თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2021, 14:19
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1968,
კომენტარები: 12
ეშმაკი სამკაპის გარეშე
რა ფაქტორები შეუშლის ხელს ჩემპიონობას.
ეშმაკი სამკაპის გარეშე
სამშაბათს გაიმართა პირველი ტურის გადადებული თამაში, სადაც "ბარნლიმ" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა. თამაშის ერთადერთი გოლი 71 წუთზე პოლ პოგბამ გაიტანა, რომელიც ასევე ამ თამაშის საუკეთეს ფეხბურთელად დასახელდა.

პირველად 2017 წლის შემდეგ "იუნაიტედი" ცხრილის ლიდერია. ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი წლის დასაწყისში "ემიუ" პირველ პოზიციზე 2013 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. სწორედ სერ ალექსის ბოლო სეზონში მოახერხა გუნდმა აღნიშნული შედეგის მიღწევა.

სამართლიონობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ "წითელი ეშმაკების" სტაბილური თამაში ბოლო პერიოდში და გასანკუთრებით პრემიერ ლიგაში, პორტუგალიელი დირიჟორის ბრუნო ფერნანდეშის მოსვლის შემდეგ დაიწყო. თითქოს ერთმა ადამიანმა მთლიანად შეცვალა განწყობა. პორტუგალიელმა 18 გოლში მიიღო მონაწილეობა, გაიატან რა 11 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. შეტევების 90% კი სორედ პორტუგალიელის მონაწილეობით კეთდება. ბრუნო სრულად იღებს საკუთარ თავზე ლიდერის ფუნქციებს, ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას საკუთარი თანაგუნდელების მიმართ. მისი ხასიათი, განწყობა და პროფესიონალიზმი ერთი შეხედვით ჩანს მოედანზე.

ეშმაკი სამკაპის გარეშე


ეშმაკი სამკაპის გარეშე



გუნდი სრულად დამოკიდებულია მასზე? მის გარეშე "მანკუნიანელები" იქნებიან ისეთივე ეფექტურები? რა მოხდება თუ ბრუნო მძიმე ტრამვას მიიღებს? ეს ის კითხვებია, რომელიც თითოეულ გულშემატკივარს აწუხებს. არის თუ არა "იუნაიტედი" ერთ ფეხბურთელზე დამოკდიებული? ფაქტია, რომ ბრუნო ფერნანდეშის გარეშე გუნდი ისე გამოყურება, როგორც ეშმაკი სამკაპის გარეშე.

მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სოლსკიაერის საზრუნავი ის არის, რომ სხვა ფეხბურთელები უფრო მეტად გააქტიურდნენ. რადგან მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი, ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს. ყავს "მანიუს" სხვა მაღალი დონის ფეხბურთელები? რათქმაუნდა ყავს და პირველი ვინც შეიძლება გაგავახსენდეს, არის მსოფლიო ჩემპიონი პოლ პოგბა.

ეშმაკი სამკაპის გარეშე


მას შეუძლია იყოს ლიდერი? დიახ, ის ხომ ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მისი ხასიათის, განცხადებების, მუდმივად წასვლის აპელირების მიუხედვად, ის საუკეთესოა. თუ ის თამაშობს, მისი გაჩერება უბრალოდ წარმოუდგენელია.

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ჩემპიონობას? სტაბილურობის ვერ შენარჩუნებამ. დაცვის ხაზმა და თავდასხმამ. აი აქ ყველაფერი არცთუ ისე კარგად აქვს გუნდს. "იუნაიტედი" არის კლუბი, რომელმაც გაუშვა 24 გოლი. პრემირ ლიგაში მხოლოდ 9 გუნდს აქვს მათზე მეტი გოლი გაშვებული და ეს ნამდვილად საგანგაშო სიგნალია. ფაქტია ჰარი მაგუაერი ფორმაშია შესული და ფაქტიურად უშეცდომოა, თუმცა ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით მის პარტნიორ ვიქტორ ლინდელოფზე, რომელიც საკმაოდ სუსტად გამოიყურება. სწორედ ეს დუეტი შეიძლება გახდეს კრახის მიზეზი.

ეშმაკი სამკაპის გარეშე


მივადექით ყველაზე მნიშვნელოვანს და ეს თავდასხმის ხაზია. გუნდის 9 ნომერი ენტონი მარსიალი, რომელსაც მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანი, ოლე გუნარ სოლსკიაერისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს. უკეთესად გამოიყურება მარკუს რეშფორდი 7 გოლი, თუმცა ამ ორის გამოუყენებელი მომენტები, შესაძლოა კლუბს ტიტულის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. მათი რეალიზაციის დონე ძალიან დაბალია.

