თბილისი:
მანჩესტერი:
24-08-2020, 00:44
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2117,
კომენტარები: 21
სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" ( ნაწილი | )
სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ (ნაწილი || )
სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები
"ჩვენ აკადემიაში არ გვჭირდება შუამავლობა, გვინდა ვიპოვოთ ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ განვითარებული ტექნიკა და სისწრაფე. კლუბი ადრეულ ეტაპებზე ფეხბურთელებს კ9ნტრაქტებს უხანგძლივებს, რათა მათგან გავზარდოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან გვჭირდება. ასე იყო პავსთან, რომელთანაც ხელი მოვაწერეთ მაშიმ როდესაც ის 16 წლის იყო. ასევე იქნება ბევრი სხვა მოთამაშეებიც, რომელთაც შეუძლიათ სხვა კლუბებში კარიერის წარმატებით გაგრძელება."

სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" ( ნაწილი | )


რა არის ძირითადი ვალდებულება, რასაც გაეცანით კარინგტონზე მუშაობის დროს?


"მე შენახული მაქვს ჩემი სარეზერვო გუნდის ფოტო, რომელიც 2009-10 ფინალში ასტონ ვილას დაუპირისპირდა. სხვათა შორის, კლუბში იმ დროიდელი ექიმი, აფიცერი და მეკარე მწვრთნელი კვლავ მუშაობენ. ფოტოზე ნაჩვენებია როგორც პოგბა, ასევე უარენ ჯოისი, ვისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩვენ მას ისევ დავუკავშირდით კარანტინის დროს. ადრე ის სალფორდის რეზერვისტების ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია."

"სარეზერვო მენეჯერად ყოფნა ადვილი არ არის. თქვენ ვერ შეძლებთ შექმნათ მუდმივი შემადგენლობა. თქვენ ყველასთან ინდივიდუალურად მუშაობთ და პირველი გუნდისთვის ამზადებთ ერთ ან ორ მოთამაშეს და რაც უკეთესად ასრულებთ თქვენს საქმეს, მით უარესია თქვენი გუნდისთვის."

"მე რამდენიმე სტრესიანი მომენტი მქონდა, მაგრამ მათ განმავითარეს და ბევრი რამ მასწავლეს. როგორც მენეჯერი, გავხდი უფრო მკაცრი და თავდაჯერებული. სერ ალექს ფერგიუსონი ერთხელ შესვენების დროს შესაკრებ ოთახში შევიდა. ჩვენ ლანკაშირის თასის ფინალში ვითამაშეთ "ლივერპულის" წინაარმდეგ კარზე დააკაკუნა, მე უბრალოდ ჩატი მქონდა გუნდთან და გარკვეული ცვლილებები შევიტანე. მისი თქმით, "იმედი მაქვს, რომ შეძლებთ გაუმკლავდეთ მას და შეცვალოთ ეს და ეს." მე ამის მოსმენა მოვასწარი, მაგრამ ფეხბურთელები არ გამოირჩეოდნენ დიდი ყურადღებით მე დაუყოვნებლივ გავაკეთე ცვლილებები ჩემს თავში რომლებზეც მან ისაუბრა. ჩვენ მოვიგეთ და დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის გამარჯვება ლივერპულის წინააღმდეგ."


სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" ( ნაწილი | )


მაგალითად, გყავთ ის ბიჭები, რონელთანაც, კამათი ან ჩხუბი გქონიათ ?


"როდრიგო! ჰკითხეთ მას, ახსოვს თუ არა ჩვენი ჩხუბი? პირველი ადამიანი, რომელთანაც მე ვიჩხუბე მწვრთნელის მუშაობის დაწყებისას, ის იყო. დაღლილი ვიყავი მისი ბურთით დაკარგვით ერთ ნახევრად პროფესიონალ გუნდთან თამაშის დროს. ის პასებს უკან და უკან აკეთებდა მე ეს არ მომეწონა, ვერ ვუყურებდი მის თამაშს და დასრულებისთანავე ვუთხარი კიდეც ამის შესახებ."


350 გულშემატკივრის დაფასება ლასკთან მატჩისთვის და პანდემიის დროს კარგი მიდგომა აჩვენებს, რომ იუნაიტედი ყოველთვის საოცრად მზრუნველია გადაწყვეტილებების სფეროში. შეიძლება ითქვას, რომ კლუბში გარკვეული კულტურული ტრანსფორმაცია ხდება?


