თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2020, 16:06
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1919,
კომენტარები: 27
ოლე თამაშის შემდეგ
სოლსკიაერმა თამაში შეაფასა.
ოლე თამაშის შემდეგ
მეექვსე მოგებული თამაში გასვლაზე

დიახ, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ფორმა სახლის თამაშებში. რა თქმა უნდა, არსებულ ვითარებაში, როდესაც გულშემატკივრები არ არიან, სტუმრად და საშინაო თამაშები არც ისე განსხვავებულია და როგორც ჩანს, მსგავსი პირობებით ცხოვრება კიდევ მოგვიწევს. თუმცა "ტრაფორდის" მოედანი ჩვენთვის უფრო ნაცნობია, ვიდრე სხვა გუნდების სტადიონები, ასე რომ იმედია დავიწყებთ კარგი შედეგების ჩვენებას სახლში. დიდი მატჩი უნდა ჩავატაროთ "ლიდსთან", მათ მრავალი წლის განმავლობაში ველოდებით და ამისთვის მზად ვიქნებით.

ჰენდერსონის ცუდი დასაწყისი და კარგი დასასრული

გამოვიდა, როგორც ფილმის სათაური "კარგი, ცუდი, ბოროტი", ეს არის ტესტი და სასწავლო პროცესი და დინი აგრძელებს სწავლას. ის დაბრუნდა ამ სტადიონზე, დიდხანს ელოდა და ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ მან არ დაუშვა, რომ შეცდომას გავლენა მოეხდინა მის თამაშზე მატჩის ბოლომდე. ეს მეტყველებს მის ხასიათზე. როდესაც ახალგაზრდა მეკარე ხარ, შეცდომებს ვერ აარიდებ თავს, ამიტომ უნდა ისწავლო, როგორ გამოსწორდე, რაც მან გააკეთა. მან შეინარჩუნა სიმშვიდე და ამის შემდეგ ძალიან კარგად ითამაშა. ახლა მან იცის, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც ოლივერ ბურკი შეეცდება ბურთის დაბლოკვას, არ შეიძლება უყურებდე მხოლოდ ბურთს.

ფანტასტიკური ოთხეულის შეტევა

ჩვენი ბიჭების ტემპის გათვალისწინებით, მათი ტექნიკური უნარების კომპლექტი, შეხების ხარისხი და მოძრაობა - სამივე გოლი ძალიან კარგი გამოვიდა! ამიტომ ჩვენ ასეთი შემადგენლობა ავარჩიეთ, რადგან ვიცოდით, რომ "შეფილდს" სჭირდება ღია თამაში, ასე რომ ჩვენს თავდამსხმელებს ჰქონდათ სივრცე. თამაშის დაწყებამდე ვთქვი, რომ ჩვენ ფორვარდები გვჭირდება ცეცხლმოკიდებული. შედეგად მარკუსმა დუბლი შეასრულა და ენტონიმ გოლი გაიტანა - ეს შესანიშნავია! ჩვენ უბრალოდ უნდა შევინარჩუნოთ ისინი ასეთ კარგ ფორმაში, რადგან გასულ სეზონში ამ სამეულმა უამრავი გოლი გაიტანა. მათ წელს ნამდვილად არ დაუწყიათ სეზონი იდეალურად, მაგრამ ყველაფერი იმედისმომცემია.

ფიზიკური მომზადება უკეთესი იყო?

დღეს მინდოდა მოთამაშეთა ტესტირება, რადგან ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა ტესტი ფიზიკური ფიტნესისთვის - მათ მუდმივად ურტყავდნენ ფეხებში. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მატჩი, რომლისგანაც ისწავლიან ჩვენი ბიჭები. ეს ნამდვილი მატჩია, ისე, როგორც ფეხბურთი უნდა იყოს. მე ბოდიში მოვუხადე კრისს უაილდერს, შეიძლება გადავაჭარბე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ შორის მშვიდობა დამყარდა მატჩის შემდეგ.

დაძაბული დასასრული

ჩვენ მეოთხე გოლი ვერ გავიტანეთ, ასე რომ ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. მათ უპირატესობა მოიპოვეს, ჩვენ დაცვაში კარგად უნდა გვეთამაშა და მშვიდად მიგვეყვანა საქმე ბოლომდე.