ეშმაკი სამკაპის გარეშე


გავიხსენოთ "ლიდსთან" თამაში: გატანილი 6 გოლი და არცერთი თავდამსხმელის ანგარიშზე. უახლოეს ტურებში ალბათ გამოიკვეთება და გარკვეული სურათი შეიქმნება, შეძლებს თუ არა სოლსკიაერი თავის შეგირდებთან ერთად ტიტულის აღმართვას!

ასევე მუდამ განხილვის საგანია სოლსკიაერი და უტიტულობის პასუხისმგებლობა რათქმაუნდა მაინც მთავარ მწვრთნელს ეკისრება. შეძლებს ოლე გუნდისთვის მოტივაციის მიცემას? არის ნორვეგიელი ის, ვინც ახლა კლუბს სჭირდება? ამას სეზონის ბოლოს გავიგებთ. თუმცა ფაქტია, კლუბი თამაშებს ერთმანეთის მიყოლებით იგებს და პროგრესი სახეზეა. თუ არ დაეცი სიარულს ვერასდროს ისწავლი, თუ არ წააგე წაგების გემოს ვერასდროს გაიგებ და თუ არ მოიგე, მოგების სიხარულს ვერასდროს შეიგრძნობ. ეს კლუბი კი ძალიან ბევრჯერ იყო დაღმასვლის გზაზე და არასდროს დანებებულა. თუ არ გაქვს "იუნაიტედის" დნმ, აქ ვერასდროს ითამაშებ. თუ ვერ აცნობიერებ ამ კლუბის მაუსურის ტარების სიამაყეს, მაშინ აქ არაფერი გესაქმება. ეს სიტყვები ოლე გუნარ სოლსკიაერს ეკუთვნის. "მანჩესტერ იუნაიტედი" ცხრლის სათავეშია. აღზევების დროა!!!

ეშმაკი სამკაპის გარეშე
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: glory28
14 იანვარი 2021 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ვნახოთ რა იქნება ლივერპულთან სტუმრად გამარჯვება გუნდისთვის მოტივაცისს პიკი იქნება აი მარცხის შემტვევაში იმედია ყურებს არ ჩამოყრიან და რეგრეს განიცდიან , მთავარია ლუზერებთან არ წავაგოთ მე პირადად მოგება მინდა მაგრამ ფრეზეც არ ვიქნები უარზე თან დაცვაში ლივერპულს პრობლემები აქვს ჩვენც არანაკლებ გვიჭირს დაცვაში მაგრამ მაინც ეს ისეთი თამაშია მნიშვნელობა არ აქვს ვის ვინ აკლია , თავდადება და ბრძოლა ბოლომდე
0
№2
ავტორი: ozymandias
14 იანვარი 2021 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
კიდევ ერთხელ ვიტყვი ლივერპუLთან წაგება ტრაგედია არ იქნება!ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტია სიტისთან ერთად ამას და მატებული ცუდი სერიებუ მიაწყო კიდევ ამას დამატებული ჩვენს უკანაა და შინ თამაშობს.მოკლედ საგანგაშო არაფერია წნეხის გარეშე უნდა გავიდნენ წაგების შემთხვევაში თანაბარ ქულებს ვაგროვებთ მაგრამ გოლების ბალანსით წინ იქნებიან.მაგრმა სანამდე იქნებიან წინ? აი ეგაა საქმე!მოკლედ მე პირადად მგონია რო წავაგებთ მაგრამ რავი არვიცი რა აზრზე არ ვარ :D ისე ბევრი ლივერპულსი ფანი განსაკუთრებიოთ ელოდება ამ თამაშს ფბ გვერდზე პრემიერლიგის აქტიურობენ ძალიან და კომენტარებში წერენ რომ აი გადაგხსნით დაა ამას გიზამთ და მორჩება მანდ ყვეალფერიო მგონი მაგ ცალტვინებს ავიწყდებათ რომ ჩემპიონობა ერთი თამაშით არ წყდება ამას დამატებული უკან არიან ქულებით და ჩვენთანაც მოწუევთ თამაში ოლდ ტრაფორდზე!:დდდ

