თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2020, 11:05
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2288,
კომენტარები: 11
ოლე გუნარ სოლსკიაერი თამაშის შემდეგ
კითხვები და პასუხები.
ოლე გუნარ სოლსკიაერი თამაშის შემდეგ
პარალელები პარიზში ჩატარებულ ბოლო თამაშთან

ეს, რა თქმა უნდა, სხვა გრძნობაა. ეს ტურნირის საწყისი ეტაპია, მაგრამ ჩვენ დიდ გუნდს ვძლიეთ. ბოლოს პლეი-ოფის ეტაპი იყო და ჩვენ ნამდვილი ეიფორია ვიგრძენით, მაგრამ ახლა გულშემატკივრები აღარ არიან და საწმუხაროდ მათთან ერთად ვერ ავღნიშნეთ ეს წარმატება. უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს - ისინი იყვნენ კონცენტრირებულნი თავიანთ საქმეზე და მიაღწიეს იმას, რაც ჩვენ გვინდოდა. ვფიქრობ, ისინი სრულად იმსახურებენ ამ გამარჯვებას.

გუნდი შეიცვალა სანაკრებო შესვენების შემდეგ

ამ ბიჭებს შეუძლიათ სიამოვნებისთვის ფეხბურთის თამაში. მათი დამოკიდებულება, შესრულებული სამუშაოს დონე ... თქვენ იცით, რომ გუნდს აქვს შესანიშნავი ატმოსფერო მას შემდეგ, რაც ყველანი დაბრუნდნენ სანაკრებო შესვენებიდან, ამიტომ ყველაფერი შესანიშნავია. მე უბრალოდ ბედნიერი ვარ. თამაშის მეთოდიდან გამომდინარე, ვიცით, რომ ყოველთვის შევქმნით გარკვეულ რაოდენობის შანსებს და რა თქმა უნდა, უნდა შევხედოთ მეტოქეს და იმას, თუ როგორ გვინდა თამაში. დღეს ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა.

აქსელი და ალექსი

დიდი სიამოვნებაა აქსელის თამაშის ყურება. თუ არ ვცდები, ბოლოს მან კოლჩესტერის წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ დღეს მან შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა! მან მხოლოდ ორი კვირა ივარჯიშა, მაგრამ დღეს ის საუკეთესო იყო. აქსელი შესანიშნავი დამცველი და დაბადებული ლიდერია. მან ჩვენი აკადემია გაიარა და ჩვენ ვიცოდით, რომ მას შეეძლო მაღალი დონის მოთამაშე გამხდარიყო. მას აქვს ხასიათი და თამაშის მიმართ სწორი დამოკიდებულება - ეს უნდა ჰქონდეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს. თქვენ ასევე მოწმე ხართ ალექს ტელეშის შესანიშნავი დებიუტისა და ნახეთ, რას მოუტანს ის ჩვენს გუნდს. ის უბრალოდ მშვენივრად აწვდის ბურთს.

გუნდური თამაშის შესახებ

სკოტმა და ფრედმა შესანიშნავად ითამაშეს ნახევარდაცვაში ... ჩემთვის რთულია კონკრეტული მოთამაშეების გამოყოფა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და თითოეულმა ითამაშა თავისი როლი.

მბაპესთან დაპირისპირების შესახებ

როდესაც მიდიხარ გზაზე, რომ ეთამაშოთ ასეთ კლუბს და ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელებს, როგორებიცაა ნეიმარი და მბაპე, გესმით, რომ დაცვაში ძალიან კარგად უნდა იმუშაოთ, ხოლო დევიდს რამდენიმე სეივის გაკეთება მოუწევს. გესმით, რომ ზოგჯერ მოგიწევთ რბოლა მბაპესთან, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ აქსელი შესანიშნავი მცველია. ეს არის მისი პირველი თამაში დაახლოებით 10 თვის შემდეგ, მაგრამ ეს მხოლოდ მის, როგორც ფეხბურთელის ხარისხზე მეტყველებს.

ორი პენალტი ბრუნოსთვის

ისე, ორი ზედიზედ გაცდენის შემდეგ, ყველაფერი გამოსწორდა [იცინის]. რა თქმა უნდა, ბრუნო არ შეწყვეტს საჯარიმო დარტყმეის შესრულებას, მას სურს 11 მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმის გაგრძელება. ამას კონცენტრაცია, კონცენტრაცია და ხასიათი სჭირდება და ბრუნომ ეს ყველაფერი მეორე ცდაზე გატანით აჩვენა.

შესანიშნავი დასაწყისი ჯგუფურ ეტაპზე

ვიცით, რომ ჯგუფიდან გასასვლელად, ალბათ 10 ქულა დაგვჭირდება. ახლა ჩვენ 3 გვაქვს, ამიტომ "ლაიფციგთან" მატჩი შემდეგ კვირას ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. ჩვენთვის ეს თამაში არის ქულების აღების კარგი შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ახლა მხოლოდ სეზონის დასაწყისია და თქვენ ნახეთ, რომ ყველა გუნდს ჭირდება დრო ფორმაში შესვლელად, ვინც ევრო-ტურნირებზე გამოდიოდა. ახლა ნამდვილად უკეთესად ვთამაშობთ, ვიდრე პირველ მატჩებში.

რაშფორდის გადამწყვეტი გოლი

მე ვფიქრობ, რომ საკმარისი შანსები შევქმენით და შეგვეძლო უფრო მეტი გოლის გატანა და მომენტი, რის შემდეგაც მარკუსმა გაიტანა, ყველაზე დახვეწილი იყო. ეს იყო შესანიშნავი დარტყმა და რათქმაუნდა მას ახსოვს როგორ უნდა გაიტანოს გამარჯვების გოლები.

