თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2021, 14:40
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1709,
კომენტარები: 11
დონი პირველივე წუთებიდან ითამაშებს
სოლსკიაერის ინტერვიუ თამაშის წინ.
დონი პირველივე წუთებიდან ითამაშებს
ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა, რომ დონი ვან დე ბეკი მატჩში პირველი წუთიდან ითამაშებს "უოტფორდთან." ნიდერლანდელის მეცხრე სასტარტო მატჩში ამ სეზონში.

"ამ კითხვაზე უკვე მერამდენედ ვუპასუხე", - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Sky Sports. - "ბევრი მაგალითი არსებობს, როდესაც დიდ მოთამაშეებს დრო დასჭირდათ ადაპტაციისთვის. ბევრი ასეთი მაგალითი იყო "იუნაიტედში" და სხვა კლუბებში. უბრალოდ ადამიანს დრო სჭირდება ხოლმე. რა თქმა უნდა, არავინ ელოდება, რომ ადამიანები, ვინც მასზე ზრუნავენ, გაჩუმდებიან, რადგან მისთვის მხოლოდ საუკეთესო სურთ".

"დონი ხვალ ითამაშებს, ეს მისთვის კიდევ ერთი შანსია. დიახ, მას არა ერთხელ ვესაუბრე და ვაცნობე, თუ რამდენად ვაფასებთ მას. ხვალ ის მოედანზე გამოვა და ეს კარგი საშუალებაა."

ოლემ ასევე უპასუხა კითხვას ბრენდონ უილიამსის შესახებ, რომელმაც ამ სეზონში ადგილი დაკარგა სასტარტო შემადგენლობაში.

"ალექს ტელეშის მოსვლით და ლუკ შოუს ფორმის გათვალისწინებით, მას გაუჭირდა დაცვის მარცხენა ფლანგზე კონკურენცია. ამასთან, მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა გასულ სეზონში და, თუ არ ვცდები, სამივე ნახევარფინალში ითამაშა - ევროპის ლიგა, FA თასი და ლიგის თასი."

"ეს სეზონი მისთვის უფრო რთულია, მაგრამ ის ბევრს შრომობს და ხვალ მიიღებს მონაწილეობას მატჩში. ის გუნდშია და მან მაჩვენა, რომ სურს იბრძოლოს თავისი ადგილისთვის. ეს ყველაზე მთავარია. თქვენ მოაწერეთ ხელი თქვენს პირველ დიდ კონტრაქტს, მაგრამ ახლა თქვენ უნდა აჩვენოთ, შეძლებთ თუ არა უკან დაბრუნებას, მას შემდეგ, რაც დიდხანს არ გითამაშიათ."

"ბრენდონმა ეს აჩვენა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ის განაგრძობს კარგ საქმეს. მან იცის ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, მან იცის რას ვფიქრობ მასზე და მის შესაძლებლობებზე, ამიტომ ჩვენ ნამდვილად გვჯერა ამ ბიჭის".

ოლემ ასევე ისაუბრა ტიმოთი ფოსუ-მენსაზე, რომელსაც ეძლევა ცოტას ათამაშო დრო და ამ სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა დატოვოს კლუბი.

"დარწმუნებული არ ვარ, ტიმი დარჩება თუ სხვა ვარიანტს აირჩევს. მას ბევრი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, ამიტომ მას საშუალება მივცეთ, რომ იანვარში სხვა კლუბებთან ესაუბრა".

"ადვილი არ არის, როდესაც გყავს კარგი ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც ვერ დაუთმობ დროს მოედანზე. ახლა ტიმი კარიერის ისეთ ეტაპზე იმყოფება, სადაც თამაშს საჭიროებს. ალბათ ის იანვრის ბოლოს ან ზაფხულში დაგვტოვებს, როდესაც რაიმე ვარიანტს იპოვის. ის ბევრს შრომობს და მზადაა ნებისმიერ კლუბში წასასვლელად."
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
10 იანვარი 2021 21:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: The red devi11
ციტატა: bendzela
ციტატა: The red devi11
როგორ მჯეროდა დღეს ლაიფცინგის წაგება. და ვინმე თუ გამოიცნობთ რატომ?

რატომ და გუშინ ბავარიამ წააგო !!!

10და 8 ჯერ მუშაობს ეს ლოგიკა და დავაბრალოთ შემთხვევითობას :D

Interi miLani

თქნ იცი რა მომენტში მუშაობს როცა ერთ გუნდს შანსი აქვს გადაასწროს მეორეს. რომ ყოფილიყო 5 ქულა სხვაობა არ იქნებოდა მასე

ვაა კაცი რომელმაც ფეხბურთელებით მებადირებთან 6-0 წააგო ვოტფორდში დაუწინაურებიათ

ჩისკო არ ყოფილა ფარერებთან დინამოს მწვრთნელი,ჩხეტიანი იყო და მაგ მატჩის მერე გადადგა.მაგის მერე მოიყვანეს ჩისკო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top