თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2020, 01:25
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2323,
კომენტარები: 29
სოლსკიაერი ლესტერთან მატჩის წინ
ოლე მატჩის წინ...
სოლსკიაერი ლესტერთან მატჩის წინ
ოლე გუნარ სოლსკიაერმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს "ლესტერთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.

ბრძოლით შეიძინეთ ძალიან კარგი ფორმა

"დიახ, ანტონიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო მატჩებში. ლიდსის წინააღმდეგ. მისი ბრძოლა და სტატისტიკა ახალ სტანდარტებს აჩენს და მე ამ თამაშშიც იგივეს ხილვა მსურს. მან იცის რას ვთხოვ მას და რა უნდა გააკეთოს. ის ყოველთვის ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელი იყო და ამ ფორმას ინარჩუებს. ალბათ, სეზონის დასაწყისში მან დაკარგა საკუთარი თავის მცირე ნდობა წითელი ბარათისა და მასზე განხორციელებული კრიტიკის გამო თუმცა ის უკეთესად და უკეთესად ითამაშებს მომავალში. ამიტომ როდესაც მეისონს, მარკუსსა და ენტონს მაქსიმალურად მაქსიმალური თამაშის გამოვლენის საშუალება ექნებათ, ისინი ნებისმიერი მეტოქისთვის ძალიან დიდი საფრთხის მომტანები იქნებიან."

რამდენად რთული იქნება ლესტერის დამარცხება ?

"დიახ, ახლა მატჩიდან მატჩამდე მცირე დასვენებით მივდივართ, მაგრამ ლესტერთან კარგი თამაშები გვქონდა, ძალიან რთული თამაშებიც კი რადგან ისინი ძალიან კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელით და მოხარული ვარ, რომ ვხედავ, როგორ თამაშობენ ბრენდან როჯერსის ხელმძღვანელობით. გასულ სეზონში, ჩემპიონატის ბოლო თამაშისთვის მათ სტადიონზე ჩასვლა და მოგება სერიოზული გამოცდა იყო ჩვენთვის, სადაც ჩვენ დიდი პატივისცემით გამოვედით. ვგრძნობდი, რომ ნამდვილად ვაკონტროლებდით თამაშს. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რადგან ახლა სეზონის სულ სხვა ნაწილია. მათ ჰყავთ სახიფათო მოთამაშეები, რომლებიც უნდა გვახსოვდეს კარგად, ასე, რომ ჩვენ დავსხდებით და ვიფიქრებთ იმაზე, თუ რომელი ჩვენი ბიჭი არის კარგ ფორმაში მათთან სათამაშოდ და ვინ არა."

გვითხარით საიდუმლო ამჟამინდელი კარფი ფორმის სენარჩუნების შესახებ

"ჩვენ სულ უფრო უკეთესები ვართ. ბიჭებმა იციან რა მინდა ჩემი გუნდისგან. ზოგიერთი თამაში გვაძლევს ძალიან განსხვავებული მუშაობის შესაძლებლობას. თამაში ლიდსთან ძალიან გახსნილი იყო და ყველა მოთამაშეს სირბილი მოუწია. ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს საჭირო შესაძლებლობები საჭიროების შემთხვევაში და ფეხბურთელებმა იციან რა უნდა აკეთონ მოედანზე როცა თამაში ასეთი გახსნილია."

რას გრძნობთ როცა პირველი ადგილის მთავარ პრეტენდენტებად მოგიხსენიებენ ?

