თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2013, 13:11
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2804,
კომენტარები: 18
ფერგიუსონი მანჩინის განცხადებას გამოეხმაურა
ფერგიუსონი: “იღბლიანი თავად მანჩინია, რადგან მისი გუნდი მხოლოდ 12 ქულით ჩამოგვრჩება."
ფერგიუსონი მანჩინის განცხადებას გამოეხმაურა
სერ ალექს ფერგიუსონი „ნორვიჩთან“ გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რობერტო მანჩინის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც იტალიელი სპეციალისტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმატების მიზეზად იღბალი დაასახელა. რობერტომ წინა კვირაში განაცხადა, რომ „იუნაიტედის“ ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მოპოვებული გამარჯვებები მხოლოდ და მხოლოდ იღბალის ფაქტორითაა განპირობებული. ფერგიუსონმა მისი ეს სიტყვები შეუფასებლად არ დატოვა და საპასუხო კომენტარში თანაქალაქელ მწვრთნელს განუმარტა, რომ იღბლიანი „მანჩესტერ სიტია“, რადგან ისინი მხოლოდ 12 ქულით ჩამორჩებიან „იუნაიტედს“.
“იღბლიანი თავად მანჩინია, რადგან მისი გუნდი მხოლოდ 12 ქულით ჩამოგვრჩება. „იუნაიტედის“ ბოლო წუთზე გატანილი გოლები იღბალი არ არის. ჩვენ ამას უკვე 25 წელია ვაკეთებთ, ეს საშინელი ჩვევაა.“ - განაცხადა სერ ალექსმა.
გასულ წელს, ფერგიუსონმა ჰარვარდის უნივერსიტეტში სტუმრობისას ჩატარებულ ლექციებზე აღნიშნა, რომ ზოგიერთი კლუბის სავარჯიშო პროცესში, მატჩის მიწურულს გოლის გატანის სწავლებაც შედის.
პრესკონფერენციაზე მან ეს სიტყვები არ გაიმეორა, მაგრამ განმარტა, რომ „იუნაიტედის“ ამ „საშინელი ჩვევას“ შემთხვევითობა არ უნდა ვუწოდოთ. “მატჩის მიწურულს გატანილი გოლები შემთხვევითი არ არის. ტრებლის მოსაპოვებლად, ჩვენ ამას ვაკეთებდით 1999 წელს - თითქმის ყველა ეტაპზე ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით ვიგებდით. ამჯერადაც, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ამ გუნდს გამარჯვება ყოველ მატჩში სწყურია.“
ფერგიუსონმა „იუნაიტედის“ 1999 წლის და დღევანდელი მდგომარეობა ერთმანეთს შეადარა, სადაც მსგავსება „ქამბექებით“ მოპოვებული გამარჯვებების გარდა, ჩემპიონატების სირთულეში აღმოაჩინა.
“მსგავსებები 1999 წლის სეზონთან არის ის, რომ ინგლისის თასი რთული გამოდგა, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფში ჩვენ „ბარსელონასთან“ და „ბაიერნთან“ ერთად მოვხვდით, 1/4 ფინალში „ინტერს“ შევხვდით, ნახევარფინალში კი „იუვენტუსს“. წელს უკვე „რეალთან“ გვიწევს დაპირისპირება. ინგლისის თასზეც, უმეტეს შემთხვევაში, პრემიერ ლიგის ტოპ კლუბებთან ვთამაშობდით.“ - დაასრულა ფერგიუსონმა.

წყარო: independent.co.uk
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
2 მარტი 2013 13:17
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
“იღბლიანი თავად მანჩინია, რადგან მისი გუნდი მხოლოდ 12 ქულით ჩამოგვრჩება.

biggrin2 troll საღოლ ბაბუუუ :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: Jubo
2 მარტი 2013 13:20
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ჰაჰაჰ ფერგი wink საშინელი კი არა ძალიან მაგარი ჩვევაა, მატჩიც უფრო სანახაობრივი ხდება და მოწინაააღმდეგე გუნდის ფანებიც უფრო იბოღმებიან :დ რამდენი მსგავსება ყოფილა 1999-თან, რაიმეზე ხო არ მიუთითებს? megustamucho
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: love united
2 მარტი 2013 13:30
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ბაბუ ყოველთვის მაგარ პასუხებს სცემს ამ უბედურს... wink
0
№4
ავტორი: UTD-Rule
2 მარტი 2013 13:35
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
“იღბლიანი თავად მანჩინია, რადგან მისი გუნდი მხოლოდ 12 ქულით ჩამოგვრჩება."

ჩემიიი ahahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: VaRdo
2 მარტი 2013 13:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
შენ გენაცვალე ფერგი love ამ კაცს სიტყვა პასუხსში ვინ აჯობებს? ahahaha

ისე კიდე ერთი საინტეერესო ფქტი 196(3) 7(3) 8(3) და რომელი წელიც 3_ზე მტავრდება ყოველტვის იტალიური გუნდი არის ფინალში wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Mike
2 მარტი 2013 13:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ბაბუუუუუუუუუუულლიიიიკკკ love love
0
№7
ავტორი: always ReD
2 მარტი 2013 13:55
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ბაბუ am
0
№8
ავტორი: gigapersie
2 მარტი 2013 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 169
საღოოლ ფერგიი love
0
№9
ავტორი: Rooney
2 მარტი 2013 14:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
რეალთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა წავა : )
0
№10
ავტორი: finke
2 მარტი 2013 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
fergi mama xar ra igbliani :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top