თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2021, 21:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2122,
კომენტარები: 16
გუნდის ნაადრევი მდგომარეობა მატჩის წინ
გუნდის ნაადრევი მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" "ლივერპულთან" დაპირისპირებას ზედმეტი სიტყვები არ სჭირდება. ეს უდიდესი მატჩია ორივე კლუბისთვის.

ოლე გუნარ სოლსკიაერის ბიჭები სამი ქულით უსწრებენ პრემიერ ლიგის ჩემპიონებს, მესამე ადგილოსან "მანჩესტერ სიტის" კი 4 ქულით ჯობნის სატურნირო ცხრილში.

შეხვედრის წინ ოლესაც და იურგენ კლოპსაც მოუწევთ რამდენიმე ფეხბურთელთან დაკავშირებით მოცდა, რათა მათი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ მიიღონ ინფორმაცია, სანამ სასტარტო შემადგენლობას შეარჩევენ.

"ბარნლისთან" მოგებულ მატჩში ენტონი მარსიალმა და ნემანია მატიჩმა მცირე დაზიანებები მიიღეს, რის გამოც ფრანგს მოედნიდან ნაადრევად გასვლა მოუხდა.

მატჩის დაწყებამდე კი ვიქტორ ლინდელოფი კვლავ შეაწუხა ზურგის ტრავმამ, თუმცა მისმა შემცვლელმა ერიკ ბაიიმ ჰარი მაგუაერთან ერთად შესანიშნავი კედელი აღმართეს "ბარნლის" თავდასხმის წინააღმდეგ. შესაძლებელია, რომ ოლემ სამი ცენტრალური მცველიც გაამწესოს, როგორც ეს შარშან გააკეთა, როცა ლუკ შოუმ მაგუაერთან და ლინდელოფთან ერთად დაიკავა დაცვის ცენტრალური ხაზი, ხოლო აარონ ვან-ბისაკამ და ბრენდონ უილიამსმა ფლანგები ჩაიბარეს 0-2 წაგებულ მატჩში.

იმავე მატჩში სასტარტოში გამოვიდნენ დენილ ჯეიმსი და ანდრეას პერეირა, რომელიც ამჟამად "ლაციოში" თამაშობს იჯარის წესით. მარკუს რეშფორდი კი ტრავმის გამო ტოვებდა შეხვედრას, მაგრამ ამჯერად მას დიდი ალბათობით სასტარტოში ვიხილავთ. გასული წლის შემდეგ გუნდის შემტევ პოტენციალს ასევე დაემატა ედინსონ კავანისა და ბრუნო ფერნანდეშის კრეატივი.

უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს სოლსკიაერს ნახევარდაცვის ხაზში, სადაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი პოლ პოგბამ ბოლო მატჩებში, ხოლო მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი ფრედი კი "ბარნლისთან" სპეციალურად დაასვენა მწვრთნელმა. იმავე მატჩში კარგად იასპარეზა ნემანია მატიჩმაც და მატჩის მიწურულს მოედანზე სკოტ მაკტომინეიც ვიხილეთ.

სასტარტოში მოხვედრის სავარაუდო კანდიდატებად შეიძლება განვიხილოთ მეისონ გრინვუდიცა და დენიელ ჯეიმსიც, რომელიც ასევე მწყობრში არიან.

"ლივერპულის" შემადგენლობა


კლოპის გუნდს ოქტომბრის შემდეგ აკლია კაპიტანი ვირჯილ ვან დაიკი, რომელიც მერსისაიდულ დერბიში დაშავების შემდეგ ვერ ახერხებს მოედანზე დაბრუნებას. ტრავმა აქვს ვან დაიკის მეწყვილე ჯო გომესსაც, თუმცა ინდივიდუალურ ვარჯიშებს დაუბრუნდა ჯოელ მატიპი.

დაცვის ოთხეულის ცენტრში ხშირად თამაშობდნენ ფაბინიო და ჯორდან ჰენდერსონი, თუმცა აქ ნეტ ფილიპსისა და რის უილიამსის ხილვა უფრო მოსალოდნელია.

