თბილისი:
მანჩესტერი:
27-09-2020, 01:01
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2475,
კომენტარები: 19
უბრალოდ გაგვიმართლა
სიმართლე გითხრათ ქულასაც არ ვიმსახურებდით.
უბრალოდ გაგვიმართლა
ოლე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ "პსჟ-ს" წინააღმდეგ მატჩის დასრულება დრამატული იყო, მაგრამ, ალბათ, არაფერი იყო დღევანდელთან შედარებით.

"პსჟ-ს" წინააღმდეგ თამაში ალბათ უფრო სერიოზული იყო, მაგრამ სეზონის ამ ეტაპზე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამი ქულის მოპოვება. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლო წამებზე არ გაგვიმარჯვია. ეს კლუბის ისტორიის ნაწილია, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ამით კმაყოფილი ვარ."

ამასთან, უნდა დაგვეთანხმოთ, რომ ეს საკმაოდ ემოციური იყო, რადგან როდესაც ასეთ დროს გოლს გიტანენ, ანგარიში ხდება 2:2, ეს წყალში ყრის ყველა თქვენს ძალისხმევას, არა?

"ჩვენ ვიცით, რომ ჯერ ფორმაში ვერ შევედით. როგორც ნახეთ, მეტოქე ჩვენზე უკეთ თამაშობდა. ისინი ლიგაში ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ამიტომ ვიცოდით, რომ თამაში ფიზიკურად რთული იქნებოდა, რადგან ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ საჭირო კონდეციას. ჩვენ ავკრიფავთ ჩვენს ფორმას, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი რეაქცია ორივე გოლზე ბრწყინვალე იყო. პირველი გოლის გატანამდე არაფერი გაგვიკეთებია და ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს."

ბრუნო კიდევ ერთხელ შესანიშნავი იყო.

"ის ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერია. ასეთი ფსიქოლოგიური სტაბილურობა დიდი პლუსია იმ ადამიანისთვის, ვინც პენალტს ასრულებს. მეკარეები და შემსრულებლები უნდა იყვნენ ფსიქოლოგიურად სტაბილური ადამიანები. ბრუნო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პიროვნება, რომელიც მე ოდესმე შემხვედრია."

მარკუსმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.

"ძალიან მიხარია, რომ მარკუსმა ეს გოლი გაიტანა. მანამდე იყო ორი არჩათვლილი გოლი და ვფიქრობ სამართლიანად. უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ ერთ ქულასაც არ ვისმახურებდით, თუმცა ზოგჯერ გიმართლებს და დღეს სწორედ გაგვიმართლა."

გაწუხებთ თუ არა მათი შექმნილი მომენტების რაოდენობა?

"რა თქმა უნდა. აუცილებელია მოთამაშეთა უკეთ დაბლოკვა საჯარიმოში, რამდენჯერმე მათ ძელს მოარტყეს. დევიდი კარს აკონტროლებდა, თუმცა მათ უამრავი მომენტი ქონდათ. ცოტა იღბალი და ისინი 3 ქულას აიღებდნენ."


როგორ შეაჯამებთ ამ მატჩს?

"აქ საერთოდ შესაჯამებელი არაფერია. ეს არის ემოცია, დრამა. სიმართლე გითხრათ, უნდა ვთქვა, რომ გაგვიმართლა."

გეგონათ მოგება ხელიდან გაუშვი?

"როდესაც გაგვითანაბრეს, ვიფიქრე, რომ 2 ქულა დავკარგეთ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მეტს ვისამხურებდით, მაგრამ ის ხასიათი, რაც ბიჭებმა გამოავლინეს, მეტს იმსახურებს."

5-ჯერ დაარტყეს კარში. თქვენი გუნდისგან მეტს ელოდებით?

"უპირველეს ყოვლისა, მოხარული ვარ, რომ ჟოზე მოურინიო აქ არ იყო, თორემ საგოლე ყველა პასს მილიმეტრებში გაზომავდა, ან იტყოდა რომ კარი პატარა იყო! (იცინის). ჩემი აზრით, მათ ძალიან ბევრი შანსი შექმნეს. ჩვენ ვცდილობდით ზეწოლას, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა, რადგან მათ დაცვაში კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებმაც ბურთთან მუშაობა იციან. ჯერ ფორმაში ვერ შევედით, გასაგებია, რომ თამაშში სიმკვეთრე არ გვაქვს. მაგრამ ჩვენ ფორმაში შევალთ".

ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იყო, როცა თქვენს საჯარიმოში მეორე 11 მეტრიანი დანიშნეს და შემდეგ გააუქმეს. ამ აგდაწყვეტილებამ თამაშის კურსი მრავალმხრივ შეცვალა.

"ეს ეპიზოდი ნამდვილად არ იყო თამაშის განმსაზღვრელი. პოლი უბრალოდ მიყვებოდა და მათ შორის არანირი კონტაქტი არ იყო."

თქვენ მიაღწიეთ შედეგს, მაგრამ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა?

"დიახ, ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. მოთამაშეებმა ეს იციან. სამი ქულა მოვიპოვეთ. ზოგჯერ თქვენ უბრალოდ უნდა დააგროვოთ ქულები და იცოდეთ, რომ ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. გასულ კვირას ძალიან გავნაწყენდით. სახლში ვითამაშეთ და ვერაფერი მოვიმოქმედეთ. დღეს რამდენჯერმე ვაჩვენეთ ხასიათი, ვუპასუხეთ მოწინააღმდეგის დარტყმას. ეს დიდი პლიუსებია და ბიჭებმა აჩვენეს თავიანთი უნარები: ფორვარდებმა შანსები შექმნეს, დევიდმა გადაარჩინა გუნდი და მნიშვნელოვანი სეივი გააკეთა. რამდენიმე პლიუსი გვქონდა."

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
27 სექტემბერი 2020 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სწორედ და კარგად საუბრობს ეს გამოდის ყველაზე კარგად. წავიდეს სკაიში დაიწყოს ექსპერტად მუშაობა აბა მარტო მწვრთვნელობისთვის ეგ საკმარისი რომ არა მიხვდა გარიმ და ზის სტუდიაში.
2
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
27 სექტემბერი 2020 01:19
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: Malboro463
სწორედ და კარგად საუბრობს ეს გამოდის ყველაზე კარგად. წავიდეს სკაიში დაიწყოს ექსპერტად მუშაობა აბა მარტო მწვრთვნელობისთვის ეგ საკმარისი რომ არა მიხვდა გარიმ და ზის სტუდიაში.


კარგია, რომ სწორად შეფასების უნარი აქვს და არ ამბობს,რომ საოცარი თამაში დავაქამბექეო. მთავარია, დასკვნები გამოიტანოს და გააუმჯობესოს. კარგია რო ამბობს ფეხბურთელები ფორმაში არ არიანო და ვნახოთ წინ ძალიან ბევრი თამაშია. მომდევნო 5-6 თამაში გამოჩნდება რა და როგორ. თუ ისევ ესე ისეირნეს მოედანზე და ესეც ასე იჯდა ძეგლივით, გაუშვან მაშინ,არ ყოფილა საშველი. მარა პრობლემა არაა მარტო მწვრთნელი აშკარად.

