"მანჩესტერ იუნაიტედის" კონკურენტები საკმაოდ ძლიერდებიან.
ლონდონის "ჩელსიმ" ზიეჩი, ტომო ვერნერი, კაი ჰავერცი, ტიაგო სილვა, ბენ ჩიველი გაიფორმა. "ლივერპულმა" უკვე დაადასტურა ტიაგო ალკანტარას და დიეგო ჟოტას ტრანსფერი. "ტოტენჰემმა" გარეთ ბეილი დაიმატა და სერხიო რეგილონის გაოფიციალურებას ელოდება. "არსენალმა" ვილიანი უფასოდ მოიყვანა.
ამის ფონზე "წითელმა ეშმაკებმა" ვან დე ბეკი შეიძინეს "აიაქსიდან" და ისიც იმიტომ, რომ "რეალმა" კორონა კრიზისის გამო ვერ შეძლო ფეხბურთელში თანხის გადახდა. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა როგორც დონის აგენტმა, ასევე თავად ფეხბურთელმა.
რატომ დუმს "მანჩესტერ იუნაიტედი"? ამის შესახებ პრესკომფერენციაზე სოლსკაიერს შეკითხვა დაუსვეს.
"ჩვენ დავსხედით და განვიხილეთ სამოქმედო გეგმები. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმილია. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დრო არის და თუ რამე შეიცვალა, ყველა ერთად ვნახავთ."
"აქვე ვიტყვი, რომ მე ჩემ ფეხბურთელებს ვენდები და ბედნიერი ვარ, რომ ამ ფეხბურთელებთან ვმუშაობ." - დაასრულა ნორვეგიელმა.