ოლე გუნარ სოლსკიაერმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს "ლესტერთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.
ბრძოლით შეიძინეთ ძალიან კარგი ფორმა
"დიახ, ანტონიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო მატჩებში. ლიდსის წინააღმდეგ. მისი ბრძოლა და სტატისტიკა ახალ სტანდარტებს აჩენს და მე ამ თამაშშიც იგივეს ხილვა მსურს. მან იცის რას ვთხოვ მას და რა უნდა გააკეთოს. ის ყოველთვის ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელი იყო და ამ ფორმას ინარჩუებს. ალბათ, სეზონის დასაწყისში მან დაკარგა საკუთარი თავის მცირე ნდობა წითელი ბარათისა და მასზე განხორციელებული კრიტიკის გამო თუმცა ის უკეთესად და უკეთესად ითამაშებს მომავალში. ამიტომ როდესაც მეისონს, მარკუსსა და ენტონს მაქსიმალურად მაქსიმალური თამაშის გამოვლენის საშუალება ექნებათ, ისინი ნებისმიერი მეტოქისთვის ძალიან დიდი საფრთხის მომტანები იქნებიან."
რამდენად რთული იქნება ლესტერის დამარცხება ?
"დიახ, ახლა მატჩიდან მატჩამდე მცირე დასვენებით მივდივართ, მაგრამ ლესტერთან კარგი თამაშები გვქონდა, ძალიან რთული თამაშებიც კი რადგან ისინი ძალიან კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელით და მოხარული ვარ, რომ ვხედავ, როგორ თამაშობენ ბრენდან როჯერსის ხელმძღვანელობით. გასულ სეზონში, ჩემპიონატის ბოლო თამაშისთვის მათ სტადიონზე ჩასვლა და მოგება სერიოზული გამოცდა იყო ჩვენთვის, სადაც ჩვენ დიდი პატივისცემით გამოვედით. ვგრძნობდი, რომ ნამდვილად ვაკონტროლებდით თამაშს. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რადგან ახლა სეზონის სულ სხვა ნაწილია. მათ ჰყავთ სახიფათო მოთამაშეები, რომლებიც უნდა გვახსოვდეს კარგად, ასე, რომ ჩვენ დავსხდებით და ვიფიქრებთ იმაზე, თუ რომელი ჩვენი ბიჭი არის კარგ ფორმაში მათთან სათამაშოდ და ვინ არა."
გვითხარით საიდუმლო ამჟამინდელი კარფი ფორმის სენარჩუნების შესახებ
"ჩვენ სულ უფრო უკეთესები ვართ. ბიჭებმა იციან რა მინდა ჩემი გუნდისგან. ზოგიერთი თამაში გვაძლევს ძალიან განსხვავებული მუშაობის შესაძლებლობას. თამაში ლიდსთან ძალიან გახსნილი იყო და ყველა მოთამაშეს სირბილი მოუწია. ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს საჭირო შესაძლებლობები საჭიროების შემთხვევაში და ფეხბურთელებმა იციან რა უნდა აკეთონ მოედანზე როცა თამაში ასეთი გახსნილია."
რას გრძნობთ როცა პირველი ადგილის მთავარ პრეტენდენტებად მოგიხსენიებენ ?
"მანჩესტერ იუნაიტედის გარშემო ყოველთვის დიდი ხმაური იყო, თუმცა ჩვენი საქმე ახლა გუნდის უკეთესობისკენ და მატჩიდან მატჩამდე მაქსიმალური კონცენტრაციით გადავიდეთ, ეს არის ერთადერთი ფორმულა რაც ამ ეტაპზე გვევალება, რომელი ფორმულაც შეგიძლიათ გამოიყენოთ სეზონის ბოლოს კონკურენციის მისაღებად. ჩვენს შორის, საუბარი არ არის ტიტულისთვის ან პირველობის ბრძოლაზე და მსგავს რამეებზე, ჩვენ მხოლოდ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ დავიხვეწოთ ყოველდღიურად და ვსწავლობთ სხვადასხვა სიტუაციებში თამაშის მართვას. მაგალითად, ახლა ძალიან ბევრს გვიტევენ და სახიფათოები არიან ჩვენს წინაარმდეგ ამიტომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ გამოსასწორებელი ძალიან ბევრი რამე გვაქვს ეს აუცილებელია."
ფიქრობთ იმაზე, რომ უფრო ძლიერი გასვლაზე ხართ ვიდრე შინ ?
"არა, რატომ უნდა დავფიქრდე ამაზე? ყველა მატჩზე უბრალოდ ვფიქრობ, რომ მისი მოგება შეგვიძლია. სახლში თუ სტუმრად - ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ევერტონის მატჩში ტრიბუნებზე რამდენიმე გულშემატკივარი იყო და სასიამოვნო იყო ისევ სტადიონის ნამდვილი ხმის გაგონება. ახლა ისე აღარ არის, როგორც ეს ერთი წლის წინ იყო - ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ამ ეტაპზე სად ვთამაშობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მატჩების მოგებაა."
დაცვითი თამაშის გაუმჯობესების აუცილებლობას ხედავთ ?
"თუ ჩვენ მეტოქეს საშუალებას მივცემთ გააგრძელოს დომინირება ჩვენს საჯარიმოსთან მაშინ ადრე თუ გვიან ის ცუდად დასრულდება ჩვენთვის. ლესტერი არ არის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ერთ ან ორ გოლს უპირატესობა მივანიჭოთ და გავჩერდეთ, რადგან მათ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ რომლებსაც თამაშში გარდატეხის შეტანა ყოველთვის შეუძლიათ. თუ მათ საშუალებას მივცემთ ითამაშონ თავიანთი შედეგის მისაღწევად, შეიძლება მარტივად მივიღოთ ორი, სამი ან ოთხი ბურთი საკუთარ კარში. ჩვენ კვლავ თავდაჯერებულად უნდა დავიწყოთ ეს შეხვედრა, როგორც "ევერტონისა" და "ლიდსის" წინააღმდეგ იყო, ის თამაში ძალიან კარგად და თავდაჯერებულად დავიწყეთ - ბიჭებმა იციან ისიც, რომ პირველი გოლი ძალიამ მნიშვნელოვანია ნებისმიერ მატჩში." - დაასრულა ნორვეგიელმა.