თბილისი:
მანჩესტერი:
31-08-2020, 20:16
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2455,
კომენტარები: 16
"იუნაიტედის" პრიორიტეტი უპამეკანოა
"მანჩესტერ იუნაიტედი" მიზნად აქვს დასახული ლაიპციგის ცენტრალური მცველის, დაუო უპამეკანოს შეძენა.

მხოლოდ ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ "იუნაიტედმა" შეათანხმდა და წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები აიაქსის ნახევარმცველის დონი ვან დე ბეკის 40 მილიონიანი ტრანსფერი, "წითელი ეშმაკები" თავად ფეხბურთელს ხელფასზე, ხოლო მის ამჟამინდელ კლუბს სატრანსფერო ფასზე დათანხმდნენ.

როგორც ჩანს, "იუნაიტედმა" მკაფიოდ გადაწყვიტა დახარჯოს ის ბიუჯეტი, რომელიც თავდაპირველად დორტმუნდის "ბორუსიას" გარემარბის ჯეიდონ სანჩოს შეძენისთვის ჰქონდათ გამოყოფილი, რომლის ტრანსფერი ახლა უკვე შეუძლებელი გახდა.

ამ ფანჯარაზე პირველ შენაძენს შეიძლება მალე მოჰყვეს მეორეც - როგორც გამოცემა ESPN იტყობინება, ვან დე ბეკზე უკვე შეთანხმდნენ, ახლა "ეშმაკები" კონცენტრირებულნი არიან მხოლოდ და მხოლოდ უპამეკანოს "იუნაიტედში" გადმოყვანაზე.

"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი დარწმუნებულია, რომ 21 წლის ფრანგი, რომელმაც "ლაიციგთან" ახლახანს განაახლა კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე, შეიძლება ჰარი მაგუარის შესანიშნავი პარტნიორი გახდეს დაცვის ცენტრში.

წითელი ეშმაკები ასევე ფართო გზას გაუხსნიან გუნდიდან წამსვლელებს მარკოს როხოს, კრის სმოლინგსა და ფილ ჯონსს რათა საკუთარი მომავალი კარიერა სხვა კლუბებში გააგრძელონ.
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
16 კომენტარი
№1
ავტორი: zulte waregem
31 აგვისტო 2020 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
სმოლინგი როხო და ჯონსი ისე დაობდნენ კლუბში მაგათი ნორმალური სეზონი არ მინახავს. სმოლინგს კიდე რაღაცა გამონათებები ქონდა, ეს ორი კიდე... მოკლედ ცვლილებების დრო რა უკვე კაი ხანია. კარგიი იქნება თუ ვიყიდით
1
№2
ავტორი: Lukalaba
31 აგვისტო 2020 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ეს და სანჩო დაგვხატავს❤️
1
№3
ავტორი: dybbuk
31 აგვისტო 2020 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
უსერიოზულესი ტრანსფერი იქნება თუ მოაგვარეს და ეს კი არ გახდება მაგუაიერის პარტნიორი, არამედ პირიქით, ეს ბიჭი დღეს ამ 80 მილიონიან გლობუსას თუ არ ჯობია არაფრით არ ჩოუვარდება თან 21 წლის მცველისთვის ძაან დაღვინებულ ფეხბურთს აჩვენებს
1
№4
ავტორი: bendzela
31 აგვისტო 2020 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ძაან მინდა როეს ძველი ამჯავებული სახეები აღარ ვნახო არც სკამზე და არც მოედწნზე . ნაცენზურა ქნან ჯონსმაც პერიარამაც სმოლინგმაც ლნგარდმაც და ფრედსაც მივაყოლებდი ზემოდან .. აი პერეირაზე უნიჭო ბრქზილიერი ძმაო მე არ მინახავს და არც გამოგია მასეთი უნიჭო რო ვინმე იყოს ტიპს ორივე ფეხი მარცხენა აქვს
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
31 აგვისტო 2020 21:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია დრამები არ იყოს და ისე მოიყვანონ თუ ვინმე მოყავთ კიდე :)
1
№6
ავტორი: ikeoni
31 აგვისტო 2020 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
იმედია ვიყიდით ძალიან მაგარია მაგრამ სავარაუდოდ ეს ტრანსფერი გაიწელება დონისგან განსხვავებით
1
№7
ავტორი: Dato kutaisi
31 აგვისტო 2020 22:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: dybbuk
უსერიოზულესი ტრანსფერი იქნება თუ მოაგვარეს და ეს კი არ გახდება მაგუაიერის პარტნიორი, არამედ პირიქით, ეს ბიჭი დღეს ამ 80 მილიონიან გლობუსას თუ არ ჯობია არაფრით არ ჩოუვარდება თან 21 წლის მცველისთვის ძაან დაღვინებულ ფეხბურთს აჩვენებს