აგერ ბაიერნის მწვრთნელს შეხედეთ მისდღემში ვიღაცის ასისტენტი იყო და რა ფეხბურთს ათამაშებს ბაიერნს. ფეხბურთელი რო უნდა გაეხსნას მეორე ფეხბურთელს,ამას მწვრთნელის დავალება არ ჭირდება და სწორი პასი რო გააკეთოს 5 მეტრში არც მაგას ჭირდება მწვრთნელის დავალება. არც იმას,რომ საჯარიმოში ბურთი უაზროდ არუნდა ათრიო და არც იმას, რო ბურთი არუნდა კარგო უაზროდ(პოგბა). გადაწყვეტილებებში აშკარად უჭირს და ასევე ძალიან უჭირს ცვლილებებში. ვერ რისკავს და ვერც აღიქვამს რა დროს რა შეცვლა უნდა გააკეთოს. არის რათქმაუნდა მწვრთნელის პრობლემა,მარა არც ფეხბურთელები აკლებენ...
1
№3
ავტორი: ferguson10
27 სექტემბერი 2020 01:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
არც დაიგინო :დ თამასშ ვუყურე და მრცხვენოდა :( ეს მართლა მანჩესტერია თუ რამე სხვა თამაშს ვუყურებთქო პირველ მატჩში ხომ ცენზურაეს, ამაში ხომ აი სასწაულად გადარჩნენ, არადა გუნდში ხალხი ყავთ იმის დედა... მგონი რაც პოგბა და მაგუერი ღირს მაგის ნახევარი მთლიანად ბრაიტონი ღირს :))) ამათ ჭირდებათ ფინიშერი მიეყვანათ 1 წლით კავანი რა იქნებოდა ან ბეილი ენთხოვრათ გუნდს სუპერ ვარსკვლავი პოგბას გარდაა არ ყავს , მაგის ვარსკვლავობა დაიწვას, მაგრამ მაინც, გუნდში გამოცდილია რავინ არაა, და ასეთი გუნდით უნდათ რამის მიღწევა, მადლობა თქვან ევრო თასზე თუ მოხვდნენ :დ
0
№4
ავტორი: Malboro463
27 სექტემბერი 2020 02:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: ALEXFERGUSON
აგერ ბაიერნის მწვრთნელს შეხედეთ მისდღემში ვიღაცის ასისტენტი იყო და რა ფეხბურთს ათამაშებს ბაიერნს. ფეხბურთელი რო უნდა გაეხსნას მეორე ფეხბურთელს,ამას მწვრთნელის დავალება არ ჭირდება და სწორი პასი რო გააკეთოს 5 მეტრში არც მაგას ჭირდება მწვრთნელის დავალება. არც იმას,რომ საჯარიმოში ბურთი უაზროდ არუნდა ათრიო და არც იმას, რო ბურთი არუნდა კარგო უაზროდ(პოგბა). გადაწყვეტილებებში აშკარად უჭირს და ასევე ძალიან უჭირს ცვლილებებში. ვერ რისკავს და ვერც აღიქვამს რა დროს რა შეცვლა უნდა გააკეთოს. არის რათქმაუნდა მწვრთნელის პრობლემა,მარა არც ფეხბურთელები აკლებენ

