თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2021, 11:02
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1799,
კომენტარები: 18
ოლე თამაშის შემდეგ
ჩვენ მოგებაზე ვართ დაგეშილები.
ოლე თამაშის შემდეგ
ღიმილი გამარჯვების შემდეგ

როდესაც პრემიერლიგის მატჩში მიიღებთ სამ ქულას, ეს ყოველთვის გაღიმების საფუძველია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული სამი ქულა იყო, ჩვენ მაინც მივიღეთ ის.

დარწმუნებული გამარჯვებაში

ჩვენ გვაქვს შედეგის მიღწევის უნარი. რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო კომფორტულად შეიძლებოდა წასულიყო, რადგან კარგი მეორე ტაიმი გვქონდა და შეგვეძლო როგორც მეორე, ისე მესამე გოლის გატანა. ამის მიუხედავად, გუნდმა აჩვენა თავისი სული და აშკარა იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბიჭებისთვის, როდესაც ისინი ბოლოს თავს იცავდნენ. ლუკი ბურთისკენ თავით გაფრინდა ეს უფრო პინბოლს ჰგავდა! და ეს ის მომენტებია, რის შემდეგაც შვებით ამოისუნთქავთ.

კონტროლი

თქვენ ყოველთვის უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ემოციები შეიკავოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლიათ დაიწყოთ არბიტრის ყველა გადაწყვეტილების გაპროტესტება. გოლი, რომელიც ჰარიმ გაიტანა, შესანიშნავი იყო და მისი გაუქმება არ შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც მსაჯი გადაწყვეტილებას მიიღებს, ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შესვენების დროს დაწყნარება. მე მესმოდა, რომ ემოციები ძალიან დიდი იყო და მოთამაშეები არ ეთანხმებიან მსაჯების ზოგიერთ გადაწყვეტილებას, ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო მათი დამშვიდება ისე, რომ ბიჭებმა ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხებზე, რომელთა კონტროლიც შეგვიძლია და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ ვიცოდით, რომ მხოლოდ ასე ვერაფერს მივიღებდით, ამ სამი ქულის მოპოვება დაგვჭირდა და შეხვედრის მეორე ნახევარში შესანიშნავად ვითამაშეთ. ველოდით, რომ ისინი ბოლო წუთებში გაზრდიდნენ წნეხს, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და მოვახერხეთ იღბალი მოგვეტრიალებინა ჩვენს მხარეს.

მსაჯის სადავო გადაწყვეტილებების შესახებ

ორი მომენტისთვის ჯერ არ გადამიხედავს, ამიტომ გარკვევით ვერ ვიტყვი. სავარაუდოდ, ლუკს შეეძლო წესის დარღვევა, შემდეგ კი ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ედინსონის დარღვევა შეტევის იმავე ფაზაში მოხდა. რაც შეეხება ჰარის, ის ნამდვილად არ არღვევდა თამაშის წესებს. გარდა ამისა, ჩვენ არსებითად მოგვიწია თამაშში ხელახლა ჩართვა ხუთწუთიანი VAR-ის შემოწმების შემდეგ, ამიტომ კმაყოფილი ვიყავი იმით, თუ როგორ რეაგირებდა გუნდი ყველა სირთულეზე.

გამარჯვების მიზანზე

ბარნლი ძალიან კარგად არის ორგანიზებული და თითქმის არ ტოვებს ცარიელ ადგილებს, მაგრამ ჩვენ მათ ვეძებდით. ეს იყო შესანიშნავი ჩაწოდება და შესანიშნავი შეტევა. საბოლოოდ ნერვების დასამშვიდებლად კიდევ ერთი-ორი გოლის გატანა გვმართებდა, მაგრამ ალბათ, უბრალოდ გვიყვარს რთული გზა.

პოლ პოგბას თამაშის შესახებ

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პოლი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. ის გავლენას ახდენს გასახდელში გუნდზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის არის მსოფლიო ჩემპიონი და ამ ეტაპზე პოლს საუკეთესო ფორმაში ვხედავთ. ვგრძნობ, რომ ის ყველა თამაშში უკეთესი ხდება. მას ქონდა დაზიანებები, იგი დაავადებული იყო COVID– ით, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მას ფორმაში შესვლა სჭირდებოდა.