"მე ვამაყობ, რომ ამჟამად წარმოვადგენ "მანჩესტერ იუნაიტედს". გადახედეთ კლუბის მოთამაშეთა და თანამშრომლების მიერ შესრულებულ რთულ სამუშაოს. მე მიყვარს განათებული NHS ნიშანი ოლდ ტრაფორდზე, მაშინაც კი, თუ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ, ჩვენ ერთიანი გუბდი ვართ."


გვითხარით საუკეთესო და ყველაზე კარგი მომენტების შესახებ, იუნაიტედის მენეჯერად ყოფნის პერიოდში.


"პარიზი ალბათ საუკეთესოა, თუმცა არც სიტის ორჯერ დამარცხებაა ცუდი. ყველაზე ცუდი? მატჩი ევერტონთან. ყველაზე სუსტი მატჩი, ის სეზონის დასაწყისში იყო. ფეხბურთელები ბევრს მუშაობდნენ და ერთიანები იყვნენ, მაგრამ ამ შრომას შედეგი არ მოჰყოლია."


ელოდით იმას რაც პარიზში მოხდა ?


"ის რაც პარიზში მოხდა, ჩემთვის გასაკვირი იყო. მე ამ თამაშისთვის გუნდი შევარჩიე, რომელიც მატჩის წინა დღეს სტადიონზე უნდა წამიყვანა. ფეხბურთელებს ვუყურებდი და ვფიქრობდი: "ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის და ის, რადგან ამ გზით უფრო მეტი შანსი გვექნება."


"თამაში წავიდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვქონდა განზრახული. ჩვენ გოლის გატანა ბოლო 10 წუთში გვინდოდა. ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ანგარიში 80-ე წუთის შემდეგ 1-0 იქნებოდა, რადგან რამდენიმე მოთამაშე დავკარგეთ და პსჟს დამარცხება შეუძლებელი ჩანდა. ჩვენ უნდა გვეთამაშა გონივრული და ჭკვიანური ფეხბურთი ამ მატჩისთვის."

"პირველ ტაიმში ორი დაბალი ბლოკით 4-4-2 ვითამაშეთ. ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე ვიდეო ანალიზი. განვიხილეთ სქემა დეტალურად ფრედთან და სკოტთან (მაკტომინეი). ფრედი სწორედ ასე თამაშობდა შახტართან მატჩში. სხვათა შორის, ჩვენ გამოვიყენეთ შახტართან და სიტისთან თამაშების ჩანაწერი რათა ფეხბურტელებს ენახა როგორ უნდა გადაადგილებულიყვნენ მოედანზე. შეტევაზე ვიმუშავეთ მარკუსთან და რომელუსთან ერთად."

"ვიცოდით, რომ პსჟ საკმაოდ თავდაჯერებული იყო საკუთარ ძალებში. გვინდოდა, რომ თამაში ნელა და მშვუდად წაგვეყვანა, რადგან ვთვლიდით რომ სიჩქარე საერთოდ არ იყო საჭირო. შესვენების შემდეგ შეტევაც მოგვიწია. თუმცა მათ მაინც გაგვიტანეს, ეს ცუდი მომენტი იყო."

"არ ვტყუოდი, როდესაც წინასწარი მატჩის პრესკონფერენციის დროს ვთქვი, რომ ჩვენ შეგვეძლო მოგება. მატჩის დასრულების შემდეგ ყველა ბედნიერი იყო, მე კი კმაყოფილი ვიყავი, თუმცა ბიჭები გონებრივად და ფიზიკურად ძალიან დაღლილები იყვნენ, ამიტომ შემდეგი თამაშები კარგად ვეღარ ჩავატარეთ."



ბოლო ორი თვის განმავლობაში, გუნდის ფორმა საგრძნობლად გაუმჯობესდა და დიდად დაფასდა კირან მაკკენასა და მაიკლ კერიკის მუშაობა. მიუხედავად ამისა, ზოგი ამბობს, რომ კარგი იქნება გუნდში უფრო გამოცდილი მწვრთნელის ჩამოყვანა, რას შეგიძლიათ ამაზე პასუხის გაცემა?


"ჩვენს შესახებ ყოველთვის განსხვავებული მოსაზრებებია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაიკ ფელანი უფრო გამოცდილი ადამიანია. ჩვენ გრძელი სათამაშო კარიერა გვქონდა და მაიკის სამწვრთნელო კარიერა კიდევ უფრო მეტხანს გრძელდება. მაგრამ აქ არც მე ვარ ახალი. მე ვიყავი მიოლდეს მწვრთნელი ექვსი და და შემდეგ ნახევარი სეზონის განმავლობაში, ერთი წლის განმავლობაში კი კარდიფში ვმუშაობდი და ასევე იუნაიტედის რეზერვისტებს ვხელმძღვანელობდი."