გამარჯვება თავდაჯრებულობას შექმნის

დიახ, რა თქმა უნდა, ეს თავდაჯერებულობას მოგვცემს. ფეხბურთი ბევრ რამეზეა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ არის შენი ტვინი მოწყობილი. დიახ, შეიძლება გქონდეს ნიჭი, ფიზიკური ფორმა, ტექნიკა, მაგრამ ეს დამოკიდებულებაა, რომელიც ყველაფერს წყვეტს. თუ თქვენი თავი სწორად არის მოწყობილი და მთლიანად კონცენტრირებული ხართ თქვენს სამუშაოზე, მაშინ მიიღებთ ისეთ მატჩებს, როგორც დღეს.

https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
21 ოქტომბერი 2020 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Faizags bazrobs olega!
0
№2
ავტორი: abrama
21 ოქტომბერი 2020 11:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
შეიძლება სისულელეს ვამბობ მაგრამ მგონი სჯობს შოუ ცენტრში გადავწიოთ და ტელეში ფლანგზე. რამდენჯერმე ავღნიშნე გუშინ რომ ტელეშის ყველა ჩაწოდებული იყო ძალიან კარგი. და ნამდვილად ძალიან კარგი უნარები აქვს რაც ფლანგის მცველს სჭირდება (პორტუში სტატისტიკაც მოწმობს ამას) ხოდა შოუ ამ ბოლო დროს კარგ ფორმაშია და მაგის ამოვარდნა არ იქნება სწორი და ცენტრში კიდევ რამდენჯერაც ითამაშა სულ მომეწონა შოუ, თუნდაც გუშინ რა კარგად ითამაშა.
რავიცი რავიციი...
1
№3
ავტორი: giorgisamnidze99
21 ოქტომბერი 2020 11:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ღირსეული მოგება იყო საღოლ ბიჭებს და ოლეს სწორ მონახაზს ცუდია მანჩესტერის ბალეშიკი რო ვამბობ ამას მარა ტოტენჰემთან წაგების შემდედ გუნდი სხვა გახდა უფრო ძლიერი და სხარტი კარგია ესე გავაგრძელოთ წინ ჩელსია.. კავანი იქნება მგონი . Სამი ქულა გვინდა
0
№4
ავტორი: ikeoni
21 ოქტომბერი 2020 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მალადეც ოლეს და ბიჭებს საოცარი თამაში ჩაატარეს ❤️ ტელეში მართლა რა მაგრად აწვდის :))❤️
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
21 ოქტომბერი 2020 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ისე მარსიალს მბაპეში არ გაგვიცლიან .. რაშფორდი და მბაპე უფრო შეეწყობიან ერთმანეთს
1
№6
ავტორი: sandroo
21 ოქტომბერი 2020 12:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: giorgisamnidze99
ისე მარსიალს მბაპეში არ გაგვიცლიან .. რაშფორდი და მბაპე უფრო შეეწყობიან ერთმანეთს

მბაპეში არა ნეიმარსაც დაგიმატებენ კიდე :დდ
0
№7
ავტორი: ozymandias
21 ოქტომბერი 2020 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
მბაპე დაითრიონ შვიდიანსაც მივცემთ რა უნდა მეტი ფული ხო შიმშილით აქ არ მოკვდება და რამე ღირებულსაც გააკეთებს საკლუბო დონეზე
0
№8
ავტორი: daviddavid86
21 ოქტომბერი 2020 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
გილოცავთ ბიჭებო კაი იყო რეში მაგარია აი ნიუკასლთანაც ესე იყო და ბოლოს ჩაატარა. გოლამდეც ერთი მაგარი დაარტყა მარა ნავასმა მაგარი ბურთი აუღო. რეშს უნდა ეხლა ფერგი და მეორე რონალდოს გამოზრდიდა თუ გახსოვთ რონალდო პირველი 2 წელი რეებს აკეთებდა მანჩესტერში მარა მერე ფერგიმ გამოზარდა. ერთი რაც გვინდა სტაბილურობაა თორე მაგარი გუნდი შეიკრა და ოლეს მწვრთნელობის რა მოგახსენოთ მარა სპორტულ დირექტორად ბადალი არ ეყოლებოდა მწვრთნელობაზე იმედი მაქვს რომ გაქაჩავს და მაგრად ვბალეშიკობ მართლა ჩვენი თილისმა (ამ გუნდში გატარებული კარიერიდან გამომდინარე). სკამზე გვეჯდა პოგბა ბეეკი მატა და მატიჩი პსჟ ბევრად დაბალანსებული გუნდი გვყავს განსაკუთრებით ნახევარ დაცვაში და სტაბილურობა თუ მოვიდა მერე ნახეთ თქვენ. ჰო კიდე რასაც ვიძახდი 4 კაცი ნახევარდაცვაში და ნახეთ როგო დავჩაგრეთ პსჟ არ ყოფნის სამი კაცი ნახევარდაცვას და 2 ვინგერი უბრალოდ იკარგება მერე ორი აპურნიკი ორი შემტევი ნახევარმცველი ეს უნდა იყოს ჩვენი ტაკტიკა და მგონი მივდივართ მაქეთკენ
0
№9
21 ოქტომბერი 2020 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 310
მოკლედ, ეს პსჟ სადგურის ბო-ზი-ვი-თა გვყავს გამოჭერილი.
0
№10
ავტორი: Australia
21 ოქტომბერი 2020 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ოლეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე სიყვარული ჩახუტება მეობა კაცი მყავხარ ბრატ
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top