სიმართლე გითხრათ ქულასაც არ ვიმსახურებდით.
ოლე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ "პსჟ-ს" წინააღმდეგ მატჩის დასრულება დრამატული იყო, მაგრამ, ალბათ, არაფერი იყო დღევანდელთან შედარებით.
"პსჟ-ს" წინააღმდეგ თამაში ალბათ უფრო სერიოზული იყო, მაგრამ სეზონის ამ ეტაპზე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამი ქულის მოპოვება. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლო წამებზე არ გაგვიმარჯვია. ეს კლუბის ისტორიის ნაწილია, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ამით კმაყოფილი ვარ."ამასთან, უნდა დაგვეთანხმოთ, რომ ეს საკმაოდ ემოციური იყო, რადგან როდესაც ასეთ დროს გოლს გიტანენ, ანგარიში ხდება 2:2, ეს წყალში ყრის ყველა თქვენს ძალისხმევას, არა?
"ჩვენ ვიცით, რომ ჯერ ფორმაში ვერ შევედით. როგორც ნახეთ, მეტოქე ჩვენზე უკეთ თამაშობდა. ისინი ლიგაში ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ამიტომ ვიცოდით, რომ თამაში ფიზიკურად რთული იქნებოდა, რადგან ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ საჭირო კონდეციას. ჩვენ ავკრიფავთ ჩვენს ფორმას, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი რეაქცია ორივე გოლზე ბრწყინვალე იყო. პირველი გოლის გატანამდე არაფერი გაგვიკეთებია და ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს." ბრუნო კიდევ ერთხელ შესანიშნავი იყო.
"ის ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერია. ასეთი ფსიქოლოგიური სტაბილურობა დიდი პლუსია იმ ადამიანისთვის, ვინც პენალტს ასრულებს. მეკარეები და შემსრულებლები უნდა იყვნენ ფსიქოლოგიურად სტაბილური ადამიანები. ბრუნო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პიროვნება, რომელიც მე ოდესმე შემხვედრია."მარკუსმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.
"ძალიან მიხარია, რომ მარკუსმა ეს გოლი გაიტანა. მანამდე იყო ორი არჩათვლილი გოლი და ვფიქრობ სამართლიანად. უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ ერთ ქულასაც არ ვისმახურებდით, თუმცა ზოგჯერ გიმართლებს და დღეს სწორედ გაგვიმართლა."გაწუხებთ თუ არა მათი შექმნილი მომენტების რაოდენობა?
"რა თქმა უნდა. აუცილებელია მოთამაშეთა უკეთ დაბლოკვა საჯარიმოში, რამდენჯერმე მათ ძელს მოარტყეს. დევიდი კარს აკონტროლებდა, თუმცა მათ უამრავი მომენტი ქონდათ. ცოტა იღბალი და ისინი 3 ქულას აიღებდნენ."როგორ შეაჯამებთ ამ მატჩს?
"აქ საერთოდ შესაჯამებელი არაფერია. ეს არის ემოცია, დრამა. სიმართლე გითხრათ, უნდა ვთქვა, რომ გაგვიმართლა."გეგონათ მოგება ხელიდან გაუშვი?
"როდესაც გაგვითანაბრეს, ვიფიქრე, რომ 2 ქულა დავკარგეთ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მეტს ვისამხურებდით, მაგრამ ის ხასიათი, რაც ბიჭებმა გამოავლინეს, მეტს იმსახურებს." 5-ჯერ დაარტყეს კარში. თქვენი გუნდისგან მეტს ელოდებით?
"უპირველეს ყოვლისა, მოხარული ვარ, რომ ჟოზე მოურინიო აქ არ იყო, თორემ საგოლე ყველა პასს მილიმეტრებში გაზომავდა, ან იტყოდა რომ კარი პატარა იყო! (იცინის). ჩემი აზრით, მათ ძალიან ბევრი შანსი შექმნეს. ჩვენ ვცდილობდით ზეწოლას, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა, რადგან მათ დაცვაში კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებმაც ბურთთან მუშაობა იციან. ჯერ ფორმაში ვერ შევედით, გასაგებია, რომ თამაშში სიმკვეთრე არ გვაქვს. მაგრამ ჩვენ ფორმაში შევალთ".ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იყო, როცა თქვენს საჯარიმოში მეორე 11 მეტრიანი დანიშნეს და შემდეგ გააუქმეს. ამ აგდაწყვეტილებამ თამაშის კურსი მრავალმხრივ შეცვალა.
"ეს ეპიზოდი ნამდვილად არ იყო თამაშის განმსაზღვრელი. პოლი უბრალოდ მიყვებოდა და მათ შორის არანირი კონტაქტი არ იყო."თქვენ მიაღწიეთ შედეგს, მაგრამ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა?
"დიახ, ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. მოთამაშეებმა ეს იციან. სამი ქულა მოვიპოვეთ. ზოგჯერ თქვენ უბრალოდ უნდა დააგროვოთ ქულები და იცოდეთ, რომ ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. გასულ კვირას ძალიან გავნაწყენდით. სახლში ვითამაშეთ და ვერაფერი მოვიმოქმედეთ. დღეს რამდენჯერმე ვაჩვენეთ ხასიათი, ვუპასუხეთ მოწინააღმდეგის დარტყმას. ეს დიდი პლიუსებია და ბიჭებმა აჩვენეს თავიანთი უნარები: ფორვარდებმა შანსები შექმნეს, დევიდმა გადაარჩინა გუნდი და მნიშვნელოვანი სეივი გააკეთა. რამდენიმე პლიუსი გვქონდა."http://www.manutd.ru/