თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2020, 12:04
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1525,
კომენტარები: 16
ოლე თამაშის შემდეგ
დღეს დამარცხებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით.
ოლე თამაშის შემდეგ
მომენტების გამოუყენებლობა ქულების დაკარგვად დაგვიჯდა

"თუ გავიიხსენებთ თამაშს და ჩვენს მიერ შექმნილ შანსებს, იგრძნობა, რომ უფრო მეტს ვიმსახურებთ. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო დაუნდობლები და რა თქმა უნდა გამოვიყენოთ შექმნილი მომენტები. ბიჭებმა შექმნეს ძალიან კარგი მომენტები. ცოტა მეტი ხარისხი შეტევების დასრულებაში და ჩვენ დღეს ვიზეიმებდით. მაგრამ ეს არის ფეხბურთი, ყველაფერი წყდება შესრულების ხარისხით. ზოგჯერ ეს ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს, ზოგჯერ მეტოქის სასარგებლოდ და ამაღამ ეს ნამდვილად არ იყო ჩვენ სასარგებლოდ. ჩვენ არ ვიმსახურებდით დამარცხებას."

მარკინოსის გოლი

"მას ფაქტობრივად ნახევარი სანტიმეტრი აკლდა თამაშგარემდე. ჩვენ თითქმის გაგვიმართლა, მეჩვენებოდა, რომ ეს იყო თამაშგარე პოზიცია, ნებისმიერ შემთხვევაში, ლაიფციგში უნდა წავიდეთ და სასურველი შედეგი მივიღოთ."

ფრედის მეორე ბარათი

"დიახ, ეს არ იყო ყვითელი ბარათი, ჩვენ ეს ვიცით. როდესაც მსაჯი გადახედავს მომენტს, მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა. ეს აშკარა შეცდომა იყო. სირცხვილია, რადგან იქ ყველაფერი სუფთად გაკეთდა. ფრედმა ძალიან კარგად ითამაშა, ძალიან ენერგიულად. მან ბოდიშის მოსახდელად ასწია ხელი, მაგრამ როცა ბურთს სუფთად ეხები, ბოდიშის მოსახდელი არაფერია."

პირველი ყვითელი ბარათის შესახებ

"ფრედს არ უნდა დაეშვა ეს, ამის გაკეთება არ შეგიძლია, ამიტომ მას ცოტა გაუმართლა. მეგონა, რომ ან არაფერი იქნებოდა, ან წითელი ბარათი. საბოლოოდ, მსაჯმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო და ფრედს, რა თქმა უნდა გაუმართლა ამ მომენტში."

ლაიფციგთან შეხვედრის შესახებ

"გამარჯვებაა ერთადერთი მიზანი. ვფიქრობ, "პსჟ-სა" და "ლაიფციგის" მატჩებმა აჩვენა, თუ როგორ ვითარდებით. ზოგადად, ნებისმიერი გუნდი ძალიან კარგად ვითარდება ამ დონის მატჩებში. ოდნავ უკეთ რომ დაგვესურლებინა შეტევები, დღეს გავიღიმებდით."

რეშფორდის ტრავმის შესახებ

"ის ჯერ კიდევ დისკომფორტს გრძნობს მხარზე. ვნახოთ რამდენად სწრაფად გაუმჯობესდება ის. იმედი ვიქონიოთ, რომ ის მზად იქნება "ვესტ ჰემთან" სათამაშოდ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით."

რეაქცია გასახდელში

"მათ არანაირი დამატებითი მოტივატორი არ სჭირდებათ, უბრალოდ უნდა დარწმუნდნენ, რომ ჩვენ არ დავთმობთ. ეს არის ფეხბურთი! შაბათს ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს "ვესტ ჰემთან", სამშაბათს კი "ლაიფციგის წინააღმდეგ", ამიტომ მშვენიერი კვირა იქნება."