რაც შეეხება გუნდს ადცვაზე მეტად თავდასხმის ხაზი მაშინებს.თუ გოლი ვერ გაიტანე გაუშვი რამდენიც გინდა ეგ არაა პრობლემა.უბრალოდ გოლს გაუშვებ კი ბატონო ეს პრემიერლიგაა მაგრამ თუ ვერ გაიტანე რა აზრი აქვს.გაშვებულ გოლებს ორი იმდენით უნდა უპასუხო აი გაა საქმე :D ბარნლისთან სრულიად უმოქმედოები იყვნენ ტიპები აი რეშფორდი ხო განსაკუთრებით!
0
№3
ავტორი: shotkin
14 იანვარი 2021 16:27
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ამ მხიარული და ბედნიერი დღეების ფონზე მართლაც არის საგანგაშო ნიშნები მანჩესტერში, სტატიაში კარგად და სწორად არის აღნიშნული ეს ყველაფერი, ხშირად ხდება ხოლმე რო ესეთი დიდი თამაშის მოგების მერე გადასხვაფერდება გუნდი და პრობლემებიც გვარდება და იმედია ჩვენს შემთხვევაშიც ასე იქნება და მოვა ხასიათზე თავდასხმა თორე ესე სეზონის გაგრძელება ძვირად დაგვიჯდება ასეთი თავდასხმის ფონზე, ჩემიაზრით რეალურად დღეს დაცვაზე უარეს თამაშს თავდასხმა აჩვენებს, ეს ჩემია ზრია, ამ მმენტში ასე მგონია.
0
№4
ავტორი: ikeoni
14 იანვარი 2021 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
საუკეთესო სტატიაა მადლობა ავტორს.. არის რაღაც სახის პრობლემები მაგრამ შეიძლება მოგვარება მაგ პრობლემების
0
№5
ავტორი: wiking
14 იანვარი 2021 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
დაცვაში რომ ჰარის აქებთ ყველა ეგა ისაა რომელიც თანაგუნდელს იყვანს ძირითადად, ამ სეზონში ხშირად მოუვიდა კუთხურის დროს, თავზე თამაშიშას სხვის დაყრდნობით ხტება და მერე ბრალდება გოლები ლიბდელოფს, ლინდელოფი თუ ესეთი ცუდია ტუანზებესთან ერთად რატი თამაშობს უკეთესად?? ისე და ლივე უნდა დავამარცხოთ, ისევ ჩვენ უნდა დავუსრულოთ ენფილდზე წაუგებელი სერია
0
№6
ავტორი: Irakli_Kandelaki
14 იანვარი 2021 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
პოგბასა და მარსიალის მაგივრად უფრო მაღალი ხარისხის ფეხბურთელების ყიდვაა აუცილებელი, განსაკუთრებით ფორვარდის პოზიციაზე.

კავანი ასაკის მიუხედავად თავის სათქმელს ამ ზესონში არაერთხელ იტყვის!
0
№7
ავტორი: Roberto
14 იანვარი 2021 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
ლივერპულის ნახევარდაცვას რატომღაც მგონია რომ ბურთს არანახებენ,და საერთოდაც მგონია რომ ამ თამაშის შემდეგ კლოპს ბევრი ექნება საწუწუნო და სატირალი,დაჯაბნიან,გადაუვლიან,ბურთს თავზე გადაახევენ,ყველას თავი რომ დავანებოთ ჯერ მარტო სკოტი მაქტომინეი ისეთი ჯილკით გამოვა,დაგეშილი რომ ლივეს შუა ხაზელებს ზურგზე მოიკიდებს და ისე ათრევს მთელი მოედანი,ღმერთმა ქნას მასე,რატომღაც პირველად დამეუფლა ასეთი შეგრხნება ძალიან დიდი ხნის მანძილზე.ყველასთვის მომელოცოს გამარჯვება
0
№8
ავტორი: shotkin
14 იანვარი 2021 19:54
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: The red devi11
ციტატა: shotkin
ამ მხიარული და ბედნიერი დღეების ფონზე მართლაც არის საგანგაშო ნიშნები მანჩესტერში, სტატიაში კარგად და სწორად არის აღნიშნული ეს ყველაფერი, ხშირად ხდება ხოლმე რო ესეთი დიდი თამაშის მოგების მერე გადასხვაფერდება გუნდი და პრობლემებიც გვარდება და იმედია ჩვენს შემთხვევაშიც ასე იქნება და მოვა ხასიათზე თავდასხმა თორე ესე სეზონის გაგრძელება ძვირად დაგვიჯდება ასეთი თავდასხმის ფონზე, ჩემიაზრით რეალურად დღეს დაცვაზე უარეს თამაშს თავდასხმა აჩვენებს, ეს ჩემია ზრია, ამ მმენტში ასე მგონია.