100%. დარწმუნებული ვარ ამის გამოსაწმენდი იქნება ჰარის მიქარვები სულ და ეს იქნება ლიბერო.რატომღაც ჰარის პატივისცემის მიუხედავად არ მიმაჩნია კარგ მცველად და რა ვქნა
2
№8
ავტორი: dybbuk
31 აგვისტო 2020 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: dybbuk
უსერიოზულესი ტრანსფერი იქნება თუ მოაგვარეს და ეს კი არ გახდება მაგუაიერის პარტნიორი, არამედ პირიქით, ეს ბიჭი დღეს ამ 80 მილიონიან გლობუსას თუ არ ჯობია არაფრით არ ჩოუვარდება თან 21 წლის მცველისთვის ძაან დაღვინებულ ფეხბურთს აჩვენებს

100%. დარწმუნებული ვარ ამის გამოსაწმენდი იქნება ჰარის მიქარვები სულ და ეს იქნება ლიბერო.რატომღაც ჰარის პატივისცემის მიუხედავად არ მიმაჩნია კარგ მცველად და რა ვქნა

სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი უკეთესი ცენტრის დასახელება შეიძლება ვიდრე მაგუაიერია, ვერ აზროვნებს იმ დონეზე რომ სხვაგან რომ არ წავიდეთ აქვე რიოს, ვიდიჩს ან სტამს შევადაროთ. ახლა უცებ სამი მომენტი მახსენდება როცა ძაან ქაჯივით მოატყუეს და მაწონზე გაუშვეს, თან ეს არც მესის და არც რონალდოს, პარტიზანის და ბორნმუთის დონის თავდამსხმელებმა გაუკეთეს და მერე ამის მაგივრად ყველა დეხეას ა.ვავდა ეს რა გოლი გაუშვაო:))) დეხეამაც თოხლა მაგრამ რატომღაც ამისას არავინ იმჩნევდა
1
№9
ავტორი: shotkin
1 სექტემბერი 2020 00:23
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: zulte waregem
სმოლინგი როხო და ჯონსი ისე დაობდნენ კლუბში მაგათი ნორმალური სეზონი არ მინახავს. სმოლინგს კიდე რაღაცა გამონათებები ქონდა, ეს ორი კიდე... მოკლედ ცვლილებების დრო რა უკვე კაი ხანია. კარგიი იქნება თუ ვიყიდით


სმოლინგს ერთადერთი კაი სეზონი ქონდა 2011 წელს როცა არ მახსოვს ვიდა თუ ფერდინანდი აილეწა დიდი ხნით და ეს დააყენეს და კარგად ითამაშა და სორედ მაშინ გვეგონა ყველას რო რამეს იზამდა მაგის მერე ჩვეულებრივი ბოთე მცველია. რაც შეეხება როხოს მაგის საუკეთესო წელი იყო მანშინ როცა ევროპა ლიგა მოვიგეთ, როხო მაგ დროს როცა იყო მოედანზე სულ სტაბლური იყო მეტწილად და ****ბებს არ შვებოდა რაც მოურინიოს დამსახურებაა აშკარად, როგორ მახსოვს სელტასთან თამაშის დროს პაუზა იო და მოურინიომ თავისთან მოიხმო და რაღაც უთხრა ისეთი სახით რო ჩემებურად გადავთარგმნე ეგ და დაახლოებით ალბათ,,ახლა ნუ და ცენზურავდები" ს ეუბნებოდა ჰაბიტუსით თუ ვიმსჯელებთ :დ ხოდა მაგ ელსაც მოუ იმენა მაგრად აკონტროლებდა როხოს და იმენა ტონუსში ყავდა მაგის დამსახურებაა რო ეგ სეზონი ნორმალურად ჩაატარა თორე ეგეც ჩვეულებრივი ჰაი ჰარალო მცველია ცენტრში , ფორთხიალა მასტი იყო და არაადეკვატურობის პიკი

ციტატა: bendzela
ძაან მინდა როეს ძველი ამჯავებული სახეები აღარ ვნახო არც სკამზე და არც მოედწნზე . ნაცენზურა ქნან ჯონსმაც პერიარამაც სმოლინგმაც ლნგარდმაც და ფრედსაც მივაყოლებდი ზემოდან .. აი პერეირაზე უნიჭო ბრქზილიერი ძმაო მე არ მინახავს და არც გამოგია მასეთი უნიჭო რო ვინმე იყოს ტიპს ორივე ფეხი მარცხენა აქვს