ძმა ზუსტად ეგ პრობლემა ქონდა ბაიერნსაც კოვაჩის დროს მარა ამ მწვრთნელმა გამოასწორა.
პოგბა კიდე უბრალოდ არა ფორმაში თორე მეორე საყრდენად როცა თამაშობს სიღრმიდან თამაშზე მინიმუმ 3 ჯერ მისი პასით გაყავს თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე.
0
№5
ავტორი: rooney-scholes
27 სექტემბერი 2020 08:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
რაღაც ჯიგარი არ აქვთ ჩვენი ფეხბურთელების არ იყოს ამათ მწვრთნელზე მეტად როი კინის ნაირი გიჟი კაპიტანი უნდათ მერე ნახეთ ირბენენ თუ არა რო ამოუტრიალებს მკვდარს და ცოცხალს მოედანზე
0
№6
ავტორი: Lalana
27 სექტემბერი 2020 11:37
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
წინა სეზონი კარგად დავიწყეთ და ცუდად გავაგრძელეთ,იქნებ ახლა პირიქით იყოს.ძალიან მეწყინა გუშინდელი თამაში,მაგრამ მთავარია სამი ქულა ავიღეთ.ფრეც რომ გვეთამაშა წაგების ტოლფასი იქნებოდა.გამართლებით ძალიან გაგვიმართლა მეათე წუთამდე რომ გაგრძელდა თამაში.რას ვიზამთ,რაც არის ეგ არის.მთავარია ახლა გაანალიზონ ის საშინელი თამაში და ეცადონ მომატებას,თორემ ასე შორს ნამდვილად ვერ გავფრინდებით.ტოტენჰემთან მგონია რომ კარგად ითამაშებენ და სამ ქულასაც აიღებენ.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
27 სექტემბერი 2020 12:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველაზე საწყენი იცით რა არის? შეიძლება წააგო კიდეც, ფრეც ხშირად დაამთავრო მარა ფეხბურთი ითამაშო, მომენტები გქონდეს, არ გაგიმართლოს. ესენი ფეხბურთს არ თამაშობენ, ესაა ჩემთვის გულდასაწყვეტი პირველ რიგში თორე პალასს რო ვერ მოვუგეთ ეგ ისეთი მძიმე არაა, დიდი გუნდები წაგებული თამაშის მერე გამოდიან და დაგეშილები, მონდომებულები და რეაბიტირებულები თამაშობენ, ესენი კიდე ისე უჯიგროდ და ნელა დარბიან თითქოს არც აწუხებთ რო ასე უსახურად თამაშობენ და შედეგსაც ვერ დებენ, ოლეს მოსვლოს დღიდან მონდომება, პრესინგი და სირბილი მაინც იგრძნობოდა და ეგეც ქრება ნელ-ნელა. შესაბამისად, არაა ტაქტიკა, მონახაზი, თამაშის გადარჩენის გეგმა, ჩანს შიში და გადაწყვეტილების მიღების დაგვიანება, ცვლილებების დაგვიანება, გუნდის გადაწყობის არანაირი წინასწარი იდეა, ამას ემატება ფეხბურთელების უკლასობა, გრანდის დონის შეუსაბამო საფეხბურთო განათლება, ხარისხი. ზერელე მიდგომა და ვიღებთ იმ შედეგს, რაც ასე ძაან გვაწუხებს. ამ ყველაფერში მე თანაბრად ვხედავ, მწვრთნელის და მოთამაშეების ბრალს.
5
№8
ავტორი: LASHQARA
27 სექტემბერი 2020 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
სწორად აფასებს და ტრანსფერის მოსათხოვნადაც უფრო მეტი მიზეზი უგროვდება, ერთადერთ დადებითს მხოლოდ ამას ვხედავ, რაც შეეხება თამაშს ერთადერთი მანჩესტერული რაც იყო ამ თამაშში რაშფორდის შესვლა საჯარიმოში და გოლი ბრაიტონის კარში, ეგ გოლი შეასრულა, დე ხეას სეივიც არ დავივიწყოთ აქვე, დანარჩენი სასაუბროთაც არ ღირს სამწუხაროდ, პოგბას ყოფნას მინდორზე ვან დე ბეეკი იდგეს ბევრად კარგი იქნება, ვერ სწავლობს ეგ ბიჭი ჭკუას და გუნდზე ავტორიტეტი არავინაა მოედანზე, თუ არ უნდა ამ გუნდის წევრობა, ნაცენზურაი ეგრევე რა, ვინაა ბოლო-ბოლო სახელი დარბის მარტო მოედანზე, სანჩო + ტელეში და უკვე გამოჩნდება რა შეუძლია გუნდს და ოლეს როგორც მწვრთნელს... love am
1
№9
ავტორი: Dato kutaisi
27 სექტემბერი 2020 13:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
მოდი ოლეს პრესკონფერენცია შევაჯამოთ.ანუ ტიპმა არ გვეკუთვნოდაო,გაგვიმართლაო ესაო ისაო ფორმაში არ ვართო.კარგი და სასიამოვნოა როცა მწვრთნელი აღიარებს რომ საშინელება იყო ეს ყველაფერი,მაგრამ ძალზედ ცუდი ჟესტია როდესაც ყოფილ მწვრთნელს კბენ და თან უხამსად.არაკოლეგიალური საქციელია და ცუდად მეტყველებს პერსონაზე.რაც არ უნდა კარგი "შუტკა" იყოს უბრალოდ არ უნდა ქნა ეგ.ახლა რაც შეეხება ზოგადად ფორმაში არ ყოფნაზე დაბრალებას აი ძალიან უსუსური არგუმენტია ზოგადად სათამაშო ტაქტიკის არ ქონის გასაპრავებლად.რა ფორმაზე ლაპარაკი გუბდს უყურებ და იბრალოდ ვერ ხვდები რას ვთამაშობთ აი რას რა ქვია ამას მე სხვაგან არ მინახავს.ამ მხრივ უნიკალურები ვართ.რა ტრანსფერების მოთხოვნაზეა ლაპარაკი მე რომ ედიკას ადგილზე ვიყო წიხლით გავაგდებდი არათუ მოვუყვანდი ვინმეს.მინიმუმ ბრაიტონები და კრისტალები არ უნდა თამაშობდეს ნახევარმილიარდიან შემადგენლობაზე უკეთესად.არც ტიტული მოუთხოვია არავის და არც არაფერი.ფეხბურთს ვითხოვთ მეტს ხომ არა და თურმე კიდევ მინიმუმ 200ლიმონი უნდა იმას რომ ფეხბურთი ვითამაშოთ.
0
№10
ავტორი: PaLoMo
27 სექტემბერი 2020 14:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Malboro463
სწორედ და კარგად საუბრობს ეს გამოდის ყველაზე კარგად. წავიდეს სკაიში დაიწყოს ექსპერტად მუშაობა აბა მარტო მწვრთვნელობისთვის ეგ საკმარისი რომ არა მიხვდა გარიმ და ზის სტუდიაში.

ზუსტად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top