"მანჩესტერ იუნაიტედი" მიზნად აქვს დასახული ლაიპციგის ცენტრალური მცველის, დაუო უპამეკანოს შეძენა.
მხოლოდ ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ "იუნაიტედმა" შეათანხმდა და წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები აიაქსის ნახევარმცველის დონი ვან დე ბეკის 40 მილიონიანი ტრანსფერი, "წითელი ეშმაკები" თავად ფეხბურთელს ხელფასზე, ხოლო მის ამჟამინდელ კლუბს სატრანსფერო ფასზე დათანხმდნენ.
როგორც ჩანს, "იუნაიტედმა" მკაფიოდ გადაწყვიტა დახარჯოს ის ბიუჯეტი, რომელიც თავდაპირველად დორტმუნდის "ბორუსიას" გარემარბის ჯეიდონ სანჩოს შეძენისთვის ჰქონდათ გამოყოფილი, რომლის ტრანსფერი ახლა უკვე შეუძლებელი გახდა.
ამ ფანჯარაზე პირველ შენაძენს შეიძლება მალე მოჰყვეს მეორეც - როგორც გამოცემა ESPN იტყობინება, ვან დე ბეკზე უკვე შეთანხმდნენ, ახლა "ეშმაკები" კონცენტრირებულნი არიან მხოლოდ და მხოლოდ უპამეკანოს "იუნაიტედში" გადმოყვანაზე.
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი დარწმუნებულია, რომ 21 წლის ფრანგი, რომელმაც "ლაიციგთან" ახლახანს განაახლა კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე, შეიძლება ჰარი მაგუარის შესანიშნავი პარტნიორი გახდეს დაცვის ცენტრში.
წითელი ეშმაკები ასევე ფართო გზას გაუხსნიან გუნდიდან წამსვლელებს მარკოს როხოს, კრის სმოლინგსა და ფილ ჯონსს რათა საკუთარი მომავალი კარიერა სხვა კლუბებში გააგრძელონ.