"ენფილდზე" გასვლამდე სამი ქულით ლიდერობა

ეს შესანიშნავი პოზიციაა ამ მატჩის წინ . რა თქმა უნდა, გვესმის, რომ მოქმედი ჩემპიონებისკენ მივდივართ. მათ ჰქონდათ წარმოუდგენელი ბოლო სამნახევარი სეზონი, ამიტომ ვიცით, რომ ეს რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. რთულია უკეთეს დროს ითხოვო ამ თამაშის ჩატარება, რადგან ჩვენ კარგ ფორმაში ვართ, მოგებაზე ვართ დაგეშილები და ამ ბიჭებს სურთ უკეთესები გახდნენ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება - ჩვენი ხასიათის და ჩვენი გუნდის ხარისხის ტესტი.

https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: kaja
13 იანვარი 2021 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
სირ ალექს ოლეგუსონი ! <3 დაკალით ლუზერპული ! შეჭამეთ !
2
№2
ავტორი: ikeoni
13 იანვარი 2021 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მიდი ოლე მიდი წელს ჩვენია თასი ❤️
0
№3
ავტორი: Roberto
13 იანვარი 2021 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
ბევრი ალბათ არ დამეთანხმება და ბევრს არ მოეწონება რასაც დავწერ,მაგრამ ჩემი აზრით ოლეს აქვს ამ მომენტისთვის სრული კარტბლანში,ახლა ყველაფერი მის ხელშია და მაგის გამშვები კარგა ხანი არავინაა ამ გუნდიდან.ბევრი ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს იმიტომ რომ არ მოსწონთ ოლეს მოქმედება,არ სჯერათ მისი,მაგრამ რას ვიზამთ ყველას თავისი აზრი აქვს,თუმცა მე რატომღაც უკვე ვხედავ მის სვლებსა და ტაქტიკას ბევრ ეპიზოდებში,ერთი სიტყვით როგორიც ჩანდა და მიაჩნიათ ისეთი დაბალი დონეც არაა,ვითარდება როგორც მწვრთნელი და ეს სახეზეა
2
№4
ავტორი: Methadon
13 იანვარი 2021 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
Ყოჩაღ ოლეხ ძლივს გუნდ დაეტყო რაღაც... Ფერგის მერე პატარა გუნდებიც თვზე გვეჯდნენ, ყველა ჩვენ გვიტევდა... Ახლა კიდე ავტობუსს გვიყენებენ... Გუშინ ძალიან კარგად გამოჩნდა რა საშინელი სანახავია 10 კაცით დაცვაში დამდგარი გუნდი, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მოურინიოს მოყვანა ყველაზე დიდი შეცდომა იყო რაც ფერგის წასვლის მერე დაგვიშვია...
0
№5
ავტორი: Karanadze
13 იანვარი 2021 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Mous pativs vcem magram chemtvis misi stili amazrzenia. Sheidzleba klnkretul gundtan itamashl dacva magram sul dddd rac mougia moigo dacvit da cxoveli fexburtelebit
0
№6
ავტორი: f.c.mu
13 იანვარი 2021 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
აბა ვინ არისო პირველზეოოო ვინოოოოო :D
იმედია სულ ესე დარჩებაააა

კაი იყო მაგრამ სამუშაო მაინც ბევრია იმენა

მარსიალს უნდა გაეტანა ბოლოსკენ უკვე, კავანიმ რო მისცა, აი ეგეთი მომენტები უნდა გაიტანო რააა
თავდასხმა მაშინ არის კარგი როცა 60 /70 % იან მომენტს გოლად აქცევს

პენალით და კარის ხაზთან გასაგებია მაგრამ ესეთ რთულ თამაშში ერთი პატარა მომენტიც კი გოლად უნდა აქციო