"მანჩესტერ იუნაიტედის გარშემო ყოველთვის დიდი ხმაური იყო, თუმცა ჩვენი საქმე ახლა გუნდის უკეთესობისკენ და მატჩიდან მატჩამდე მაქსიმალური კონცენტრაციით გადავიდეთ, ეს არის ერთადერთი ფორმულა რაც ამ ეტაპზე გვევალება, რომელი ფორმულაც შეგიძლიათ გამოიყენოთ სეზონის ბოლოს კონკურენციის მისაღებად. ჩვენს შორის, საუბარი არ არის ტიტულისთვის ან პირველობის ბრძოლაზე და მსგავს რამეებზე, ჩვენ მხოლოდ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ დავიხვეწოთ ყოველდღიურად და ვსწავლობთ სხვადასხვა სიტუაციებში თამაშის მართვას. მაგალითად, ახლა ძალიან ბევრს გვიტევენ და სახიფათოები არიან ჩვენს წინაარმდეგ ამიტომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ გამოსასწორებელი ძალიან ბევრი რამე გვაქვს ეს აუცილებელია."

ფიქრობთ იმაზე, რომ უფრო ძლიერი გასვლაზე ხართ ვიდრე შინ ?

"არა, რატომ უნდა დავფიქრდე ამაზე? ყველა მატჩზე უბრალოდ ვფიქრობ, რომ მისი მოგება შეგვიძლია. სახლში თუ სტუმრად - ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ევერტონის მატჩში ტრიბუნებზე რამდენიმე გულშემატკივარი იყო და სასიამოვნო იყო ისევ სტადიონის ნამდვილი ხმის გაგონება. ახლა ისე აღარ არის, როგორც ეს ერთი წლის წინ იყო - ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ამ ეტაპზე სად ვთამაშობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მატჩების მოგებაა."

დაცვითი თამაშის გაუმჯობესების აუცილებლობას ხედავთ ?

"თუ ჩვენ მეტოქეს საშუალებას მივცემთ გააგრძელოს დომინირება ჩვენს საჯარიმოსთან მაშინ ადრე თუ გვიან ის ცუდად დასრულდება ჩვენთვის. ლესტერი არ არის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ერთ ან ორ გოლს უპირატესობა მივანიჭოთ და გავჩერდეთ, რადგან მათ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ რომლებსაც თამაშში გარდატეხის შეტანა ყოველთვის შეუძლიათ. თუ მათ საშუალებას მივცემთ ითამაშონ თავიანთი შედეგის მისაღწევად, შეიძლება მარტივად მივიღოთ ორი, სამი ან ოთხი ბურთი საკუთარ კარში. ჩვენ კვლავ თავდაჯერებულად უნდა დავიწყოთ ეს შეხვედრა, როგორც "ევერტონისა" და "ლიდსის" წინააღმდეგ იყო, ის თამაში ძალიან კარგად და თავდაჯერებულად დავიწყეთ - ბიჭებმა იციან ისიც, რომ პირველი გოლი ძალიამ მნიშვნელოვანია ნებისმიერ მატჩში." - დაასრულა ნორვეგიელმა.
ინტერვიუები, მატჩის წინ, პრესკონფერენცია
29 კომენტარი
№21
ავტორი: sergi070
26 დეკემბერი 2020 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
მგონია რომ ჯერ ჯეისის გაყვანა ადრეა, კარგად ეხმარება დაცვას. მანდ რომ მარსიალი ან რაშფორდი გადაწიო ააყროლებენ ლინდელოფს. კონკრეტულად მაგ ფლანგს აწვებიან

რაშფორდს მინიმუმ ჰეთთრიკი უნდა ქონდეს უკვე
0
№22
ავტორი: Svanchester
26 დეკემბერი 2020 17:56
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
რა თქმა უნდა კავანის სკამზე ჯდომა ამ ეტაპზე არ შეიძლება, შემოვიდა და ვიგებთ კიდევაც თამაშს, ბრუნოზე საუბარი ზედმეტია
0
№23
ავტორი: sergi070
26 დეკემბერი 2020 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
ევანსი შეგზავნილი ყავთ :))))))

