თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2020, 21:51
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1973,
კომენტარები: 35
მაურის სეტერსი გარდაიცვალა
სერ მეტ ბასბის კიდევ ერთი წარმომადგენელი გარდაიცვალა.
მაურის სეტერსი გარდაიცვალა
დღეს ცნობილი გახდა "იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველის მაურის სეტერსის გარდაცვალების შესახებ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან დამწუხრებულია მაურის სეტერსის გარდაცვალების ამბით, რომელმაც 83 წლის ასაკში დაგვტოვა. ყველანი სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და მეგობრებს ამ რთულ პერიოდში. მშვიდად განისვენე! ", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა კლუბში 194 მატჩი ჩაატარა 1960 წლის იანვარში "ვესტ ბრომიდან" გადასვლის შემდეგ და გუნდს დაეხმარა 1963 წელს FA თასის მოპოვებაში, რაც გუნდის პირველი თასია მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ.

ის 30,000 ფუნტად გადავიდა "იუნაიტედში", რადგან მეტ ბასბი ეძებდა ვილფ მაკგინესის შემცვლელს , რომელმაც ფეხი მოიტეხა. ენერგიამ და თამაშის სტილმა სეტერსი გარდამავალი პერიოდის გუნდში მთავარი მოთამაშე გახადა.

ის მეგობრობდა ბობი ჩარლტონთან და 1961 წელს სერ ბობის ქორწილში მეჯვარე იყო, სანამ კლუბის კაპიტანი გახდებოდა.

1963 წელს, როდესაც "იუნაიტედმა" მოიგო FA თასის ფინალი, სეტერსმა კაპიტნობა გადასცა ნოელ კინტველს, მაგრამ განაგრძო გუნდში მთავარი როლის შესრულება, 1963/64 წლებში სულ 46 თამაში ითამაშა, ხოლო "იუნაიტედმა" მეორე ადგილი დაიკავა ჩემპიონატში, "ლივერპულის" შემდეგ. ამასთან, ნობი სტილის მოსვლისთანავე, მის პირველ შემადგენლობაში თამაშის შესაძლებლობები შეიზღუდა და 1964 წლის ნოემბერში იგი "სტოკ სიტიში" გადავიდა.

https://www.manutd.com/en
ახალი ამბები
35 კომენტარი
№11
ავტორი: Methadon
24 ნოემბერი 2020 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ციტატა: ikeoni
ოფიციალურად: დეკემბრიდან სტადიონზე ხალხი ბრუნდება ❤️

Ძალიან მაგარი ამბავია :)

Ისე ნიკლას ზულემ თქვა მანჩესტერში თამაში ჩემი ოცნებააო, ხოდა პოგბას ოცნება რატომ არაა ბაიერნში თამაში გავცვლიდით
0
№12
ავტორი: 100%Red
24 ნოემბერი 2020 19:06
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
დღეს უდნა მოვიგოთ უეჭ

პს ვანდერსარზე აფუთფუთდა ჭორები ბოლოდროს, ვნახოთ იმედია გუდნში იქნება რეორგანიზაცია რომელიც მარტო ფეხბურთელებს არ შეეხება, ასისტენტები და ჭკვიანი ხალხია საჭირო გუნდში წავიდა ის დრო 1 კაცი რო აკეთებდა ყველაფერს.
ეჰ ფერგი შერაგითხარი love
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
24 ნოემბერი 2020 21:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ერთი კვირაა ვერ შემოვედი ხო ხართ ჯანმრთელად ყველა?დღეს ეს უნდა იკითხო მარტო კაცმა.
უმნიშვნელოვანესი 3ქულა ავიღეთ ეპლში ნუ ხარისხი ხო მარა მთავარია არ ჩავაგდეთ თამაში.აი დღეს უეჭველი უნდა მოვიგოთ და იმედია ასეც იქნება.აბა მომელოცოს დღეს მორიგი 3 ქულა
0
№14
ავტორი: 100%Red
24 ნოემბერი 2020 22:53
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
მემგონი 4 3 3 ით გავალთ

დე ხეა
ბისაკა მაგუაიერი ლინდელოფი ტელეში
--------------------ფრედი
------------ბრუნო----------ბეეკი
რეში-------------------------------------- მარსიალი
---------------------კავანი

ვნახოთ უშუალოდ თამაშისას როგორ განლაგდებიან, იმედია გაამართლებს შერჩეული გუნდი
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
24 ნოემბერი 2020 23:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დღეს უეჭველი მოსაგები თამაშია
0
№16
ავტორი: ikeoni
24 ნოემბერი 2020 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
რა მაგარი შემადგენლობაააა❤️
0
№17
ავტორი: 100%Red
24 ნოემბერი 2020 23:24
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აუ სილქი არ აჩვენებს
მუშა ლინკი არ მოგეძევებათ ხახო?
0
№18
ავტორი: Smoke - N
24 ნოემბერი 2020 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
დადეთ გთხოვთ ლინკი რომ ვუყუროთ ჩვენც წინასწარ გიხდით დიდ მადლობას
0
№19
ავტორი: zauri7
24 ნოემბერი 2020 23:53
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 125
ციტატა: Smoke - N
დადეთ გთხოვთ ლინკი რომ ვუყუროთ ჩვენც წინასწარ გიხდით დიდ მადლობას


http://goooool.org/online/996444_manchester_utd_istanbul_bb.html
0
№20
ავტორი: Chesterman
24 ნოემბერი 2020 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ბიჭოოო რაა ტენააააა :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top