FA-ს ბრალდებები კავანის მიმართ

"ვიცი, რომ ედინსონი არ აპირებდა ვინმეს შეურაცხყოფას, მან უბრალოდ უპასუხა მეგობარს. ის ახალ ქვეყანაში მოვიდა, მან შეცდომა დაუშვა უცოდინრობის გამო და ბოდიში მოიხადა. მის ქმედებებში არანაირი ბოროტება არ ყოფილა, ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ FA– სთან და იმედია ყველაფერი კარგად იქნება."

განწყობა "ლიდსთან" თამაშამდე

ჩვენ ყველა თამაშს თასის ფინალივით უნდა მოვეკიდოთ. ჩვენ ყველა მატჩი უნდა განვიხილოთ, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო თამაში. უბრალოდ მოექეცით თამაშს ისე, როგორც თქვენ გჭირდებათ და არ იფიქროთ შემდეგ მატჩზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი არ არის. კვირას დიდი თამაში გველის, თამაში, რომელშიც ყველა ჩვენი გულშემატკივარი მხოლოდ გამარჯვებას ელის ჩვენგან. ჩვენი ამოცანაა, ეს ავუხსნათ ჩვენს ბიჭებს, რადგან არ მგონია, რომ რომელიმე მათგანი იყო დაბადებული, როდესაც ჩვენ "ლიდსის" წინააღმდეგ ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მზად ვიქნებით.

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
27 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
18 დეკემბერი 2020 17:33
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
17 იანვრამდე,ანუ ლივერპულთან თამაშამდე გვექნება პასუხი იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის თუ არა,ლესტერი გვყავს მაქამდე ერთი ნოყიერი ლუკმა,არც სხვები არიან ხელწამოსაკრავი გუნდები მაგრამ იმათთან უფრო შეიძლება 3 ქულის დაგეგმვა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: DaTo_O
18 დეკემბერი 2020 18:27
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ენა იცოცხლე გადაკიდებული აქვს მხრებზე მაგრამ საქმეს ვერ ვხედავთ გაკეთებულს ისეთი საცოდაობაა ხოლმე მოედანზე მკვდარს გააცინებს საფლავში ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№3
ავტორი: ikeoni
18 დეკემბერი 2020 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
არასტაბილურს გვეძახიან ეს გამოსირებული კომენტატორები და პოტენციური მეორე ადგილოსნები ვართ 2 ქულიანი ჩამორჩენით:)) ჩელსის სიტის და ტოტენჰემს ჩემპიონობის მაძებარ გუნდებად მოიხსენიებენ :)))
0
№4
ავტორი: ბრუნო18
18 დეკემბერი 2020 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 114
პირველად ვუყურებ პრემიერ ლიგას რომელსაც გამორჩეული ფავორიტი არ ყავს,ყველა არეულ დარეულია...რაც შეეხება ჩემს გადმოსახედს იუნაიტედის მიმართ იგივე პოზიციას ვიკავებ,ოლე უნდა წავიდეს.ეს ჩემი მოსაზრებაა,უფრო სწორედ ლაიფციგის შემდეგ თავისით უნდა წასულიყო.ამდენი ხანია უკვე კლუბშია და არაფერი სასიკეთო გუნდს არ ეტყობა.ლინგარდი ჯონსი და როხო კიდევ გუნდშია.აი ვერ ვხდები რატო.მაგათ პატივს თუ ცემს ბარემ კანტონას შმეიხელს და როი კინს გადაუხადონ მაგი ხელფასი და ნახავს შიდა სამზარეულოს მოგვარებას პირველივე ვარჯიშზე.)))
0
№5
ავტორი: Takashi Fukunishi
18 დეკემბერი 2020 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
წინა წელსაც არავინ ელოდა ოთხეულში შესვლასაც კი და მესამე დადო. წელს უკეთესი სეზონიაქ გუნდს ფაქტია და ოლე ახერხებს იმას რო ფანებს გრძნობა უჩნდებათ რო გუნდი საჩემპიონო რბოლაში ერთვება. თუ ეს შეგრძნება მინიმუმ 2 თვე დაუტოვა ხალხს ესეიგი ეს კაცი შედეგს დებს. საჩემპიონო რბოლაში გუნდი არ ყოფილა ფერგის მერე წარმოიდგინეთ რას ნიშნავს ეს. იმ სეზონშიც კი როცა მაურინიო მეორეზე გავიდა ახლოსაც კი ვერ მივედით სიტისთან.
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ B E L I E V E
№6
ავტორი: levionok
18 დეკემბერი 2020 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
როცა ჩემპიონობაზე ვლაპარაკობთ მომდევნო 5 თამაშში მინიმიმ 13 ქულაა ასაღები თუ გინდა ჩემპიონობა უნდა მოუგო ამ გუნდებს თუ არა სათავეში არაფერი გესაქმება, პრემოერლიგაში არ არსებობს იოლი თამაში და მანიუსთან ორმაგი მოტივაციით არიან ჩვენ ხომ ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ვართ!
0
№7
ავტორი: men1me
18 დეკემბერი 2020 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
მომკალით და აღარ მჯერავს ამ კაცის,ელემენტარული გუნდში სიტუაცია ვერ დაალაგა,ფეხბურთელებს როცა უსწორდებათ მაშინ თამაშობენ,პოტენციურ მეორე ადგილს რაც შეეხება სხვები არიან განავალში და იმიტომ
0
№8
ავტორი: Karanadze
18 დეკემბერი 2020 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Yvelaferi mesmis magram aseti araferi gamigia eseigi chven ro meoreze vart aris sxvebis damsaxureba? Bliad saidn modis eseti azrebi bijo 7 grandi tu chajmulia da magatze kargad sheni sayvareli gundi gamoiyureba rato unda ukmayofilo? Awyobili gundebi daeca miwaze da chajmuli aqvt tan rogori mwvrtnelebi yavt da sheni chajmuli manchesteri axalbeda mwvrtnelit rom magatze kargadaa rogor unda gwyindes. Fexburtis deda******i vafshe sroki unda iyos unebartvo yurebaze

0
№9
ავტორი: ILoveUtd
18 დეკემბერი 2020 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
ეს კაცი მწვერვალებს ვერ დაიპყრობს და ვერასდროს გააკეთებს იმას რაც კლოპმა შეძლო, სანამ ეს კაცი იქნება სულ ასეთ დღეში ვიქნებით, სულ მოლოდინში იმედია დღეს მოვიგებთ იმედია არ წავაგებთ. უნდა ადეგს და ***ას რა
0
№10
ავტორი: ALEXFERGUSON
18 დეკემბერი 2020 23:35
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მოკლედ წავაგებთ და ოლეს გინება მიდის. კარგად ვითამაშებთ და ოლეს გინება მიდის ფეხბურთელებმა ითამაშეს ეგ კარგადო. კაი კომბინაციით გავა გოლი და ეგ ინდივიდუალრობის ხარჯზეო. ყველა გასვლით თამაშს იგებს ტიპი და ეგ იმიტომ,რომ სტადიონზე გულშემატკივრები არ არიანო. ცხრილის ზედა ნაწილში ვართ და ეგ იმიტომ, რომ სხვა გუნდები არიან ცუდ ფორმაშიო. დიდი ანგარიშით მოიგებენ და ეგ იმიტომ,რომ ის არის წელს ცუდ ფორმაშიო. ერთ ბურთიანი სხვაობით მოვიგებთ და ეგ რა მოგებაა შტანგები დაგვიღუნესო,ან აი იმას რო იქ გაეტანა წავაგებდითო. ცლილებას არ გააკეთებს და დაბალი დონეა აზრზე არ არის ცვლილებისო,გააკეთებს და ის კი არა,ის უნდა შემოეყვანაო! wink შეგრძნება მაქვს, რომ ეს კაცი ფეხბურთელობიდან დიდად არ გეხატებოდათ გულზე, არვიცი სხვა რა უნდა დავარქვა ზოგადად ასეთ დამოკიდებულებას. ისე 1 კვირა კაცმა ხიმკი-ნალჩიკის თამაშს უნდა გაყურებინოთ გამოკეტილ ოთახში და მერე იქნებ მაინც მოგეწონოთ ჩვენი თამაში.
5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top