"თუ გავიიხსენებთ თამაშს და ჩვენს მიერ შექმნილ შანსებს, იგრძნობა, რომ უფრო მეტს ვიმსახურებთ. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო დაუნდობლები და რა თქმა უნდა გამოვიყენოთ შექმნილი მომენტები. ბიჭებმა შექმნეს ძალიან კარგი მომენტები. ცოტა მეტი ხარისხი შეტევების დასრულებაში და ჩვენ დღეს ვიზეიმებდით. მაგრამ ეს არის ფეხბურთი, ყველაფერი წყდება შესრულების ხარისხით. ზოგჯერ ეს ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს, ზოგჯერ მეტოქის სასარგებლოდ და ამაღამ ეს ნამდვილად არ იყო ჩვენ სასარგებლოდ. ჩვენ არ ვიმსახურებდით დამარცხებას."
მარკინოსის გოლი
"მას ფაქტობრივად ნახევარი სანტიმეტრი აკლდა თამაშგარემდე. ჩვენ თითქმის გაგვიმართლა, მეჩვენებოდა, რომ ეს იყო თამაშგარე პოზიცია, ნებისმიერ შემთხვევაში, ლაიფციგში უნდა წავიდეთ და სასურველი შედეგი მივიღოთ."
ფრედის მეორე ბარათი
"დიახ, ეს არ იყო ყვითელი ბარათი, ჩვენ ეს ვიცით. როდესაც მსაჯი გადახედავს მომენტს, მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა. ეს აშკარა შეცდომა იყო. სირცხვილია, რადგან იქ ყველაფერი სუფთად გაკეთდა. ფრედმა ძალიან კარგად ითამაშა, ძალიან ენერგიულად. მან ბოდიშის მოსახდელად ასწია ხელი, მაგრამ როცა ბურთს სუფთად ეხები, ბოდიშის მოსახდელი არაფერია."
პირველი ყვითელი ბარათის შესახებ
"ფრედს არ უნდა დაეშვა ეს, ამის გაკეთება არ შეგიძლია, ამიტომ მას ცოტა გაუმართლა. მეგონა, რომ ან არაფერი იქნებოდა, ან წითელი ბარათი. საბოლოოდ, მსაჯმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო და ფრედს, რა თქმა უნდა გაუმართლა ამ მომენტში."
ლაიფციგთან შეხვედრის შესახებ
"გამარჯვებაა ერთადერთი მიზანი. ვფიქრობ, "პსჟ-სა" და "ლაიფციგის" მატჩებმა აჩვენა, თუ როგორ ვითარდებით. ზოგადად, ნებისმიერი გუნდი ძალიან კარგად ვითარდება ამ დონის მატჩებში. ოდნავ უკეთ რომ დაგვესურლებინა შეტევები, დღეს გავიღიმებდით."
რეშფორდის ტრავმის შესახებ
"ის ჯერ კიდევ დისკომფორტს გრძნობს მხარზე. ვნახოთ რამდენად სწრაფად გაუმჯობესდება ის. იმედი ვიქონიოთ, რომ ის მზად იქნება "ვესტ ჰემთან" სათამაშოდ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით."
რეაქცია გასახდელში
"მათ არანაირი დამატებითი მოტივატორი არ სჭირდებათ, უბრალოდ უნდა დარწმუნდნენ, რომ ჩვენ არ დავთმობთ. ეს არის ფეხბურთი! შაბათს ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს "ვესტ ჰემთან", სამშაბათს კი "ლაიფციგის წინააღმდეგ", ამიტომ მშვენიერი კვირა იქნება."