მაგ ბიჭის პრობლემა უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორი მგონია და დიდ გუნდში თამაშის სინდრომი, ლამაზი 1-2 გოლიც გაუტანია შორიდან და ნუ კი არ გამოირჩევა განსაკუთრებული რამით მარა როცა არენდით იყო ესპანეთში წასული მარტო ათრევდა გუნდს და ალბათ ჯობია უფრო დაბალი დონის გუნდში გადავიდეს იმიტორო ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ უძლებს ფაქტია , მაგაზე უნიჭო ბრაზილიელებიც არიან რა თქმა უნდა უბრალოდ პერეირა როგორც შემტევი ნახევარმცველი ამჟამინდელი უნარებით მანიუს დონეს ვერ აკმაყოფილებს ეგაა და ეგ თორე თავისუფლად გაქაჩავს და კარგადაც საშუალო დონის რამე ისეთ გუნდში სადაც დროს მისცემენ და მოერგება

ციტატა: dybbuk
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: dybbuk
უსერიოზულესი ტრანსფერი იქნება თუ მოაგვარეს და ეს კი არ გახდება მაგუაიერის პარტნიორი, არამედ პირიქით, ეს ბიჭი დღეს ამ 80 მილიონიან გლობუსას თუ არ ჯობია არაფრით არ ჩოუვარდება თან 21 წლის მცველისთვის ძაან დაღვინებულ ფეხბურთს აჩვენებს

100%. დარწმუნებული ვარ ამის გამოსაწმენდი იქნება ჰარის მიქარვები სულ და ეს იქნება ლიბერო.რატომღაც ჰარის პატივისცემის მიუხედავად არ მიმაჩნია კარგ მცველად და რა ვქნა

სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი უკეთესი ცენტრის დასახელება შეიძლება ვიდრე მაგუაიერია, ვერ აზროვნებს იმ დონეზე რომ სხვაგან რომ არ წავიდეთ აქვე რიოს, ვიდიჩს ან სტამს შევადაროთ. ახლა უცებ სამი მომენტი მახსენდება როცა ძაან ქაჯივით მოატყუეს და მაწონზე გაუშვეს, თან ეს არც მესის და არც რონალდოს, პარტიზანის და ბორნმუთის დონის თავდამსხმელებმა გაუკეთეს და მერე ამის მაგივრად ყველა დეხეას ა.ვავდა ეს რა გოლი გაუშვაო:))) დეხეამაც თოხლა მაგრამ რატომღაც ამისას არავინ იმჩნევდა


აქამდეც ხო ვიცოდით რა ტიპის მცველია ჰარი, დიდად ჭკუით რო არ გამოირჩევ ეგეც ვიცოდით უბრალოდ მოიყვანეს იმის გამო რო ფიზიკურ ორთაბრძლოლებში და ძალისმიერში პირველი იყოს თავის ნახევარე და შეტევაშიც თავით თამაში კუთხურების დროს შეუძლია პლიუსები რო აქ აქტია უბრალოდ გაწელე გამოწელე ეგეც 40 მილიონიანი მცველია. იმ მომენტში სხვა ალეტრნატივა არიყო ესე მგონია და უკეთესი ვარიანტი და იყიდეს , ეხლა არმოიდგინეთ წელს ჰარი ო არ ყოფილიყო ლინდელოფის და ვიღაცის სმოლინგის ან ჯონსის იმედად იქნებოდა გუნდი და რა შედეგით დასრულდებოდა ეგ ხოაზზე ხართ. ბალანსის მონახვა შეიძლება მაინც ვინც ჰარის სისუსტეებს ამოავსებს და არ გვეყოლება ცუდი დაცვა , ოღონდ ეს ახალი მცველი იმენა მართლა დონე უნდა იყოს
1
№10
ავტორი: Phil Jones
1 სექტემბერი 2020 00:29
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
სანჩოს თემა გააქტიურდა ისევ, როგორც ჩანს ტაქტიკური სვლა იყო დორტმუნდის ფასზე უარის თქმა, დორტმუნდიც დარწმუნდა რომ სხვა არავინ ყიდულობს და რეალურ ფასში გაიდის, დარწმუნებული ვარ ამ 1-2 კვირით დადუმებით 30-40 მილიონის თემაში ჩაჭრეს დორტმუნდი, მაგათ კიდე ფული მაგრად უნდათ :))
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top