თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2021, 14:19
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1967,
კომენტარები: 12
ეშმაკი სამკაპის გარეშე
რა ფაქტორები შეუშლის ხელს ჩემპიონობას.
ეშმაკი სამკაპის გარეშე
სამშაბათს გაიმართა პირველი ტურის გადადებული თამაში, სადაც "ბარნლიმ" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა. თამაშის ერთადერთი გოლი 71 წუთზე პოლ პოგბამ გაიტანა, რომელიც ასევე ამ თამაშის საუკეთეს ფეხბურთელად დასახელდა.

პირველად 2017 წლის შემდეგ "იუნაიტედი" ცხრილის ლიდერია. ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი წლის დასაწყისში "ემიუ" პირველ პოზიციზე 2013 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. სწორედ სერ ალექსის ბოლო სეზონში მოახერხა გუნდმა აღნიშნული შედეგის მიღწევა.

სამართლიონობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ "წითელი ეშმაკების" სტაბილური თამაში ბოლო პერიოდში და გასანკუთრებით პრემიერ ლიგაში, პორტუგალიელი დირიჟორის ბრუნო ფერნანდეშის მოსვლის შემდეგ დაიწყო. თითქოს ერთმა ადამიანმა მთლიანად შეცვალა განწყობა. პორტუგალიელმა 18 გოლში მიიღო მონაწილეობა, გაიატან რა 11 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. შეტევების 90% კი სორედ პორტუგალიელის მონაწილეობით კეთდება. ბრუნო სრულად იღებს საკუთარ თავზე ლიდერის ფუნქციებს, ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას საკუთარი თანაგუნდელების მიმართ. მისი ხასიათი, განწყობა და პროფესიონალიზმი ერთი შეხედვით ჩანს მოედანზე.

ეშმაკი სამკაპის გარეშე


ეშმაკი სამკაპის გარეშე



გუნდი სრულად დამოკიდებულია მასზე? მის გარეშე "მანკუნიანელები" იქნებიან ისეთივე ეფექტურები? რა მოხდება თუ ბრუნო მძიმე ტრამვას მიიღებს? ეს ის კითხვებია, რომელიც თითოეულ გულშემატკივარს აწუხებს. არის თუ არა "იუნაიტედი" ერთ ფეხბურთელზე დამოკდიებული? ფაქტია, რომ ბრუნო ფერნანდეშის გარეშე გუნდი ისე გამოყურება, როგორც ეშმაკი სამკაპის გარეშე.

მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სოლსკიაერის საზრუნავი ის არის, რომ სხვა ფეხბურთელები უფრო მეტად გააქტიურდნენ. რადგან მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი, ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს. ყავს "მანიუს" სხვა მაღალი დონის ფეხბურთელები? რათქმაუნდა ყავს და პირველი ვინც შეიძლება გაგავახსენდეს, არის მსოფლიო ჩემპიონი პოლ პოგბა.

ეშმაკი სამკაპის გარეშე


მას შეუძლია იყოს ლიდერი? დიახ, ის ხომ ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მისი ხასიათის, განცხადებების, მუდმივად წასვლის აპელირების მიუხედვად, ის საუკეთესოა. თუ ის თამაშობს, მისი გაჩერება უბრალოდ წარმოუდგენელია.

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ჩემპიონობას? სტაბილურობის ვერ შენარჩუნებამ. დაცვის ხაზმა და თავდასხმამ. აი აქ ყველაფერი არცთუ ისე კარგად აქვს გუნდს. "იუნაიტედი" არის კლუბი, რომელმაც გაუშვა 24 გოლი. პრემირ ლიგაში მხოლოდ 9 გუნდს აქვს მათზე მეტი გოლი გაშვებული და ეს ნამდვილად საგანგაშო სიგნალია. ფაქტია ჰარი მაგუაერი ფორმაშია შესული და ფაქტიურად უშეცდომოა, თუმცა ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით მის პარტნიორ ვიქტორ ლინდელოფზე, რომელიც საკმაოდ სუსტად გამოიყურება. სწორედ ეს დუეტი შეიძლება გახდეს კრახის მიზეზი.

ეშმაკი სამკაპის გარეშე


მივადექით ყველაზე მნიშვნელოვანს და ეს თავდასხმის ხაზია. გუნდის 9 ნომერი ენტონი მარსიალი, რომელსაც მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანი, ოლე გუნარ სოლსკიაერისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს. უკეთესად გამოიყურება მარკუს რეშფორდი 7 გოლი, თუმცა ამ ორის გამოუყენებელი მომენტები, შესაძლოა კლუბს ტიტულის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. მათი რეალიზაციის დონე ძალიან დაბალია.

ეშმაკი სამკაპის გარეშე


გავიხსენოთ "ლიდსთან" თამაში: გატანილი 6 გოლი და არცერთი თავდამსხმელის ანგარიშზე. უახლოეს ტურებში ალბათ გამოიკვეთება და გარკვეული სურათი შეიქმნება, შეძლებს თუ არა სოლსკიაერი თავის შეგირდებთან ერთად ტიტულის აღმართვას!

ასევე მუდამ განხილვის საგანია სოლსკიაერი და უტიტულობის პასუხისმგებლობა რათქმაუნდა მაინც მთავარ მწვრთნელს ეკისრება. შეძლებს ოლე გუნდისთვის მოტივაციის მიცემას? არის ნორვეგიელი ის, ვინც ახლა კლუბს სჭირდება? ამას სეზონის ბოლოს გავიგებთ. თუმცა ფაქტია, კლუბი თამაშებს ერთმანეთის მიყოლებით იგებს და პროგრესი სახეზეა. თუ არ დაეცი სიარულს ვერასდროს ისწავლი, თუ არ წააგე წაგების გემოს ვერასდროს გაიგებ და თუ არ მოიგე, მოგების სიხარულს ვერასდროს შეიგრძნობ. ეს კლუბი კი ძალიან ბევრჯერ იყო დაღმასვლის გზაზე და არასდროს დანებებულა. თუ არ გაქვს "იუნაიტედის" დნმ, აქ ვერასდროს ითამაშებ. თუ ვერ აცნობიერებ ამ კლუბის მაუსურის ტარების სიამაყეს, მაშინ აქ არაფერი გესაქმება. ეს სიტყვები ოლე გუნარ სოლსკიაერს ეკუთვნის. "მანჩესტერ იუნაიტედი" ცხრლის სათავეშია. აღზევების დროა!!!

ეშმაკი სამკაპის გარეშე
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
15 იანვარი 2021 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ლაშ 3d_5 good2
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
17 იანვარი 2021 18:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გოლების გაშვების მხრივ მართლა ვერაა საქმე კარგად
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top