თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2013, 13:11
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2805,
კომენტარები: 18
ფერგიუსონი მანჩინის განცხადებას გამოეხმაურა
ფერგიუსონი: “იღბლიანი თავად მანჩინია, რადგან მისი გუნდი მხოლოდ 12 ქულით ჩამოგვრჩება."
ფერგიუსონი მანჩინის განცხადებას გამოეხმაურა
სერ ალექს ფერგიუსონი „ნორვიჩთან“ გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რობერტო მანჩინის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც იტალიელი სპეციალისტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმატების მიზეზად იღბალი დაასახელა. რობერტომ წინა კვირაში განაცხადა, რომ „იუნაიტედის“ ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მოპოვებული გამარჯვებები მხოლოდ და მხოლოდ იღბალის ფაქტორითაა განპირობებული. ფერგიუსონმა მისი ეს სიტყვები შეუფასებლად არ დატოვა და საპასუხო კომენტარში თანაქალაქელ მწვრთნელს განუმარტა, რომ იღბლიანი „მანჩესტერ სიტია“, რადგან ისინი მხოლოდ 12 ქულით ჩამორჩებიან „იუნაიტედს“.
“იღბლიანი თავად მანჩინია, რადგან მისი გუნდი მხოლოდ 12 ქულით ჩამოგვრჩება. „იუნაიტედის“ ბოლო წუთზე გატანილი გოლები იღბალი არ არის. ჩვენ ამას უკვე 25 წელია ვაკეთებთ, ეს საშინელი ჩვევაა.“ - განაცხადა სერ ალექსმა.
გასულ წელს, ფერგიუსონმა ჰარვარდის უნივერსიტეტში სტუმრობისას ჩატარებულ ლექციებზე აღნიშნა, რომ ზოგიერთი კლუბის სავარჯიშო პროცესში, მატჩის მიწურულს გოლის გატანის სწავლებაც შედის.
პრესკონფერენციაზე მან ეს სიტყვები არ გაიმეორა, მაგრამ განმარტა, რომ „იუნაიტედის“ ამ „საშინელი ჩვევას“ შემთხვევითობა არ უნდა ვუწოდოთ. “მატჩის მიწურულს გატანილი გოლები შემთხვევითი არ არის. ტრებლის მოსაპოვებლად, ჩვენ ამას ვაკეთებდით 1999 წელს - თითქმის ყველა ეტაპზე ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით ვიგებდით. ამჯერადაც, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ამ გუნდს გამარჯვება ყოველ მატჩში სწყურია.“
ფერგიუსონმა „იუნაიტედის“ 1999 წლის და დღევანდელი მდგომარეობა ერთმანეთს შეადარა, სადაც მსგავსება „ქამბექებით“ მოპოვებული გამარჯვებების გარდა, ჩემპიონატების სირთულეში აღმოაჩინა.
“მსგავსებები 1999 წლის სეზონთან არის ის, რომ ინგლისის თასი რთული გამოდგა, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფში ჩვენ „ბარსელონასთან“ და „ბაიერნთან“ ერთად მოვხვდით, 1/4 ფინალში „ინტერს“ შევხვდით, ნახევარფინალში კი „იუვენტუსს“. წელს უკვე „რეალთან“ გვიწევს დაპირისპირება. ინგლისის თასზეც, უმეტეს შემთხვევაში, პრემიერ ლიგის ტოპ კლუბებთან ვთამაშობდით.“ - დაასრულა ფერგიუსონმა.

წყარო: independent.co.uk
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Shako Jones
2 მარტი 2013 14:07
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ამას ეგრე ხოარ დატოვებდა
0
№12
ავტორი: buka oboladze
2 მარტი 2013 14:41
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ჰაჰა მაგარი კაცია ბაბუ
0
№13
ავტორი: TrueRed
2 მარტი 2013 14:59
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Magari kacia babu sityva pasuxi ar eshleba
0
№14
ავტორი: ლადო
2 მარტი 2013 15:20
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ჰაჰაჰაჰა რა მიასვა ბაბუმმ
0
№15
ავტორი: TatyMufc
2 მარტი 2013 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ფერგიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Always a RED!
№16
ავტორი: don_vini
2 მარტი 2013 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
შეეშლება რამე თუ :D:D:D:D: მანჩინი ბაბუს როგორ ეჯიბრება არ ცხვენიაა?:D:D:D:D:D ასეთები ამ 25 წლის მანძილზე 1000 ყავს გამოცვლილი და გაწარებულიი ფერგის.და რაც შეეხება ჩვენ ბოლო წუთზე გატანილ გოლებს,არავის ცენზურას საქმე არაა როდის გავიტანთ გოლებს,1 თუ 90 წუთზე:D:D:D:D:D:D:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№17
ავტორი: DimaSanaia
2 მარტი 2013 21:29
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ბაბუ საღოლ რაა :D იმენა ენა წყლიანია :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№18
ავტორი: m-an-united
2 მარტი 2013 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
fergii:))))))))))))<3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top