მეც ჩემს აზრს გეტყვი ეგობარო. მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ და ამას არ ვამბობ ბოო ორი თამაშიდან გამომდინარე საერთოდ. 4-5 ჯერ მარტო დავსვი ანჩესტერის 3.5 4.5 მეტი გოლი. გასვლაზე მოგებებთან ერთად გუშინდელი ტამაშის გარდა მინიმუმ 2 გოლი გაქვქონდა და ლიგაში ერთერთი ყველაზე გამტანი გუნდი ვართ წელს. ეს ვულვზი და ბარლი სვარკა გუნდებია და მასეც ჩაიარა. რაც შეეხება იას რომ ფორვარდები ბევრს მაზავენ მაგაზე ორი აზრიც არაა უბრალოდ მგონია ვაკვირდები და ასე ჩანს რომ, ძალიან ბევრ მომენტსაც ქმნიან. მარსიალი კიდევ არაა ფორმაში მაგრამ ორივე თავისი სისწრაფის და ტექნიის ხარჯზე და კიდევ იმის ხარჯზე რომ სივრცეებს იდეალურად იყენებენ ბევრი მომენტი ქემნებათ. ადრეც დავწერე ასე მგონია ხანდახან რეშმა რომ ყველა გაიტანოს ჰეთრიკზე ნაკლები არ ექნება ყველა თამასში. კლოპის ფორვარდი ფირმინო საერთო დ არ არის შედეგიანი გატანის მხრივ მაგრამ კლოპოს აქვს ისეთი ტაქტიკა რომ იდეალურია ხომ ასეთი ტექნიკური ცენტრი. ასეა აქაც მე რათქმაუნდა იმას არ ვამბობ რომ არ უნდა გაიტანონ პირიქით ეს არის უმთავრესი კომპონენტი გამოსასწორებელი, მაგრამ ის ნამდვილად მომწონს რომ გუნდი ასეთი კარგია სივრცეების ათვისებაში, ის რომ ნახევარმცველებს ზუსტად ამ ფორვარდების გამო ეხსნებად ხშირად სივრცეები. რეში ფინიშინგის გარდა ყველაფერში მაგარია 7 გოლი 4 საგოლე და კიდევ ყველა გოლში მონაწილეობს თითქმის ასისტიც შეუძლია , გაქცევაც და ფინიშინგის გარდა ყველაფერი კარგად. სწორედ ამ ტვისებების გამო პირადად რეშს უამრავი მომენტი ქემნება და იმედია გატანას ისწავლის შესრულებას. დასკვა ის არის რომ რაღაც შეიძლება ყვიროდეს ახლა რასაც ვიტყვი , მაგრამ ვიტყვი იყო დრო როდესაც ირი ბუნბერაზი ცველი გვედგა უკან და მე პირადად ყოველთვის მაგრად ვნერვიულობდი იყო ხშირად თამაშები რომ ძალიან ადვილად გვიტევდნენ გუნდები. ახლა კი ვზივარ და მკიდია თავისით მოვიდა ეს რომ დავფიქრდი ძალიან კარგი ბალანსი იპოვა დაცვასა და შეტევას შორის. უკეთესი იქნება ყველაფერი აი დამიჯერეთ


საინტერესო მოსაზრებაა, იმდია მართლ ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება ჩვენთვის
0
№9
ავტორი: kashmara
14 იანვარი 2021 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
uchveli vigebt konyraze minimum 2 gols velodebi
0
№10
ავტორი: Manumanu123
14 იანვარი 2021 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
ეს თამაში სულ რომ 3-0 წავაგოთ არაფერი არ მთავრდება აქ მთავარია შემდეგ ცხვირი არ ჩამოუშვან ბიჭებმა და ისევ გააგრძელინ ყველა გუნდთან ბოლომდე ბრძოლა სადღაც ამდენი მოგების შემდეგ წავაგებთ გასვლაზე თან შეიაზლება ეს ლივერპული იყოს მაგრამ არაფერი არ მთავრდება აქ მე მთელ ფულს დავდებ მაკტომინეის გოლზე რატომღაც მგონია ეგ ბიჭი გაიტანს წარნატრბებიიიი ჩემპიონებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top