გამოჯანმრთელდნენ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ტიაგო ალკანტარა, შემტევი ტრიო სადიო მანეს, რობერტო ფირმინოსა და მოჰამედ სალაჰის სახით კი იშვიათად ტოვებენ მატჩებს. თუმცა კვლავ უქმობს დიოგო ჟოტა და ნაბი კეიტა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: ShaKo...ShaKo
14 იანვარი 2021 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
მთავარია ვეცადოთ რომ მაქსიმალურად ბურთს გავუფრთხილდეთ და ყრუ დაცვაში არ ჩავჯდეთ...წინააღმდეგ შემთხვევაში ლივერპულთან ერთი ჰაჰა 2 გუნდი მახსენდება ვინც ქულა მაინც აიღო
0
№2
ავტორი: Irakli_Kandelaki
14 იანვარი 2021 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
შეიძება, რომ მოწინააღმდეგის მოზიციიდან ამოდიოდე და დაცვითი სტილიც აირჩიო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს ყრუ დაცვითი სტილის თამაშს. თუკი სულშერმა ხუთ მცველიანი ტაქტიკა აირჩია ეს უბრალოდ კლუბისა და გულშემატკივრის უპატივცემულობა და მხდალობა იქნება!
თავქუდმოგლეჯილ შეტევასაც არავინ ითხოვს.
0
№3
ავტორი: ikeoni
14 იანვარი 2021 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
შარშანდელთან შედარებით სულ სხვა გუნდია ყველანაირად და არამგონია იგივე ტაქტიკით ითამაშოს ოლემ .. უნდა მოვიგოთ ❤️GGMU❤️
0
№4
ავტორი: David_Beckham7
14 იანვარი 2021 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
შარშანდელ და წლევანდელ მანჩესტერს შორის შედარება არაა, 22 ქულა გვქონდა ჩამორჩენა ეხლა პირველზე ვართ, ამიტომ ზუსტად იგივე ტაკტიკაც არამგონია. უნდა შევუტიოთ 3 ქულის წქმოსაღებად უნდა ვითამაშოთ ყველა პონტში
0
№5
ავტორი: ALEXFERGUSON
14 იანვარი 2021 22:56
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
როგორც კი დაცვაზე დაიწყებს ფიქრს და ფრეზე გავა სათამაშოდ აუცილებლად წააგებს. ეს არც შარშანდელი ლივერპულია და არც ჩვენ ვართ შარშანდელი იუნაიტედი. არ ველოდები გახსნილ თამაშს,მაგრამ არც ყრუ დაცვას არ ველოდები. არ ყავს მანიუს ის ფეხბურთელები, რომ მანე და სალაჰი ყრუ დაცვით გააჩეროს. ლივერპულს კიდე დაცვაში აქვს დომხალი და არც ჩვენ შემტევებს არუნდა ქონდეთ მაგ დაცვის გარღვევის პრობლემა. ყველაფერი გვაქვს ამ თამაშის მოსაგებად. განწყობა, ლიდერობა ცხრილში და რავი.

ლივერპულს აქვს ძალიან რთული კალენდარი და ბევრ ქულას დაკარგავს. ჩვენ კიდე ლივერპულის მერე ფულემი და შეფილდი და აი მანდ უნდა გავიქცეთ ძაან რა. ახლა თუ მოგეს სხვაობა 6 ქულა იქნება, ფულემს და შეფილდს რო მოუგებენ ალბათ ეჭვი არავის ეპარება და ძალიან დიდი შანსია ჩემპიონობის აი ძალიან
0
№6
ავტორი: kashmara
14 იანვარი 2021 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
xoda dzmis gulo gaxevem shuaze reshis goli mjera magrad... midi lomebo danaxey vina mefe inglisis mag tvit marqviebs
0
№7
ავტორი: makaveli
15 იანვარი 2021 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
3 მცველიანში ბაილი საშინელებაა, პსჟსთანაც ეგრე დააყენა და პირველი ტაიმში გაიყვანა ისე ცუდად იდგა

მე პირადად ზუსტად იგივე კამანდას დავაყენებდი რაც ბარნლისთან იყო აი შეილება მატიჩი დამეტოვებინა სკამზე ..
0
№8
ავტორი: ozymandias
15 იანვარი 2021 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
პრაგმატუალდ ითამაშებს ოლე!დაცვიდან დაიწყებს თამაშს და მაქსიმუმ 2-3 მომენტი გვქონდეს არამგონია გარისკოს რადგან ხვდება რომ ქულაც მნიშვნელოვანია ამ თამაშში
0
№9
ავტორი: Karanadze
15 იანვარი 2021 01:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Aq dzmao yvelanair tamas unda velodot imitom rom qulis agebac ar gvawyens da kidev dziritadshi vinc dadgeba prosta ufleba araaq tamashis chagdebis ai tu itamashes daincoben liverpuls ert adgilas. Ai ar unda wavagot ubralod texavs. Tavdasxmam ai satqmeli unda tqvas imitom rom ramodenime shansi tavidanve eqnebat da unda miarchon. Lindelofi da jeimsi ar daayenos da dalshe vinc unda dd
0
№10
ავტორი: levionok
15 იანვარი 2021 01:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ვაიმე ლუზერებო რა დღეში უნდა ჩაგყაროთ თქვენ ხომ ჯერ არ იცით!!!!
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top