თბილისი:
მანჩესტერი:
16-10-2012, 19:11
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2524,
კომენტარები: 13
იანგი და სმოლინგი "სტოკთან" დაბრუნდებიან
ლაზარეთი ცარიელდება...
იანგი და სმოლინგი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლაზარეთი ცარიელდება - ეშლი იანგი და კრის სმოლინგი უახლოეს დღეებში მოედანს დაუბრუნდებიან. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მათი თამაში "სტოკის" წინააღმდეგ უკვე შესაძლებელი იქნება.
შემდეგი ფეხბურთელი, რომელიც ლაზარეთს დატოვებს ფილ ჯონსი იქნება. ექიმების თქმით, ჯონსის გამოჯანმრთელების პროცესი სწორად მიმდინარეობს და მალე მასაც შეეძლება ვარჯიშის განახლება.
"იუნაიტედს" ტრავმების გამო დაცვაში პრობლემები ჯერ კიდევ წინა სეზონის დასასრულში შეექმნა - სმოლინგმა მაისში, "სუონსთან" მატჩში მიღებული დაზიანების გამო 4 თვეზე მეტი გამოტოვა. კრისმა ვერ შეძლო გუნდის დახმარება ვერც სეზონის მოსამზადებელ შეხვედრებში. ახლა კი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ის კლუბს დაუბრუნდა და წინა კვირაში "კარინგტონზე" ვარჯიში სრულად ჩაატარა.
რაც შეეხება იანგს, მან "იუნაიტედის" ბოლო 8 შეხვედრა გამოტოვა. ეშლის უქმეობა აგვისტოში, "ფულჰემთან" მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ დაიწყო. იანგმაც ასევე სრულად ჩაატარა ვარჯიში და "სტოკთან" მატჩში შეძლებს დაბრუნებას. ფილ ჯონსი კი ოდნავ მოგვიანებით, 2 ნოემბერს "არსენალის" წინააღმდეგ შესაძლოა ვიხილოთ.
წყარო: manutd.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Beckham 7
16 ოქტომბერი 2012 19:13
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ვავა რა ხალხი ბრუნდება, იმედია ჯონსიც მალე დაბრუნდება და ეს იანგი კიდე ნანის აღარ მიასუნინებს ძირIთადამდე : )

საღოლ ავტორ!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№2
ავტორი: Amanda Seyfried
16 ოქტომბერი 2012 19:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ამ ფოტოზე გოლი გუშინდელი დღესავით მახსოვს viva_united
0
№3
ავტორი: love united
16 ოქტომბერი 2012 19:16
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვა კაია...სმოლინგის და ჯონსის იმედი მაქ დაცვაში რიო-ვიდას მერე...
0
№4
ავტორი: named
16 ოქტომბერი 2012 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
გვეღირსა ))) იმედია ბაბუ ათამაშებს იანგი ვალენსიას წყვილს
0
№5
ავტორი: VaRdo
16 ოქტომბერი 2012 19:17
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ძმა : ))

კარგია რაც მეტი ფეხბურთელი გვეყოლება ჯამრთელი მით უკეთესია + ესეთი მძიმე კალენდარი გვაქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: MUFC#1
16 ოქტომბერი 2012 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
კარგია ! derpthumb

პ.ს
პროგნოზები არ იქნება?
0
№7
ავტორი: VaRdo
16 ოქტომბერი 2012 19:32
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: MUFC#1
პ.ს
პროგნოზები არ იქნება?


რა პროგნოზები?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: razma21
16 ოქტომბერი 2012 20:03
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ძლიიიივს! :))
0
№9
ავტორი: UTD-Rule
16 ოქტომბერი 2012 20:14
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
კარგია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: captain
16 ოქტომბერი 2012 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
დროულია ამათი შემომატება, თორემ უკვე შემცვლელები აღარ გვყავდა დაცვაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top