სერ მეტ ბასბის კიდევ ერთი წარმომადგენელი გარდაიცვალა.
დღეს ცნობილი გახდა "იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველის მაურის სეტერსის გარდაცვალების შესახებ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან დამწუხრებულია მაურის სეტერსის გარდაცვალების ამბით, რომელმაც 83 წლის ასაკში დაგვტოვა. ყველანი სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და მეგობრებს ამ რთულ პერიოდში. მშვიდად განისვენე! ", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა კლუბში 194 მატჩი ჩაატარა 1960 წლის იანვარში "ვესტ ბრომიდან" გადასვლის შემდეგ და გუნდს დაეხმარა 1963 წელს FA თასის მოპოვებაში, რაც გუნდის პირველი თასია მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ.
ის 30,000 ფუნტად გადავიდა "იუნაიტედში", რადგან მეტ ბასბი ეძებდა ვილფ მაკგინესის შემცვლელს , რომელმაც ფეხი მოიტეხა. ენერგიამ და თამაშის სტილმა სეტერსი გარდამავალი პერიოდის გუნდში მთავარი მოთამაშე გახადა.
ის მეგობრობდა ბობი ჩარლტონთან და 1961 წელს სერ ბობის ქორწილში მეჯვარე იყო, სანამ კლუბის კაპიტანი გახდებოდა.
1963 წელს, როდესაც "იუნაიტედმა" მოიგო FA თასის ფინალი, სეტერსმა კაპიტნობა გადასცა ნოელ კინტველს, მაგრამ განაგრძო გუნდში მთავარი როლის შესრულება, 1963/64 წლებში სულ 46 თამაში ითამაშა, ხოლო "იუნაიტედმა" მეორე ადგილი დაიკავა ჩემპიონატში, "ლივერპულის" შემდეგ. ამასთან, ნობი სტილის მოსვლისთანავე, მის პირველ შემადგენლობაში თამაშის შესაძლებლობები შეიზღუდა და 1964 წლის ნოემბერში იგი "სტოკ სიტიში" გადავიდა.
https://www.manutd.com/en