თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2020, 00:22
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1871,
კომენტარები: 12
ოლე თამაშის წინ
არ ვაპირებ ფრეზე თამაშს ეს ჩემი სტილი არ არის.
ოლე თამაშის წინ
გუნდის სიახლეები

"დე ხეა და შოუ ჩვნთან ერთად არიან. ედინსონს და ენტონს მცირე დაზიანება აქვთ, ამიტომ ისინი გერმანიაში არ გაფრინდებიან."

მეისონ გრინვუდის შესახებ

"მეისონი ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელია, ერთ-ერთი საუკეთესო, რომელთანაც ოდესმე მიმუშავია. ის საკუთარ თავს უქმნის შანსებს და მასთან ერთად ყოველთვის აქვს გოლის გატანის შანსი. ის უკეთესი და უკეთესი გახდება, მასთან მუშაობა ძალიან საინტერესოა."

დიდი მატჩების წინ ფსიქოლოგიური მდგომარეობა

"ჩვენი მოთამაშეები მზად არიან. ესენი არიან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები და მათ აქვთ ისეთი თვისებები, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ ველოდებით ასეთ მატჩებს და არასდროს გვეშინია სირთულეების."

რამდენად მნიშვნელოვანი იყო 5-0 გამარჯვება?

"რა თქმა უნდა, ამ შედეგის უგულებელყოფა არ შეგვიძლია. ამ მატჩს სიამოვნებით ვიხსენებთ, რადგან მაშინ სწორად ვიმოქმედეთ. ჩვენ კარგად მოვემზადეთ და "ლაიფციგი" საკმარისად შევისწავლეთ."

ნდობა იზრდება ასეთ მატჩებში

"რაც უფრო უკეთესად ითამაშებს თქვენი მეტოქე თქვენს წინააღმდეგ, მით უფრო იზრდება თქვენი ნდობა. ხვალ უბრალოდ უნდა გავიდეთ და ჩვენი საქმე კარგად შევასრულოთ."

ითამაშებს თუ არა "იუნაიტედი" გამარჯვებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფრეც საკმარისი იქნება?

"თქვენ სწორად უნდა მიუდგეთ ამ მატჩს, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თქვენ არ შეგიძლიათ იჯდეთ და დაელოდოთ შეხვედრის დასრულებას 0: 0 ანგარიშით. ეს მიდგომა ჩვენს გენებში არ არის. "პსჟ-ს" წინააღმდეგ მატჩში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გამარჯვება გვსურს და ხვალეც ასე იქნება."

სტატისტიკა გასვლით თამაშებში ნდობას გინერგავთ?

"დიახ, ეს ნდობას იძლევა. ჯგუფში ვადაზე ადრე გასვლას არ ველოდით, როდესაც ვნახეთ რა მოწინააღმდეგეები შეგვხვდა. მაგრამ ეს კლუბი არასდროს ნებდება. ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ, რომ თითოეულმა ჩვენმა ოპონენტმა წინასწარ იცოდეს, რომ უკანასკნელ წამამდე ვიბრძოლებთ."

ევროპის ლიგაზე მოხვედრის პერსპექტივების შესახებ

"როგორც ჰარიმ თქვა, ამაზე არც კი ვფიქრობთ და მე შემიძლია მხოლოდ მისი სიტყვების გამეორება. ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესოების წინააღმდეგ ვითამაშოთ, რათა გაუმჯობესება დავიწყოთ. გასულ სეზონში ჩვენ ევროპა ლიგა გამოვიყენეთ და დრო მივეცით მოთამაშეებს, ვინც ნაკლებს თამაშობდა, წელს ეს შესაძლებლობა არ გვაქვს. ჩვენ უკეთესები და უკეთესები ვხდებით, მომზადება უფრო წარმატებულია, უფრო მკვეთრები ვხდებით."

