თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2020, 11:18
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 1660,
კომენტარები: 18
პოჩეტინო შემოთავაზებას ელოდება
პოჩეტინო დარწმუნებულია რომ სამსახურს სულ მალე შესთავაზებენ...
პოჩეტინო შემოთავაზებას ელოდება
ტოტენჰემის ყოფილმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ მას კვლავ აქცს სურვილი მწვრთნელის რანგში რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს.

პოჩეტინოს სამუშაო არ ჰქონია 2019 წლის ნოემბრიდან, როდესაც იგი ტოტენჰემიდან გაათავისუფლეს ნახევარი სეზონის შემდეგ.

არგენტინელის დანიშვნას უცხოური გამოცემები უკავშირებდა ბარსელონაში ან მადრიდის რეალში, თუმცა პრესა კიდევ უფრო დაჟინებით წერს იმას რომ იგი მანჩესტერ იუნაიტედისგან ელოდება წინადადებას რომელსაც პრემიერ ლიგის ამ სეზონში არც ერთი საშინაო მატჩი არ მოუგია და ახლა ის ცხრილში მე -15 ადგილზე იმყოფება.

48 წლის სპეციალისტი, რა თქმა უნდა, მზად არის განიხილოს წინადადება და მოუთმენლად ელოდება სატელეფონო ზარსა და სამწვრთნელო სამუშაოს დაწყებას "იუნაიტედში".

"შეხედეთ ჩემს თმას - სულ უფრო გრძელი და გრძელი ხდება! იმედი მაქვს, რომ შევიჭრი, როგორც კი კვლავ დავიწყებ კლუბში მუშაობას."

"მოუთმენლად ველოდები თამაშში დაბრუნებას რადგან მიყვარს ფეხბურთი. მე და ჩემი თანაშემწეები არ ვზივართ უმოქმედოდ, ჩცენ ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ არის იგივე სამუშაო, როგორიც ყოველ დილით ადრე ადგომა და კლუბში წასვლაა. მინდა დავიწყო ახლგზარდა ნიჭიერ ფეხბურთელებთან მუშაობა კლუბში. ეს არის ჩემი სირვილი და რეალობა. "

"მე მიყვარს ფეხბურთი. ეს არის ჩემი გატაცება და არა ჩემი სამუშაო. ფეხბურთში მუშაობა, გუნდის მომზადება და კონკურენტებთან კონკურენციის გაწევა სტრესული ნამდვილად არ არის რადგან ეს მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამიტომ მოუთმენლად ველოდები დაბრუნებას"
, - განაცხადა პოჩეტინომ Sky Sports - თან ინტერვიუში რონელიც ორშაბათს საღამოს გააკეთა.
ახალი ამბები, ჭორები, სხვა
18 კომენტარი
№1
ავტორი: Irakli_Kandelaki
3 ნოემბერი 2020 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
პოგბა თუ არ იქნა თავიდან მოცილებული ნებისმიერ მწვრთნელს ჩაძირავს.
ახალი წევრი ვარ და ყველას მოგესალმებით. bully
3
№2
ავტორი: bmw500
3 ნოემბერი 2020 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
ეს არუნდა რა ტიტული არკვს კაცს მოგებული ,, ალეგრი მოიკვანონ ჯობია
1
№3
ავტორი: The Special One
3 ნოემბერი 2020 12:13
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: bmw500
ეს არუნდა რა ტიტული არკვს კაცს მოგებული ,, ალეგრი მოიკვანონ ჯობია


დაცვის თამაში თუ გვინდოდა ჟოზე გვყავდა,პრესკონფერენციაზე მაინც გაგართობდა :) რაის ალეგრი თუ ძმა ხარ
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: DaTo_O
3 ნოემბერი 2020 12:31
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ციტატა: The Special One
ციტატა: bmw500
ეს არუნდა რა ტიტული არკვს კაცს მოგებული ,, ალეგრი მოიკვანონ ჯობია


დაცვის თამაში თუ გვინდოდა ჟოზე გვყავდა,პრესკონფერენციაზე მაინც გაგართობდა :) რაის ალეგრი თუ ძმა ხარ

