თბილისი:
მანჩესტერი:
14-09-2020, 17:58
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1629,
კომენტარები: 22
ნევილი: "ჩვენ ჩემპიონები გავხდებით მაშინ, როცა კლოპი ან გვარდიოლა წავა"
მათ დიდებული გუნდები შექმენს და იმედია მალე წავლენ ინგლისიდან.
ნევილი:
"მე დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ტიტულს ნამდვილად მოიგებს, თუმცა არ ვფიქრობ რომ ეს ახლო მომავალში მოხდება.ზოგადად ვფიქრობ, რომ რაც უფრო დიდხანს ვერ იგებ ტიტულს, მოგების შემდეგი პროცესი უფრო მეტად სასიამოვნოა".

"მე კი ვისურვებდი ამ სეზონში მოგვეგო, თუმცა ამის შეგრძნება ნამდვილად არ მაქვს. მაშინ გავხდებით ჩემპიონები, როცა კლოპი ან გვარდიოლა წავლენ თავიანთი გუნდებიდან. იმედი მაქვს ეს 2-3 წელიწადში მოხდება."

"როცა ისინი წავლენ, ეს იქნება ჩვენთვის შანსი, რადგან ამ ორმა შესანიშნავი გუნდები ააწყეს. სწორედ მათი წასვლის შემდეგ ექნება "იუნაიტედს დაბრუნების შანსი". მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ "ჩელსიც" ჩემსავით ფიქრობს." - თქვა "იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა.

https://www.mirror.co.uk/
ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: ferguson10
15 სექტემბერი 2020 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
ძალიან კარგი რაღაც თქვა გარი, აქ გვარდიოლა და კლოპი იგულისხმება ტოპ ტრენერად, ანუ მანჩესტერს არ ყავს ძლიერი ტრენერიო, ასევე არააქვს ის ქარიზმა რაც ამ ორსო, მანჩესტერი როცა გქვია სოლსკიაერი არ უნდა გყავდეს ტრენერად, ისეთი უნდა გყავდეს ვისაც შეუძლია გადააწყოს გუნდი და შეცვალოს ბევრი რამ, მარტო შემადგენლობა არაა მთავარი, აგერ ატალანტას რა შემადგენლობა ყავს მაგრამ პესჟს გავარდნა დედა ვატირე თორემ ეგენი უნდ აგასულიყვნენ 1/2 ფინალში, გუნდს ჭირდება ძლიერი მენტალობის ტრენეერი, მახსოვს ნაგელსენი სანამ ავსტრიაში დაიწყებდა მუშაობას რეალმა შესთავაზა , მაგრამ უარი უთხრა რადგან მზად არ ვარ ამხელა გუნდის ტრენერობისთვისო, ზიდანს რაც შეეხება ჯერ იყო აკადემიის ტრენერი, მერე იყო ანჩელოტის ასისტი და აი მერე მივიდა, ტიპმა მთელი გუნდი შეისწავლა აკადემიიდან პირველ გუნდის ჩათვლით თან ზიდანი უდიდესი ავტორიტეტია ფეხბურთელებისთვის, აი როგორც ბაბუ იყო მისი სიტყვა კანონი, აი ასეა ზიდანიც, აქ კიდე პოგბა ცანცარებს ის აზოტებს სუნთქავს , ზოგი რას შვება და ზოგი რას, აი მითხარი პოგბასნაირი ვარსკვლავი რომელ გუნდს ყავს პრემიერლიგაში? ერთადერთი სიტის დე ბრუნი და ვსო, ლივერპულს მანჩესტერზე ბევრად ბანძი შემადგენლობა ავს, მაგრამ ის ცივსისხლიანი ამუშავებს, ასეთი შემადგენლობა რაც მანჩეს ყავს ძალიან ძლიერი ტრენერი დედას უტირებდა პრემიერ ლიგას, მარტო ფეხბურთელი არაფერს წყვეტს, აგერ რეალში სანამ ზიდანი მივიდოდა, ბენიტესი მივიდა და რაც მოხდა თვენც კარგად იცით :დ :დ ასე რომ მარტო შემადგენლობა არაფერ შუაშია, ხომ გაგიგიათ დიაგნოზი უნდა იყოს სწორედ დასმული რომ მკურნალობა სწორედ წარიმართოსო, და აქ რა ხდება დიაგნოზი არასწორედ არის დასმული და მიტომაც ხდება ასეთი რამე.
0
№22
ავტორი: Lalana
15 სექტემბერი 2020 14:02
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Karanadze
Karanadze

სრულიად გეთანხმები,ოლეზე არც მქონია საუბარი,უბრალოდ კლოპსა და მის გუნდზე გავამახვილე ყურადღება,თორემ რაც ოლე მოვიდა იყო ჩავარდნებიც და აღმასვლას,თანდათან სათამაშო ხარისხიც გამოსწორდა,მითუმეტეს ფერნანდეშის გადმოსვლის შემდეგ,მაგრამ რამენაირად სტაბილურობის დაჭერა გვჭირდება.აი მაგალითად წინა სეზონის პირველი ნახევარი და მეორე ნახევარი ერთმანეთს რომ შეადარო ცა და დედამიწაა,სრულიად განსხვავებული გუნდები იყო,აი ესაა მოსაწესრიგებელი,გუნდმა უნდა იპოვნის საკუთარი თავი სტაბილურობაში.აბა ერთ თამაშს რაღაც სასწაულს რომ ჩააატარებ და მეორე თამაშს საუთჰემტონის დონეზე არაა მართებული.ტრანსფერებიც მომწონს, უფრო მეტად გაბედულები რომ ვიყოთ ტრანსფერები კეთებაშიც უკეთესი იქნება,მე ნამდვილად ვატყობ წინსვლას გუნდს და იმედი მაქვს ასეც გაგრძელდება.ახალგაზრდული გუნდია,ახალგაზრდული შემართებით და ვნახოთ რა იქნება თუნდაც ამ სეზონში,ბოლოს და ბოლოს მკვდარმა არსენალმა არტეტას ხელში მეორე თასი დადო და ჩვენც რომელიმე თასისკენ მაინც უნდა გავიწიოთ წელს,არის უკვე ამის დროც.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top