"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა წაართვას ფეხბურთელი"ლივერპულს." კონტაქტი უკვე შედგა ესპანელის წარმომადგენლებთან.
"ლივერპული" 29 წლის ფეხბურთელის შეძენის ფავორიტად ითვლება მას შემდეგ, რაც მან "ბაიერნს" განუცხადა, რომ ის დატოვებდა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კლუბს. თუმცა შეთანხმება ფასზე ვერ ხერხდება. გერმანელები ტიაგოს სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვენ. ინგლისელებს კი მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელს რომელსაც წასვლა სურს და მხოლოდ 1 წელი აქვს დარჩენილი, დასახელებული თანხა საკმაოდ მაღალია.
როცა "ლივერპული" დაჟინებით ითოხვს ფასის დაკლებას, "მანჩესტერ იუანიტედი" მზადაა 30 მილიონი ყოველგვარი გართულებების გარეშე გადაიხადოს და 29 წლის ესპანელი თავიანთ რიგებში ჩარიცხონ.
"იუნაიტედმა ", ვან დე ბეკის ყიდვის მიუხედავად, ესპანელის მიმართ ინტერესი უკვე დაადასტურა.
ჰანსი ფლიკმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ფინალის შემდეგ ფეხბურთელი წასვლას აპირებს.
"მე ჩავთვლი, რომ ის დაგვტოვებს", - უთხრა ფლიკმა Bild- ს. "ჩვენ მთლიანად კონცენტრირებული ვიყავით ჩემპიონთა ლიგაზე და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი კონტრაქტი არ იყო განხილვის საგანი."
"სხვა საუბარი არ გვქონია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება საბოლოოა"