"მე დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ტიტულს ნამდვილად მოიგებს, თუმცა არ ვფიქრობ რომ ეს ახლო მომავალში მოხდება.ზოგადად ვფიქრობ, რომ რაც უფრო დიდხანს ვერ იგებ ტიტულს, მოგების შემდეგი პროცესი უფრო მეტად სასიამოვნოა".
"მე კი ვისურვებდი ამ სეზონში მოგვეგო, თუმცა ამის შეგრძნება ნამდვილად არ მაქვს. მაშინ გავხდებით ჩემპიონები, როცა კლოპი ან გვარდიოლა წავლენ თავიანთი გუნდებიდან. იმედი მაქვს ეს 2-3 წელიწადში მოხდება."
"როცა ისინი წავლენ, ეს იქნება ჩვენთვის შანსი, რადგან ამ ორმა შესანიშნავი გუნდები ააწყეს. სწორედ მათი წასვლის შემდეგ ექნება "იუნაიტედს დაბრუნების შანსი". მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ "ჩელსიც" ჩემსავით ფიქრობს." - თქვა "იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა.