დიახ, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ფორმა სახლის თამაშებში. რა თქმა უნდა, არსებულ ვითარებაში, როდესაც გულშემატკივრები არ არიან, სტუმრად და საშინაო თამაშები არც ისე განსხვავებულია და როგორც ჩანს, მსგავსი პირობებით ცხოვრება კიდევ მოგვიწევს. თუმცა "ტრაფორდის" მოედანი ჩვენთვის უფრო ნაცნობია, ვიდრე სხვა გუნდების სტადიონები, ასე რომ იმედია დავიწყებთ კარგი შედეგების ჩვენებას სახლში. დიდი მატჩი უნდა ჩავატაროთ "ლიდსთან", მათ მრავალი წლის განმავლობაში ველოდებით და ამისთვის მზად ვიქნებით.
ჰენდერსონის ცუდი დასაწყისი და კარგი დასასრული
გამოვიდა, როგორც ფილმის სათაური "კარგი, ცუდი, ბოროტი", ეს არის ტესტი და სასწავლო პროცესი და დინი აგრძელებს სწავლას. ის დაბრუნდა ამ სტადიონზე, დიდხანს ელოდა და ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ მან არ დაუშვა, რომ შეცდომას გავლენა მოეხდინა მის თამაშზე მატჩის ბოლომდე. ეს მეტყველებს მის ხასიათზე. როდესაც ახალგაზრდა მეკარე ხარ, შეცდომებს ვერ აარიდებ თავს, ამიტომ უნდა ისწავლო, როგორ გამოსწორდე, რაც მან გააკეთა. მან შეინარჩუნა სიმშვიდე და ამის შემდეგ ძალიან კარგად ითამაშა. ახლა მან იცის, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც ოლივერ ბურკი შეეცდება ბურთის დაბლოკვას, არ შეიძლება უყურებდე მხოლოდ ბურთს.
ფანტასტიკური ოთხეულის შეტევა
ჩვენი ბიჭების ტემპის გათვალისწინებით, მათი ტექნიკური უნარების კომპლექტი, შეხების ხარისხი და მოძრაობა - სამივე გოლი ძალიან კარგი გამოვიდა! ამიტომ ჩვენ ასეთი შემადგენლობა ავარჩიეთ, რადგან ვიცოდით, რომ "შეფილდს" სჭირდება ღია თამაში, ასე რომ ჩვენს თავდამსხმელებს ჰქონდათ სივრცე. თამაშის დაწყებამდე ვთქვი, რომ ჩვენ ფორვარდები გვჭირდება ცეცხლმოკიდებული. შედეგად მარკუსმა დუბლი შეასრულა და ენტონიმ გოლი გაიტანა - ეს შესანიშნავია! ჩვენ უბრალოდ უნდა შევინარჩუნოთ ისინი ასეთ კარგ ფორმაში, რადგან გასულ სეზონში ამ სამეულმა უამრავი გოლი გაიტანა. მათ წელს ნამდვილად არ დაუწყიათ სეზონი იდეალურად, მაგრამ ყველაფერი იმედისმომცემია.
ფიზიკური მომზადება უკეთესი იყო?
დღეს მინდოდა მოთამაშეთა ტესტირება, რადგან ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა ტესტი ფიზიკური ფიტნესისთვის - მათ მუდმივად ურტყავდნენ ფეხებში. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მატჩი, რომლისგანაც ისწავლიან ჩვენი ბიჭები. ეს ნამდვილი მატჩია, ისე, როგორც ფეხბურთი უნდა იყოს. მე ბოდიში მოვუხადე კრისს უაილდერს, შეიძლება გადავაჭარბე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ შორის მშვიდობა დამყარდა მატჩის შემდეგ.
დაძაბული დასასრული
ჩვენ მეოთხე გოლი ვერ გავიტანეთ, ასე რომ ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. მათ უპირატესობა მოიპოვეს, ჩვენ დაცვაში კარგად უნდა გვეთამაშა და მშვიდად მიგვეყვანა საქმე ბოლომდე.
FA-ს ბრალდებები კავანის მიმართ
"ვიცი, რომ ედინსონი არ აპირებდა ვინმეს შეურაცხყოფას, მან უბრალოდ უპასუხა მეგობარს. ის ახალ ქვეყანაში მოვიდა, მან შეცდომა დაუშვა უცოდინრობის გამო და ბოდიში მოიხადა. მის ქმედებებში არანაირი ბოროტება არ ყოფილა, ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ FA– სთან და იმედია ყველაფერი კარგად იქნება."
განწყობა "ლიდსთან" თამაშამდე
ჩვენ ყველა თამაშს თასის ფინალივით უნდა მოვეკიდოთ. ჩვენ ყველა მატჩი უნდა განვიხილოთ, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო თამაში. უბრალოდ მოექეცით თამაშს ისე, როგორც თქვენ გჭირდებათ და არ იფიქროთ შემდეგ მატჩზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი არ არის. კვირას დიდი თამაში გველის, თამაში, რომელშიც ყველა ჩვენი გულშემატკივარი მხოლოდ გამარჯვებას ელის ჩვენგან. ჩვენი ამოცანაა, ეს ავუხსნათ ჩვენს ბიჭებს, რადგან არ მგონია, რომ რომელიმე მათგანი იყო დაბადებული, როდესაც ჩვენ "ლიდსის" წინააღმდეგ ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მზად ვიქნებით.