ალეგრი პიროვნულადაც ფარჩაკი ტიპია მწვრთნელზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, ეგ კი არა ვინგერზე რატო არ ჩალიჩობენ მიკვირს ძალიან 1 სეზონი მოეყვანათ მაგრად მოხოდავდა სასტავს მე ახლაც დავნიშნავდი სეზონის ბოლომდე ვინგერს და მერე გამოჩნდებოდა ვინმე სეზონის ბოლოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№5
ავტორი: manubro
3 ნოემბერი 2020 12:33
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ციტატა: DaTo_O
ციტატა: The Special One
ციტატა: bmw500
ეს არუნდა რა ტიტული არკვს კაცს მოგებული ,, ალეგრი მოიკვანონ ჯობია


დაცვის თამაში თუ გვინდოდა ჟოზე გვყავდა,პრესკონფერენციაზე მაინც გაგართობდა :) რაის ალეგრი თუ ძმა ხარ

ალეგრი პიროვნულადაც ფარჩაკი ტიპია მწვრთნელზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, ეგ კი არა ვინგერზე რატო არ ჩალიჩობენ მიკვირს ძალიან 1 სეზონი მოეყვანათ მაგრად მოხოდავდა სასტავს მე ახლაც დავნიშნავდი სეზონის ბოლომდე ვინგერს და მერე გამოჩნდებოდა ვინმე სეზონის ბოლოს



რა ალეგრი დააფარეს დედის ცენზურა მოედნიდან (პაულოზეა საუბარი) ... ეგ არაა მწვრთნელი ეგ არის პიტალო სუფთა არანაირი პიროვნება არ გააჩნია, ჟოზე მაგასთან შედარებით უდიდესი პიროვნებაა.

არც პოჩეტინოს მომხრე არ ვარ არანაირად, შემიძლია ვთქვა რომ სრულიად ვარსკვლავური შემადგენლობით ვერაფერი ვერ გააკეთა.

დღეს დღეისობით მანჩესტერის ფილოსოფიას ვინც დააკვდება გასპერინი იქნება ჩემი აზრით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№6
ავტორი: zulte waregem
3 ნოემბერი 2020 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
პოჩე love love უსამართლოდ გაშვებული კაცი. უსამართლობაა ამდენი ხქნი უმუშევრად რომაა უნდა მოვიდეს აბარა
0
№7
ავტორი: Lalana
3 ნოემბერი 2020 12:56
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
კარგი მწვრთნელია,მაგრამ დიდად ნამდვილად არ მინდა ამ გუნდში მისი ხილვა.ნამდვილად კარგი იყო ტოტენჰემში,კარგი გუნდიც ააშენა,მაგრამ ბოლოს მაინც რაღაც აკლდებოდა თუნდაც რაიმე პატარა ტიტულის მოსაპოვებლად.ერთი დიდი დამსახურება ნამდვილად აქვს,ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა,მაგრამ არც ეს კაცი ათამაშებდა თავის გუნდს დიდად შემტევით სტილს,რომლის თამაშის სტილვის ხილვაც აღგაფრთოვანებდა.ისე კი 2023 წლამდე აქვს ტოტენჰემთან კონტრაქტი და თუ რომელიმე გუნდს მოუნდება ამის წაყვანა საკმაოდ კარგი თანხის გადახდაც მოუწევთ

და თუ ოლე გაუშვეს დარწმუნებული ვარ მაგ შემთხვევაში პირველი კანდიდატურა ეს იქნება,ან ალეგრი.ესენი მაინც მაინც ვერ მოიფიქრებენ უკეთესი კანდიდატურის მოყვანას
0
№8
ავტორი: kaja
3 ნოემბერი 2020 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
არ მგონია რო ამის მოსვლამ მანჩესტერს ტიტულები მოუტანოს, სავარაუდოდ დევიდ მოიესი მოუვა ამასაც... მანჩესტერს სულით ჩემპიონი მწვრთნელი ჭირდება და არა პოჩეტინო... ამას მირჩევნია ოლე დარჩეს და იმედია იმდენს ისწვლის რო დააბრუნებს კლუბს თავის ადგილზე.
0
№9
ავტორი: Markus18
3 ნოემბერი 2020 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
დაიჯერეთ რომ ეს წარუმატებლობა გადატვირთულობის ბრალია.. ხვალ მოიგებს სტამბულში მანიუ. მერე ევერტონსაც შეუსრულებს 3:0-ს და მიხედავს პრემიერლიგას.. ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარით მიდის პრემიერ ლიგაში ხო იცთ :))
0
№10
ავტორი: ikeoni
3 ნოემბერი 2020 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11439
ვნახოთ ვნახოთ რა იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top