მოკლედ წარმატებები და რავიიიიი
ლივერპულს იმენა მაგრად უნდა დავხვდეთ, ბრძოლა სიკვდილამდე, ეს მატჩი ძაან ბევრს დაგაწყვიტავს
0
№7
ავტორი: Irakli_Kandelaki
13 იანვარი 2021 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
კარგად ითამაშეს. შესრულებას რა ვუთხარი, არა და მინიმუმ კიდევ ორი გოლი უნდა გაგვეტანა. მარსიალის ბოლო მომენტი ხო საერთოდ!
0
№8
ავტორი: Takashi Fukunishi
13 იანვარი 2021 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
უბრალოდ დავტკბეთ იმ შეგრძნებით რო გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და პირველზეა, არავინ იცის რამდენ ხანს გასტანს ეს. Boxing Day-მდე ვამბობდი თუ ლივერპულამდე მაქსიმუმ 5 ქულაში იქნებოდა წინ კარგი იქნებოდა და ეხლა წინ კი არა აქით ვუსწრებთ 3 ქულით, მაგრამ წინ კიდე ბევრი თვეა.

პირველ ტაიმში ცოტა ნერვიულობდნენ მაგრამ მეორეში გამოასწორეს, რეშფორდი ცუდ ფორმაშია, სულ ანელებდა შეტევას, ცოტა უნდა გამოფხიზლდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ B E L I E V E
№9
ავტორი: PaLoMo
13 იანვარი 2021 17:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Roberto
ბევრი ალბათ არ დამეთანხმება და ბევრს არ მოეწონება რასაც დავწერ,მაგრამ ჩემი აზრით ოლეს აქვს ამ მომენტისთვის სრული კარტბლანში,ახლა ყველაფერი მის ხელშია და მაგის გამშვები კარგა ხანი არავინაა ამ გუნდიდან.ბევრი ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს იმიტომ რომ არ მოსწონთ ოლეს მოქმედება,არ სჯერათ მისი,მაგრამ რას ვიზამთ ყველას თავისი აზრი აქვს,თუმცა მე რატომღაც უკვე ვხედავ მის სვლებსა და ტაქტიკას ბევრ ეპიზოდებში,ერთი სიტყვით როგორიც ჩანდა და მიაჩნიათ ისეთი დაბალი დონეც არაა,ვითარდება როგორც მწვრთნელი და ეს სახეზეა

ზაფხულამდე კაკმინიმუმ არგაუშვებენ.

ციტატა: Roberto
ბევრი ალბათ არ დამეთანხმება და ბევრს არ მოეწონება რასაც დავწერ,მაგრამ ჩემი აზრით ოლეს აქვს ამ მომენტისთვის სრული კარტბლანში,ახლა ყველაფერი მის ხელშია და მაგის გამშვები კარგა ხანი არავინაა ამ გუნდიდან.ბევრი ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს იმიტომ რომ არ მოსწონთ ოლეს მოქმედება,არ სჯერათ მისი,მაგრამ რას ვიზამთ ყველას თავისი აზრი აქვს,თუმცა მე რატომღაც უკვე ვხედავ მის სვლებსა და ტაქტიკას ბევრ ეპიზოდებში,ერთი სიტყვით როგორიც ჩანდა და მიაჩნიათ ისეთი დაბალი დონეც არაა,ვითარდება როგორც მწვრთნელი და ეს სახეზეა

სწორედ მაშინ ხარ მაგარი როცა ნაწილს არ გვჯერა მისი და დაგვაჯერებს.მივესალმები მაგ ფაქტს თუ ასე იზამს მაგრამ ეს ჩემპიონობით მარტო არ დამტკიცდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: levionok
13 იანვარი 2021 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მაკტომინეი და ფრედი აშკარად ლიზერებისთვის არიან ზედ გამოჭრილები მაგრამ პოლი ახლა ისეთ ფორმაშია სასიამოვნო თავსატეხი იქნება მწვრთნელისთვის მატიჩი დაჯდება სკამზე ალბათ და კავანი მარსიალიდან ერთ ერთი...რატომ არავინ არ აღნჟსნავს რომ ბაილი ძალოან მაგარ ფორმაშია? ამ ბიჭს საერთოდ არ ეტუობა უთამაშებლობა ჯანზე იყოს ეს და არავინ შემედავოს რომ უპამეკანოზე ძლიერი მცველია
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top