"მე არ შემიძლია არ გამოვყო მარტინ პერტი. მას უამრავი გამოცდილება აქვს. ის ჩემთან ერთად მუშაობდა კარდიფში. დიდხანს ერთად არ ვმუშაობდით, მაგრამ მაშინვე დავინახე მისი ნიჭი. მასთან საერტო ენის გამონახვა მარტივია. რიჩარდი მეკარე მწვრთნელია და ასევე მუშაობდა ჩემთან ერთად წლების განმავლობაში."


სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" ( ნაწილი | )


თქვენ მწვრთნელად დაიწყეთ მუშაობა, სანამ რეზერვისტების მწვრთნელი გახდებოდით. შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენი კარიერის პირველ დღეებზე კრისტიანთან ერთად, სადაც ქუჩის ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელი იყავით. შენმა მეგობარმა კრისტიან მიქელელსენმა თქვა: "ოლემ შექმნა კარგი გუნდი. მან შეაგროვა საუკეთესო ფეხბურთელები ამ მხარეში." დაარწმუნეთ საუკეთესო ფეხბურთელები თქვენს გუნდში გაწევრიანებულიყვნენ?


"დიახ, ყველაფერი ზუსტად ასე იყო! სკოლაში მოთამაშეები ვიპოვნე და ქალაქის გარშემო ველოსიპედით დავდიოდი რათა საუკეთესო ფეხბურთელებისთვის თამაშის შანსი მიმეცა. ჩემი გუნდის ყველა წევრი ერთი და იგივე ადგილიდან იყო და საუკეთესო გუნდი გვყავდა, მაგრამ მე სხვა რაიონში ვცხოვრობდი. ასევე გვყავდა ქუჩის გუნდები. ჩემს ქუჩის გუნდს "მარანიკო" ერქვა, მარადონას, პლატინისა და ზიკოს შემდეგ."


თქვენ კრისტიანსუდან ხართ, მაგრამ მიოლდეში ასწავლიდით. ეს არის იგივე, როგორც დაიბადო ბარსელონაში და მუშაობდე მადრიდში, რას იყყვით ?

"(იცინის) აქ ცოტა განსხვავებაა, თუმცა მტრობა არსებობს. როდესაც კრისტიანსენდი მოხვდა დიდ ლიგაში, მათ ჩვენთან პირველი მატჩში ითამაშეს. მე დავანგრიე მათი ოცნებები როცა ანგარიშით 1-0 დავამარცხეთ. თუმცა მერწმუნეთ, ერთადერთი ოჯახი, რომელიც თქვენს გუნდს არ უჭერს მხარს, არ არის კარგი, მაგრამ ჩემი შვილები ერთგულები არიან."


თქვენ ამბობთ, რომ ვერ თამაშობთ?


"მე არ შემიძლია სიხარული და გაღიმება ყველასთან როდესაც წავაგებ. მე ვაკეთებ იმას, რაც მევალება კომუნიკაცია მაქვს პრესასთან, მადლობას გადავუხდი ყველას ყურადღებისთვის და წავალ სახლში. სახლი იყო კრისტენსენდ, სადაც ყველა ბედნიერი იყო ჩემს გარდა, მაგრამ ოლე და კრისტიანი მშვენიერი ხალხი არიან, არ აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, რომ მცირე გუნდით ტოპ დივიზიონში თამაშობენ. ეს უბრალოდ კარგი ამბავია."

სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" ( ნაწილი | )


თუ თქვენ მხოლოდ ერთ მოთამაშის შეძენის საშუალება გექნებათ ამ ზაფხულს, თქვენთვის რომელი პოზიციის გაძლიერებაა უფრო პრიორიტეტული ?


"ჯერ, ჩვენ არ ვიცით რა მოხდება სატრანსფერო ფანჯარაზე. ჩვენ ჰარი და აარონთან ერთად მყარი დაცვის ხაზი ავაშენეთ, ასევე დავამატეთ დენიელოს სიჩქარე და ბრუნოს შემოქმედება. მე ვთვლი, რომ დაცვაში ჩვენ კარგად გამოვიყურებით მაგრამ ვნახოთ, და დავაკვირდეთ რა მოხდება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე."



რამდენად მნიშვნელოვანია მოთამაშის კლასი და პიროვნება ახალგაზრდა მოთამაშის განვითარებისთვის ?