https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Christchurch
3 დეკემბერი 2020 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: Geo
ახლა თუ პესეჟემ ბაშაკშექირს მოუგო ხოლო მანჩესტერმა გასვლაზე წააგო ლაიპციგთან რისი დიდი შანსიც არის ნამდვილად და ჯგუფში ჩაღჩა მანჩესტერი გამოდის რომ ბაშაკშეჰირმა ჩაგვტოვა ჯგუფში. სწორედ გასვლაზე თურქეთში ბაშაკშეჰირთან წაგებული ის ერთი შეხვდერა იქნება ჩვენი ჯგუფში ჩარჩენის მთავარი მიზეზი, იმიტომ რომ დააკვირდით ყველაფერი ზუსტად ისე მიდის ჯგუფში როგორც უნდა ყოფილიყო, მანჩესტერს და პესეჟეს შორის ერთი მატჩი ჩვენ მოვიგეთ ერთიც პესეჟემ, ლაიპზიგსა და პესეჟეს შორისაც ერთი მატჩი ლაიპციგმა მოიგო ერთიც პესეჟემ, მანჩესტერსა და პიაციგს შორისაც ერთი მატჩი ჩვენ გვაქვს მოგებული და ლაიპციგმა თუ სახლში მოგვიგო ანუ ერთი თამაში ასევე იმათაც მოგებული აქვს, ანუ ჯგუფში სამმმა მთავარმა ფავორიტმა პესეჟემ ლაიფციგმა და მანჩესტერმა სამივემ ერთნაირი ქულები დააგროვეს ერთმანეთში და ყველაფერი ბაშაქშეჰირთან მატჩებზეა დამოკიდებული სადაც ლაიფციგმა ბასაკშეჰირს ორივე მოუგო გასვლაც და სახლიც, პესეჟემ თურქეთში მოუგო ბაშაკშექირს და საფრანგეთშიც რაღაც სასწაული უნდა მოხდეს რო ვერ მოუგოს პესეჟემ ამიტომაც პესეჟესაც ორივე თამაში გასვლაზეც და შინაც მოგება ექნება თურქებთან და რჩება მანჩესტერი რომელმაც სახლში კი გადახსნა ბაშაქშეჰირი მაგრამ თურქეთში გასვლაზე წააგო და ლაიფციგი პესეჟესგან განსხვავებით ორივე თამაში არ მოგვიგია თურქებისთვის შინ და გასვლაზე, ასე რომ თუ ჯგუფში ჩავრჩით სწორედ ბასაქშეჰირთან გასვლაზე ვერ მოგებული თამაში ჩაგვტოვებს და ძაან ტეხავს ეგ თამაში რი წავაგეთ მექბაბე ჯელალებთან. love angry rage 3d_2

მწარე რეალობა

0
№12
ავტორი: Giorguna89
3 დეკემბერი 2020 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
Gadavuvlit imedia laipcigis magram germaniashia tanashi ioli gaseirneba mainc ar gvelodeba

Imedia gavalt ligaze momdevno matchze ras fiqrobt
0
№13
ავტორი: shotkin
3 დეკემბერი 2020 18:29
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეხლა ვფიქრობდი და იმედია კავანის ბანს არ მისცემენ 3 მატჩიანს თორე ლაიფციგთან არ გვეყოლება და ეგ უკვე პრობლემა იქნება იმ ფონზე რო მარსიალს თუ აუდგა მარტო მაშინ იტანს და რეშფორდი კაცმა არიცის როგორ წაუვა თამაში, შედეგად რჩება ატარა ბიჭი გრინვუდი )))
0
№14
ავტორი: glory28
3 დეკემბერი 2020 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: shotkin
ეხლა ვფიქრობდი და იმედია კავანის ბანს არ მისცემენ 3 მატჩიანს თორე ლაიფციგთან არ გვეყოლება და ეგ უკვე პრობლემა იქნება იმ ფონზე რო მარსიალს თუ აუდგა მარტო მაშინ იტანს და რეშფორდი კაცმა არიცის როგორ წაუვა თამაში, შედეგად რჩება ატარა ბიჭი გრინვუდი )))

კავანის მისცეს 3 მატჩიანი უკვე
0
№15
ავტორი: Mtiulo
4 დეკემბერი 2020 08:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
მარსიალს უნდა აახვევინონ გუნდიდან.მაგისუხასიათო დედაც.იმენა მაზილლააა როჟა.
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
9 დეკემბერი 2020 01:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დავრჩით ლიგის გარეშე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top