ხარ , ეხლა იწყება არდავიწყება, სიტი ძააან იქაჩება, ლივერპული თავის სიტყვას მაინც იტყვის, ამოტივტივდება ისევ, ლესტერი ჩაისვრის მაგრამ ტოტენჰემი წაიკბინება კიდე, მოკლედ წყალი ძაან აიმღვრა და რაც უნდა იყოს ფაქტია შანსი გვაქ, დიდია თუ პატარა არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია არის და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ !!!!!!!!!!!!!
0
№4
ავტორი: makaveli
18 იანვარი 2021 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ძაან მაგრად აქვს მომატებული შოუს, პოზიციურად ადრე ძაან ბევრ შეცდომას რო უშვებდა ეხლა გუნდში ერთერთი საუკეთესოა მაგ ასპექტში, დაზღვევებზე იდეალურად თამაშობს აიი ცოტა ჩაწოდებას მოუმატოს და ვაფშე დაგლიჯავს
0
№5
ავტორი: goga1992
18 იანვარი 2021 14:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ამ ბიჭმა წელს დაიწყო ისე თამაში რისთვისაც ფერგიმ მოიყვანა.
0
№6
ავტორი: shotkin
18 იანვარი 2021 15:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ასეთი ლუკ შოუ მრავალი წელი შეუცვლელი იქნება სასტარტოში გუნდისთვის, ტელეში ძაან მომწონს მარა 2 ტელეში ვერ ამოაგდებს ესეთ შოუს, თავის დროზე ვან გაალმა ხო თქვა რო ეს ბიჭი ლიგაში საუკეთესო მარცხენა მცველი იქნებაო მარა მერე იყო ის ტრანვა, თუმცა დღეს დღეისობით ისე მოუმატა ამან რო ძველი შოუ მახსენდება, ამ ეტაზე არაფერს ვუწუნებ ინგლისელს უბრალოდ შეტევის დროს ცოტა მეტი სითამამე და ფანტაზია რო გამოიჩნოს საერთოდ ბრწყინვალე იქნება, ვგულისხმობ თამაშის თავის თავზე აღებას და რიგ მომენტებში კარში დარტყმას, ხშირად ხვდება დასარტყმელ პოზიციაზე და ხან არ ურტყავს და ხან თუ ურტყავს აშკარად ეტყობა რო თვითდაჯერებული არ არის დამაგვირგვინებელ ფაზაში და ისე ურტყავს, ავარჯიშონ შესვლების დროს დარტყმაზე, პრასტრელი კაია მარა ცოტა მრავალფეროვნება არიქნება ურიგო თან მეკარეების დიდი ნაწილისთვის ხშირად მოულოდნელია ხოლმე მსგავსი კუთხიდან დარტყმები სადაც ლუკი ხშირად ხვდება.
0
№7
ავტორი: giorgi_mg
18 იანვარი 2021 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ვინმემ შოუს ჯიბეები მოუჩხრიკეთ იქნებ მოო სალაჰი იპოვოთ თორე მთელი ლივერპული ეძებს სად გაქრაო wink
2
№8
ავტორი: Karanadze
18 იანვარი 2021 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Warmoidginet exla ro marjvniv gvyavdes magari igroki stabiluri ra. Centrshi konkurencia imxela gvaq 3 kacis shecvlac ki shegvidzlia. Dacvashi victora tu itamashebs rogorc liverpoltan xo kargi tuarada bailos formashi yofna da mere an davimatebt vinmes an academiidanac sheidzleba amoiwios vinmem. Pirveli marjvena wingeri gvchirdeba haerivit. Is bavshvic tu gaamartlebs eg iqneba idealuri. Reshi marsiali grinvudi cavani is amada atalantadan da vinme rom moiyvanos ra sheteva gveyoleba keini dagvxatavda mere zemodan dd
0
№9
ავტორი: The Special One
18 იანვარი 2021 15:41
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: goga1992
ამ ბიჭმა წელს დაიწყო ისე თამაში რისთვისაც ფერგიმ მოიყვანა.

ციტატა: goga1992
ამ ბიჭმა წელს დაიწყო ისე თამაში რისთვისაც ფერგიმ მოიყვანა.

ვან გაალმა მოიყვანა wink მაგრამ კი,პირველი სეზონის მერე ესე არ უთამაშია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№10
ავტორი: Roberto
18 იანვარი 2021 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
ძაან მაგრად ითამაშა,სალაჰიც გააქრო და თავის ფლანგიც კარგად ეჭირა,რეშფორდზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა.ძაან კარგად დაიწყო კარიერა,ამომავალი ვარსკვლავის შთაბეჭდილებას ტოვებდა,მე პირადად რუნის მერე არავის ვბალეიშიკობდი ასე მაგრად როგორც რეშფორდს(პერსონალურად მოთამაშეებს ვგულისხმობ),მაგრამ სამწუხაროდ ისე აეწყო საქმე რომ სულ მაზოხისტა მოურინიოს სიტყვები მახსენდება,რა გინდ მაზოხისტიც არ იყოს და როგორც არ უნდა ვაგინოთ,ერთ რამეში ვერავინ ვერავინ შემედავება რომ,ფეხბურთი იცის უმაღლეს დონეზე,ექსპერტია ბევრ ასპექტში და მოთამაშეების ამოცნობაც იცის მაგრად,შეიძლება მთლად ვანგაც არ იყოს,ნუ ყოველშემთხვევაში ძლიერია.ხოდა ყველას მოგეხსენებათ რეშფორდზე რაც აქვს ნათქვამი,ამდენია სეზონია ძმაო ბურთს აგორავებ და ნორმალურად შენი ადგილი ვერ გიპოვია მოედანზე და ვერ დაგიდგენია ვინგერი ხარ თუ საჯარიმოს მოთამაშე,არ იცი ნორმალურად რა არი შენი ძლიერი და სუსტი მხარე,ელემენტარული ამხელა კაცი ხარ და სტანდარტების დროს ბურთს ემალება იმიტომ რომ თავით თამაში არიცი,კაი ბატონო ჯანდაბას თავით ვერ თამაშობ,ჰაერში თუ სუსტი ხარ ქვემოთ დაბლა რას აკეთებ,არც ქვემოთ მიწაზე იცი გოლის გატანა,ანუ საბოლოოდ როგორც ეძახიან ფინიშინგი არ იცი,ამით რა გამოდის ლოგიკური კითხვა რო დავსვათ?მე არც ვიცი,არ მაქვს პასუხი,მაგალითად პირადად იმედგაცრუებული ვარ სასტიკად იმიტომ რომ უეინ რუნის მერე როგორც ავღნიშნე ასეთი ფავორიტი იგროკი არ მყოლია.ღმერთმა ქნას რო ყველაფერი საუკეთესოდ შემოეტრიალებინოს.თუმცა მაგის ნაკლებად მჯერა.რაც ადამიანს შინაგანად არ გააჩნია და რისი ნიჭიც არაქვს მაგად ვერ შეასწავლი გამორიცხულია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top