თბილისი:
მანჩესტერი:
3-09-2020, 14:36
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1696,
კომენტარები: 13
ტიაგო ალკანტარა შესაძლოა მალე წითელ ფორმაში ვიხილოთ
30 მილიონი ბევრია, თუმცა არა "იუნაიტედისთვის"
ტიაგო ალკანტარა შესაძლოა მალე წითელ ფორმაში ვიხილოთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა წაართვას ფეხბურთელი"ლივერპულს." კონტაქტი უკვე შედგა ესპანელის წარმომადგენლებთან.

"ლივერპული" 29 წლის ფეხბურთელის შეძენის ფავორიტად ითვლება მას შემდეგ, რაც მან "ბაიერნს" განუცხადა, რომ ის დატოვებდა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კლუბს. თუმცა შეთანხმება ფასზე ვერ ხერხდება. გერმანელები ტიაგოს სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვენ. ინგლისელებს კი მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელს რომელსაც წასვლა სურს და მხოლოდ 1 წელი აქვს დარჩენილი, დასახელებული თანხა საკმაოდ მაღალია.

როცა "ლივერპული" დაჟინებით ითოხვს ფასის დაკლებას, "მანჩესტერ იუანიტედი" მზადაა 30 მილიონი ყოველგვარი გართულებების გარეშე გადაიხადოს და 29 წლის ესპანელი თავიანთ რიგებში ჩარიცხონ.

"იუნაიტედმა ", ვან დე ბეკის ყიდვის მიუხედავად, ესპანელის მიმართ ინტერესი უკვე დაადასტურა.

ჰანსი ფლიკმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ფინალის შემდეგ ფეხბურთელი წასვლას აპირებს.

"მე ჩავთვლი, რომ ის დაგვტოვებს", - უთხრა ფლიკმა Bild- ს. "ჩვენ მთლიანად კონცენტრირებული ვიყავით ჩემპიონთა ლიგაზე და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი კონტრაქტი არ იყო განხილვის საგანი."

"სხვა საუბარი არ გვქონია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება საბოლოოა"

https://www.dailymail.co.uk/home/index.html
ჭორები
13 კომენტარი
№1
ავტორი: bendzela
3 სექტემბერი 2020 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
რაღაც არ მგონია რო ეს ჩვენთან მოვიდეს . უფრო ბაირისგან გაშვებული ჭორი მგონია რო ლივერპული გამოაფხიზლონ და თქნხა მალე გადაიხადონ !!
0
№2
ავტორი: DaTo_O
3 სექტემბერი 2020 15:32
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ციტატა: bendzela
რაღაც არ მგონია რო ეს ჩვენთან მოვიდეს . უფრო ბაირისგან გაშვებული ჭორი მგონია რო ლივერპული გამოაფხიზლონ და თქნხა მალე გადაიხადონ !!

შესაძლოა ეგრეც იყოს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული რომ ჩვენ დავიმატოთ ვნახოთ მოვლენების განვითარება როგორ იქნება, ლივერპულს და კლოპს ფულის ხარჯვა არ უყვარს გუნდზე ამიტომ დიდია იმის ალბათობა რომ 30 მილიონს არ გაისვრის კლოპი აგერ ვნახავთ ყველაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№3
ავტორი: gogita1991
3 სექტემბერი 2020 16:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
რეგილონზე რას იტყვით? მგონი კარგი ვარიანტია თან ზიდანის გეგმებში არ შედისო მენდი და მარსრლო ყავთ მაგ პოზიციაზე და შეიძლება დაჩალიჩება
0
№4
ავტორი: Methadon
3 სექტემბერი 2020 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
3 - 7 - 0 წყობაზე გადავდივართ მგონი
0
№5
ავტორი: ikeoni
3 სექტემბერი 2020 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მეეჭვება ამის ტრანსფერი
0
№6
ავტორი: Takashi Fukunishi
3 სექტემბერი 2020 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
ოლე პირადად ელაპარაკაო მარა ბევრს ითხოვს ხელფასსო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ B E L I E V E
№7
ავტორი: Dato kutaisi
3 სექტემბერი 2020 18:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: Methadon
3 - 7 - 0 წყობაზე გადავდივართ მგონი

:))))
0
№8
ავტორი: Vaskaa
3 სექტემბერი 2020 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ჩვენი არ ვიცი და ჩელსი რომ ძალიან გაძლიერდა ეს უკვე აშკარაა. ეხლა ჰავერციც დაიმატეს და. წელს რა იქნება არ ვიცი. სრული დაკადაკა
0
№9
ავტორი: LASHQARA
3 სექტემბერი 2020 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეს სად უნდა დადგეს, არ გვჭირდება ვაბშე, ეხლა რომ მკითხოთ ეს გირჩევნია ყავდეს მანჩესტერს თუ ვან დე ბეეკი, ჰოლანდიელს ავირჩევ, ჯერ იმიტომ რომ ახალგაზრდაა და ტალანტია, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მერე პროგრესს განაგრძობს და ვითარდება წლიდან წლამდე, ალკანტარას ადგილი ამ შემადგენლობის მანჩესტერში არაა, დაცვას მიხედონ და სანჩო მოიყვანონ ის ჯობია ვიდრე ასეთ ფეხბურთელებზე გადაიტანონ ყურადღება... am
0
№10
ავტორი: PaLoMo
3 სექტემბერი 2020 22:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Methadon
3 - 7 - 0 წყობაზე გადავდივართ მგონი

რატო ფიქრობ მასე? სკამი საჭიროა გუნდში,ასეთი დონის ნახევარმცველი რო საჭიროა ტიტულისთვის ბრძოლაში ეგ ფაქტია.ვანდებეეკა არავინდადვამს პირდაპირ ძირითადში და ვფიქრობ ტიაკოს ყიდვა კაი ვარიანტია და 2-3კაცს გაუშვან ცენტრშიც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top