http://www.manutd.ru/
მატჩის წინ
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
8 დეკემბერი 2020 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
მიდი სულშერ ხვალ უნდა მოვიგოთ ❤️
0
№2
ავტორი: shotkin
8 დეკემბერი 2020 01:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აი გაჩალიჩებულიაქვთ თვითონვე ეს მდგომარეობა, ჯერ ბასაქშეჰირთან წაგება და მერე ფრანგებთან ყველაზე ცუდ ვარიანტშიც კი ამ წამს გასულები უნდა ვყოფილიყავით)))))) იმედია გავლენ თორე ჩვენ რო ჩავრჩეთ ძაან საცოდაობა იქნება და მერე მართლა მეცოდება ოლე წარმომიდგენია რას გადაუვლიან ცალკე პრესა ცალკე გულშემატკივრები, ეგეც ცხადია რო ესენი ეპლს წელს ვერ დადებენ და რამე თასს თუ კიდე ვერ გამოკრა ხელი ინგლისში შეიძლება მართლა გააგდონ ეს კაცი ))
0
№3
ავტორი: LASHQARA
8 დეკემბერი 2020 01:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მაგარი თამაში იქნება, სერიოზული გამოცდა ელის როგორც მწვრთნელს, ასევე თითოეულ ფეხბურთელს, თუ ლაიფციგთან სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს გუნდი, არც ვიმსახურებთ გასვლას, მაგრამ მაინც ვფიქრობ ხვალ 1-2 მოვიგებთ და გავალთ შემდეგ ეტაპზე... love am
0
№4
ავტორი: Svanchester
8 დეკემბერი 2020 01:49
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
დიდად არც ვნერვიულობ რადგან ვიცი გასულები ვართ. რა თქმა უნდა ლაიფციგი და ნაგელსმანი ხელწამოსაკრავი გუნდი არ არიან, მაგრამ ის დონე არ არის იუნაიტედს ჯგუფში რომ ჩატოვებს. ოლე მიდი დაანახე ვინ არის ქილერი ბავშვის სახით.
0
№5
ავტორი: zulte waregem
8 დეკემბერი 2020 09:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
მაქსიმალური მობილიზება მართებთ ბიჭებს. ძალიან იქნებიან მოტივირებულები, მითუმეტეს სახლში აქვთ თამაში. უმაგრეს ფორმაში არიან და ყველაფერი უნდა დავდოთ. ლაიფციგმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბუნდესლიგა ერთგუნდიანი არაა
0
№6
ავტორი: Karanadze
8 დეკემბერი 2020 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Xo
ციტატა: zulte waregem
მაქსიმალური მობილიზება მართებთ ბიჭებს. ძალიან იქნებიან მოტივირებულები, მითუმეტეს სახლში აქვთ თამაში. უმაგრეს ფორმაში არიან და ყველაფერი უნდა დავდოთ. ლაიფციგმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბუნდესლიგა ერთგუნდიანი არაა

Ki daamtkica ro ertgundiani ara ornaxevriania ddd
0
№7
ავტორი: zulte waregem
8 დეკემბერი 2020 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
ციტატა: Karanadze
Xo
ციტატა: zulte waregem
მაქსიმალური მობილიზება მართებთ ბიჭებს. ძალიან იქნებიან მოტივირებულები, მითუმეტეს სახლში აქვთ თამაში. უმაგრეს ფორმაში არიან და ყველაფერი უნდა დავდოთ. ლაიფციგმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბუნდესლიგა ერთგუნდიანი არაა

Ki daamtkica ro ertgundiani ara ornaxevriania ddd


ამ გუნდმა ლამის მიუნხენში მოუგო ბაიერნს და წინა სეზონში ლიგაზე იმ ეტაპამდე მივიდა, ჩვენ რომ წლებია გვენატრება იქამდე. ასეთ გუნდთან თუ ასე იოლია თამაში საღოლ ძმაო თქვენ 3d_5
0
№8
ავტორი: ALEXFERGUSON
8 დეკემბერი 2020 11:19
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: zulte waregem
ციტატა: Karanadze
Xo
ციტატა: zulte waregem
მაქსიმალური მობილიზება მართებთ ბიჭებს. ძალიან იქნებიან მოტივირებულები, მითუმეტეს სახლში აქვთ თამაში. უმაგრეს ფორმაში არიან და ყველაფერი უნდა დავდოთ. ლაიფციგმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბუნდესლიგა ერთგუნდიანი არაა

Ki daamtkica ro ertgundiani ara ornaxevriania ddd


ამ გუნდმა ლამის მიუნხენში მოუგო ბაიერნს და წინა სეზონში ლიგაზე იმ ეტაპამდე მივიდა, ჩვენ რომ წლებია გვენატრება იქამდე. ასეთ გუნდთან თუ ასე იოლია თამაში საღოლ ძმაო თქვენ 3d_5


იოლი ასეთ ეტაპზე თამაში რუმინეთის კლუჟთანაც არ არის, ერთი თამაში უმაღლეს დონეზე ყველას შეუძლია ჩაატაროს. თუმცა, ის რო ლაიფციგს აუცილებლად აქვს მოსაგები და თავიდანვე შეგვიტევს,მაგას არუნდა ბევრი ფიქრი. აი მათი დაცვა კი ისე გამოიყურება, როგორც ბოლნისის სიონის და თან უპამეკანოს გარეშე საერთოდ. ზუსტად იმ გახსნილ ფეხბურთს თამაშობს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
0
№9
ავტორი: ILoveUtd
8 დეკემბერი 2020 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
კავანი ძაან დაგვაკლდება, იმედია მოვიგებთ.
1
№10
ავტორი: kashmara
8 დეკემბერი 2020 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
manchesters ramdenic didi kushi mices imdnjer chaudo saylapavshi yvelas ase rom dges lapcigsac igive elis mtavaria swrafi goli ar gagvtanon da ar archran danarcheni tavisit mova golebi kontrshetevaze
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top