ტოტენჰემის ყოფილმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ მას კვლავ აქცს სურვილი მწვრთნელის რანგში რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს.
პოჩეტინოს სამუშაო არ ჰქონია 2019 წლის ნოემბრიდან, როდესაც იგი ტოტენჰემიდან გაათავისუფლეს ნახევარი სეზონის შემდეგ.
არგენტინელის დანიშვნას უცხოური გამოცემები უკავშირებდა ბარსელონაში ან მადრიდის რეალში, თუმცა პრესა კიდევ უფრო დაჟინებით წერს იმას რომ იგი მანჩესტერ იუნაიტედისგან ელოდება წინადადებას რომელსაც პრემიერ ლიგის ამ სეზონში არც ერთი საშინაო მატჩი არ მოუგია და ახლა ის ცხრილში მე -15 ადგილზე იმყოფება.
48 წლის სპეციალისტი, რა თქმა უნდა, მზად არის განიხილოს წინადადება და მოუთმენლად ელოდება სატელეფონო ზარსა და სამწვრთნელო სამუშაოს დაწყებას "იუნაიტედში".
"შეხედეთ ჩემს თმას - სულ უფრო გრძელი და გრძელი ხდება! იმედი მაქვს, რომ შევიჭრი, როგორც კი კვლავ დავიწყებ კლუბში მუშაობას."
"მოუთმენლად ველოდები თამაშში დაბრუნებას რადგან მიყვარს ფეხბურთი. მე და ჩემი თანაშემწეები არ ვზივართ უმოქმედოდ, ჩცენ ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ არის იგივე სამუშაო, როგორიც ყოველ დილით ადრე ადგომა და კლუბში წასვლაა. მინდა დავიწყო ახლგზარდა ნიჭიერ ფეხბურთელებთან მუშაობა კლუბში. ეს არის ჩემი სირვილი და რეალობა. "
"მე მიყვარს ფეხბურთი. ეს არის ჩემი გატაცება და არა ჩემი სამუშაო. ფეხბურთში მუშაობა, გუნდის მომზადება და კონკურენტებთან კონკურენციის გაწევა სტრესული ნამდვილად არ არის რადგან ეს მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამიტომ მოუთმენლად ველოდები დაბრუნებას", - განაცხადა პოჩეტინომ Sky Sports - თან ინტერვიუში რონელიც ორშაბათს საღამოს გააკეთა.