თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2020, 11:05
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2301,
კომენტარები: 11
ოლე გუნარ სოლსკიაერი თამაშის შემდეგ
კითხვები და პასუხები.
ოლე გუნარ სოლსკიაერი თამაშის შემდეგ
პარალელები პარიზში ჩატარებულ ბოლო თამაშთან

ეს, რა თქმა უნდა, სხვა გრძნობაა. ეს ტურნირის საწყისი ეტაპია, მაგრამ ჩვენ დიდ გუნდს ვძლიეთ. ბოლოს პლეი-ოფის ეტაპი იყო და ჩვენ ნამდვილი ეიფორია ვიგრძენით, მაგრამ ახლა გულშემატკივრები აღარ არიან და საწმუხაროდ მათთან ერთად ვერ ავღნიშნეთ ეს წარმატება. უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს - ისინი იყვნენ კონცენტრირებულნი თავიანთ საქმეზე და მიაღწიეს იმას, რაც ჩვენ გვინდოდა. ვფიქრობ, ისინი სრულად იმსახურებენ ამ გამარჯვებას.

გუნდი შეიცვალა სანაკრებო შესვენების შემდეგ

ამ ბიჭებს შეუძლიათ სიამოვნებისთვის ფეხბურთის თამაში. მათი დამოკიდებულება, შესრულებული სამუშაოს დონე ... თქვენ იცით, რომ გუნდს აქვს შესანიშნავი ატმოსფერო მას შემდეგ, რაც ყველანი დაბრუნდნენ სანაკრებო შესვენებიდან, ამიტომ ყველაფერი შესანიშნავია. მე უბრალოდ ბედნიერი ვარ. თამაშის მეთოდიდან გამომდინარე, ვიცით, რომ ყოველთვის შევქმნით გარკვეულ რაოდენობის შანსებს და რა თქმა უნდა, უნდა შევხედოთ მეტოქეს და იმას, თუ როგორ გვინდა თამაში. დღეს ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა.

აქსელი და ალექსი

დიდი სიამოვნებაა აქსელის თამაშის ყურება. თუ არ ვცდები, ბოლოს მან კოლჩესტერის წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ დღეს მან შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა! მან მხოლოდ ორი კვირა ივარჯიშა, მაგრამ დღეს ის საუკეთესო იყო. აქსელი შესანიშნავი დამცველი და დაბადებული ლიდერია. მან ჩვენი აკადემია გაიარა და ჩვენ ვიცოდით, რომ მას შეეძლო მაღალი დონის მოთამაშე გამხდარიყო. მას აქვს ხასიათი და თამაშის მიმართ სწორი დამოკიდებულება - ეს უნდა ჰქონდეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს. თქვენ ასევე მოწმე ხართ ალექს ტელეშის შესანიშნავი დებიუტისა და ნახეთ, რას მოუტანს ის ჩვენს გუნდს. ის უბრალოდ მშვენივრად აწვდის ბურთს.

გუნდური თამაშის შესახებ

სკოტმა და ფრედმა შესანიშნავად ითამაშეს ნახევარდაცვაში ... ჩემთვის რთულია კონკრეტული მოთამაშეების გამოყოფა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და თითოეულმა ითამაშა თავისი როლი.

მბაპესთან დაპირისპირების შესახებ

როდესაც მიდიხარ გზაზე, რომ ეთამაშოთ ასეთ კლუბს და ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელებს, როგორებიცაა ნეიმარი და მბაპე, გესმით, რომ დაცვაში ძალიან კარგად უნდა იმუშაოთ, ხოლო დევიდს რამდენიმე სეივის გაკეთება მოუწევს. გესმით, რომ ზოგჯერ მოგიწევთ რბოლა მბაპესთან, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ აქსელი შესანიშნავი მცველია. ეს არის მისი პირველი თამაში დაახლოებით 10 თვის შემდეგ, მაგრამ ეს მხოლოდ მის, როგორც ფეხბურთელის ხარისხზე მეტყველებს.

ორი პენალტი ბრუნოსთვის

ისე, ორი ზედიზედ გაცდენის შემდეგ, ყველაფერი გამოსწორდა [იცინის]. რა თქმა უნდა, ბრუნო არ შეწყვეტს საჯარიმო დარტყმეის შესრულებას, მას სურს 11 მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმის გაგრძელება. ამას კონცენტრაცია, კონცენტრაცია და ხასიათი სჭირდება და ბრუნომ ეს ყველაფერი მეორე ცდაზე გატანით აჩვენა.

შესანიშნავი დასაწყისი ჯგუფურ ეტაპზე

ვიცით, რომ ჯგუფიდან გასასვლელად, ალბათ 10 ქულა დაგვჭირდება. ახლა ჩვენ 3 გვაქვს, ამიტომ "ლაიფციგთან" მატჩი შემდეგ კვირას ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. ჩვენთვის ეს თამაში არის ქულების აღების კარგი შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ახლა მხოლოდ სეზონის დასაწყისია და თქვენ ნახეთ, რომ ყველა გუნდს ჭირდება დრო ფორმაში შესვლელად, ვინც ევრო-ტურნირებზე გამოდიოდა. ახლა ნამდვილად უკეთესად ვთამაშობთ, ვიდრე პირველ მატჩებში.

რაშფორდის გადამწყვეტი გოლი

მე ვფიქრობ, რომ საკმარისი შანსები შევქმენით და შეგვეძლო უფრო მეტი გოლის გატანა და მომენტი, რის შემდეგაც მარკუსმა გაიტანა, ყველაზე დახვეწილი იყო. ეს იყო შესანიშნავი დარტყმა და რათქმაუნდა მას ახსოვს როგორ უნდა გაიტანოს გამარჯვების გოლები.

გამარჯვება თავდაჯრებულობას შექმნის

დიახ, რა თქმა უნდა, ეს თავდაჯერებულობას მოგვცემს. ფეხბურთი ბევრ რამეზეა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ არის შენი ტვინი მოწყობილი. დიახ, შეიძლება გქონდეს ნიჭი, ფიზიკური ფორმა, ტექნიკა, მაგრამ ეს დამოკიდებულებაა, რომელიც ყველაფერს წყვეტს. თუ თქვენი თავი სწორად არის მოწყობილი და მთლიანად კონცენტრირებული ხართ თქვენს სამუშაოზე, მაშინ მიიღებთ ისეთ მატჩებს, როგორც დღეს.

https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
21 ოქტომბერი 2020 19:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია სტაბილურობა, მინიმუმ ასე უნდა გააგრძელონ სულ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top