თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2021, 14:40
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1697,
კომენტარები: 11
დონი პირველივე წუთებიდან ითამაშებს
სოლსკიაერის ინტერვიუ თამაშის წინ.
დონი პირველივე წუთებიდან ითამაშებს
ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა, რომ დონი ვან დე ბეკი მატჩში პირველი წუთიდან ითამაშებს "უოტფორდთან." ნიდერლანდელის მეცხრე სასტარტო მატჩში ამ სეზონში.

"ამ კითხვაზე უკვე მერამდენედ ვუპასუხე", - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Sky Sports. - "ბევრი მაგალითი არსებობს, როდესაც დიდ მოთამაშეებს დრო დასჭირდათ ადაპტაციისთვის. ბევრი ასეთი მაგალითი იყო "იუნაიტედში" და სხვა კლუბებში. უბრალოდ ადამიანს დრო სჭირდება ხოლმე. რა თქმა უნდა, არავინ ელოდება, რომ ადამიანები, ვინც მასზე ზრუნავენ, გაჩუმდებიან, რადგან მისთვის მხოლოდ საუკეთესო სურთ".

"დონი ხვალ ითამაშებს, ეს მისთვის კიდევ ერთი შანსია. დიახ, მას არა ერთხელ ვესაუბრე და ვაცნობე, თუ რამდენად ვაფასებთ მას. ხვალ ის მოედანზე გამოვა და ეს კარგი საშუალებაა."

ოლემ ასევე უპასუხა კითხვას ბრენდონ უილიამსის შესახებ, რომელმაც ამ სეზონში ადგილი დაკარგა სასტარტო შემადგენლობაში.

"ალექს ტელეშის მოსვლით და ლუკ შოუს ფორმის გათვალისწინებით, მას გაუჭირდა დაცვის მარცხენა ფლანგზე კონკურენცია. ამასთან, მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა გასულ სეზონში და, თუ არ ვცდები, სამივე ნახევარფინალში ითამაშა - ევროპის ლიგა, FA თასი და ლიგის თასი."

"ეს სეზონი მისთვის უფრო რთულია, მაგრამ ის ბევრს შრომობს და ხვალ მიიღებს მონაწილეობას მატჩში. ის გუნდშია და მან მაჩვენა, რომ სურს იბრძოლოს თავისი ადგილისთვის. ეს ყველაზე მთავარია. თქვენ მოაწერეთ ხელი თქვენს პირველ დიდ კონტრაქტს, მაგრამ ახლა თქვენ უნდა აჩვენოთ, შეძლებთ თუ არა უკან დაბრუნებას, მას შემდეგ, რაც დიდხანს არ გითამაშიათ."

"ბრენდონმა ეს აჩვენა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ის განაგრძობს კარგ საქმეს. მან იცის ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, მან იცის რას ვფიქრობ მასზე და მის შესაძლებლობებზე, ამიტომ ჩვენ ნამდვილად გვჯერა ამ ბიჭის".

ოლემ ასევე ისაუბრა ტიმოთი ფოსუ-მენსაზე, რომელსაც ეძლევა ცოტას ათამაშო დრო და ამ სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა დატოვოს კლუბი.

"დარწმუნებული არ ვარ, ტიმი დარჩება თუ სხვა ვარიანტს აირჩევს. მას ბევრი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, ამიტომ მას საშუალება მივცეთ, რომ იანვარში სხვა კლუბებთან ესაუბრა".

"ადვილი არ არის, როდესაც გყავს კარგი ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც ვერ დაუთმობ დროს მოედანზე. ახლა ტიმი კარიერის ისეთ ეტაპზე იმყოფება, სადაც თამაშს საჭიროებს. ალბათ ის იანვრის ბოლოს ან ზაფხულში დაგვტოვებს, როდესაც რაიმე ვარიანტს იპოვის. ის ბევრს შრომობს და მზადაა ნებისმიერ კლუბში წასასვლელად."
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: f.c.mu
9 იანვარი 2021 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 373
იმენა შეულაღლაღეს რა ამ დე ბეეკით : D

აგერ მიეცემა შანში და მაგანაც ცოტა გამოიჩინოს თავი
--------------------------------------------------------------------------------
--------------------------
0
№2
ავტორი: PaLoMo
9 იანვარი 2021 16:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: f.c.mu
იმენა შეულაღლაღეს რა ამ დე ბეეკით : D

აგერ მიეცემა შანში და მაგანაც ცოტა გამოიჩინოს თავი
--------------------------------------------------------------------------------

--------------------------

თასებზე მაინც უნდა თამაშოს ყველა მატჩი ეს საკამრისი იქნება ამ სეზონზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Methadon
9 იანვარი 2021 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
Დონიც ჰავერცის თემაშია, გუნდში მისი ადგილი ვერ გაარკვია, ათიანზე ვერ თამაშობს ისე როგორც საჭიროა, რვიანზე და ექვსიანზდ კიდე ამჯერად ყველა ნახევარმცველი ჯობის ვინც გუნდშია, მომლსდ ად გაუმართლა რა... Იქ ფრედის მაგალითი მოყავს ოლეს, მარა ფრედს სხვა ფიზიკური მონაცემები აქვს და გამოდგა ჩამშლელად, დონის გაუჭირდება... Ისე საინტერესოა ტრაორეს როდის მიეცემა შანსი, ძაან აქებენ, იქნება გვეშველოს მარჯვენა ფლანგზე...
0
№4
ავტორი: ikeoni
9 იანვარი 2021 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მჯერა რო ითამაშებს ჩვენთან და ექნება საკვანძო როლი გუნდში
0
№5
ავტორი: Phil Jones
9 იანვარი 2021 19:49
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ვან დე ბეეკი უმაღლესი დონისაა, მაგრამ ზუსტად ეგაა სასიხარულო რომ ამ დონის კაცი სამართლიანად ვერ ხვდება ძირითადში, შარშან სკამზე ელემენტარულად შემცვლელი არ იჯდა ხოლმე ამაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებს მწვრთნელი.
0
№6
ავტორი: bendzela
9 იანვარი 2021 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ციტატა: The red devi11
როგორ მჯეროდა დღეს ლაიფცინგის წაგება. და ვინმე თუ გამოიცნობთ რატომ?

რატომ და გუშინ ბავარიამ წააგო !!!
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
9 იანვარი 2021 23:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უნდა გამოიყენოს შანსი
0
№8
ავტორი: makaveli
10 იანვარი 2021 00:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
jeimsze სწორხაზოვანი დაბნეული და დაძაბული ფეხბურთელის დდშვც მეე ... ტიპი თავს არ წევს ზემოთ, ბაილის კიდე რა უქნა ჰენდერსონმა კისერი მოტეხა :( ისე ძაან ბევრი არაზუსტი პასი გააკეთა ბაილიმ დღეს და იმედია კიდე და კიდე გაიტანენ გოლს, მატამ რა ვერ გაიტანა რა კლასნი კომბინაცია იყო პროსტა ...
0
№9
ავტორი: bendzela
10 იანვარი 2021 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ჰენდერსონს ბაილის ქაჯობა გადაედო მგონი )))))იმედია რამე სერიოზული არ ინქება და ლუზერებთან ხოდზე იქნება
0
№10
ავტორი: Karanadze
10 იანვარი 2021 01:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Chisko imens chestit penisi xar. DDD arc velodi sxvagvar tamashs.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top