მშვიდად დაასრულეთ რაა
0
№24
ავტორი: ozymandias
26 დეკემბერი 2020 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
კაი რაააა ამის დედაც რა!რეშფორდს რა უნდა ბოლობოლო ვერ გავიგე!ჯეიმსი მართლა სამ თვეში ერთხელ უნდა ათამაშო და ფრედი საერთოდ სხვაგან იყო იმენა არადა მაგარი შანსი დავკარგეთ ვსიო მორჩა რა.კავანიო რომ არ იყოს წინ რა გვეშველებოდა.გასაგებაი დაღლილები ვართ მარა ამდენი პასის გაცუდება ერთმანეთში უწყინარ სიტუაციაში რა უბედურებაა?არადა მაგრად მინდოდა რა მოგება დღეს ვარდის გავარდნა დედა რო მოვ*** მართლა
0
№25
ავტორი: Manumanu123
26 დეკემბერი 2020 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
ერთი შეცდომა რაც იყო ოლესგან ჩემი აზრით ჯეიმსის დაყენება იყო კავანი თავიდანვე უნდა ყოფილიყო რაშფორდს რაც შეეხება დარჩეს ღამეს სავარჯიშო ბაზაზე ან სულშერს მაზიანზე ეთამაშოს ვარჯიშის დროს შესრულებაში როგორც ლევანა და კლოპი აკეთებდნენ ნუ რას ვიზავთ შეცდომა დავუშვოთ მაინც მთავარია არ წავაგეთ სადღაც დასრულდებოდა გასვლაზე აღებული მაქსიმალური ქულები მთავარია შემდეგი თამაშები მოიგონ
0
№26
ავტორი: sergi070
26 დეკემბერი 2020 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
რა უნდა ვთქვა. თანახმა ვიქნებოდი ფრეზე, ორჯერ ჩვენ რომ ამოგვექაჩა, მაგრამ ახლა ასეთი დასასრულით იმედგაცრუებული ვარ.... უნდა მოგვეგო!!! რაშფორდი არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, ის გოლი რაც გაიტანა მაგას ალბად მარსიალის გარდა ყველა შეაგდებდა))) ოლემ უკეთ იცის, მაგრამ მგონი ვან დე ბეკის ჩართვა ჯობდა პოგბას შემოყვანას
0
№27
ავტორი: ozymandias
26 დეკემბერი 2020 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
ისე მართლა ბოლო დროინდელ ითამაშებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი მომენტი იქმენბა რო დაატყა შორიდან იგივე ბრუნო რეში მარსიალი პოგბა რატო არ არტყამენ ხოლმე გასაგებია კომბინაციური ფეხბურთი კაია მარა როცამ ეტოქე ჩარაზავს და შენც წვალობ ტენე რა შორიდან.აი კავნიმ რო თხარა ევერტონს ეგ იყო ზუსტად კლასის ამბავი რო იცი რა რო აზრეი არ აქ ბურთაობას ხშირად და შორიდანაც უნდა სცადო.მითUმეტეს ამდენი დამრტყმელია და უბაგუნე რა
0
№28
ავტორი: RED DREAMS
26 დეკემბერი 2020 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
გამარჯობატ ყველას .ახალი ვარ და ერთშშ ვიტყვიო ესეთი დაცვით არაფერს მოიგებს ეს მწვრტნელი. ევერტონს შეაკლა გუნდი ტაისიტვის და ეხლა ქულებს გაანიავებს გირსიცაა. ფრედი არის უდონო რომელმსაც პასი არ აქვს< ტექნიკა არ აქვს და არც ტტვინი ესეთ უდონოს არსად გააჩერებდნენ. მარსიალი ვაბსჰე არაა რა სათამაშებელი დადის მოედანზე. და ბოლოს დაცვის ცენტრი არის ზერო მაგუაერის თამადობით. შოუ ცალკე უფანტაზიო კლოუნია და აGარ მაქვს ამატი ნერვები. ხოო კიდე მაკტომინეი მესიდ შერაცხეს წინა თამაშIის მერე როი კინზე მაგარიაო< სასწაული ხალხია .
0
№29
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2020 18:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არადა 2 უეჭველი გასატანი ქონდა რაშფორდს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top