"მე ვფიქრობ პიროვნული თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კარგი გუნდი ვართ და ეს გუნდური სული უნდა შევინარჩუნოთ. მოთამაშეებს უნდა ჰქონდეთ პატარა ეგო, მაგრამ უნდა შეეძლოთ ადაპტირება. ახლა ჩვენ გვყავს ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების შესანიშნავი ნაზავი. გვინდა, რომ შევქმნათ ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე გუნდი, მაგრამ ამისათვის საჭიროა მითითებული დავალებების პირნათლად შესრულება."

"მაგალითად, თუ რომელიმე ესპანელი ფეხბურთელი მაინტერესებს, მე ვკითხავ ხუან (მატა) და დევიდს (დე ხეას) მის შესახებ, და თუ ინგლისელია, მე ვეკითხები ჩვენს ბიჭებს, რომლებიც თამაშობენ ინგლისის ნაკრებში ან ვინმესთან ახლოს მეგობრობენ. ისინი კი შეძლებისდაგვარად მეტ ინფორმაციას მომაწვდიან ამათუ იმ ფეხბურთელზე. თითოეულ ფეხბურთელს უნდა ჰქონდეთ ძლიერი ხასიათი, და ფართო გონება რათა შეძლოთ ოლდ ტრაფორდზე თამაში."
ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
24 აგვისტო 2020 01:43
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
მადლობა ავტორს ამხელა ინტერვიუს თარგმნისთვის.გულის-ყურით ვკითხულობდი.დიდად არ მჯეროდა ამ კაცის წინა წლის ჩავარდნებისა და სეზონის პირველი ნახევრის გამო,ახლაც მაქვს გულის სიღრმეში ეჭვები,მაგრამ მთელი გულით მინდა რომ გაამართლოს და იყოს მანჩესტერთან ერთად წარმატებული მწვრთნელი.არ ვიცი რამდენად გამოუვა,მაგრამ იმედი მაინც მაქვს.იმედია ისეთივე წარმატებული იქნება როგორც ფლიკი ბაიერნში.
0
№2
ავტორი: giorgisamnidze99
24 აგვისტო 2020 02:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დიდად ვაპასებ ოლეს გუნდი რო მიყავს სწორი გზით ერთ ოჯახად ქმნის გუნდს ყოველთვის გაიძახის ბიჭებთან გუნდის ისტორიას მომწონს ამ კაცის მესაჭეობა მაგრამ წელს უკვე უნდა გვაგრძნობინოს უნდა რო იბრძვის მიზნისთვის მაინც მგონია რო ამ წელშიც დიდი არაფერი შეიცვალოს ტრანსფერებს ვერ აკეთებენ ესე ოხრად ფულის პატრონები

წელს რო განახლდება თამაშები ახალი სეზონის პირველ 10 ტურში ვიგრძნობთ რისი შეთავაზება შეგვიძლია ეპლში და ლიგაზე

წელს რო განახლდება თამაშები ახალი სეზონის პირველ 10 ტურში ვიგრძნობთ რისი შეთავაზება შეგვიძლია ეპლში და ლიგაზე

ატალანტადან ზაპატა მაინც მოქაჩონ არაა ცუდი ან სუსო დაიმატონ მატიჩს გაურთულონ საქმე ან დეპაის დაბრუნებაზე გაიწიონ
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
24 აგვისტო 2020 09:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
მადლობა კიდევ ერთხელ ავტორს და სეხნიას:))
ადამიანებს გვიყვარს როდესაც ვუყურებთ თუ როგორ აღწევს წარმატებას ესა თუ ადამიანი და ამას ვუყურებთ ნულიდან როგორ ვითარდება და მიიწევს წინ.რაღაც დოზით ყველა საკუთარი თავის გაიგივებას ახდენს ამ დროს რეალიზებულ ადამიანში,ქვეცნობიერში მაინც.ხოდა წარმოუდგენელია უბრალოდ ოლეს წარმატება არ უნდოდეს ადამიანს პიროვნულად და მერე ამას დამატებული მისი წარმატება რომ მანჩესტერის წარმატებას ნიშნავს ეგ მეორე,მაგრამ...
მნიშვნელოვანია ეს ინტერვიუ ბევრ კითხვაზე პასუხის გასაცემად:
1.გუნდში არის ოჯახური და გუნდური განწყობა
2. ბევრს ფიქრობს გუნდზე და ბევრ ასპექტში სწორად აანალიზებს
3. ტრანსფერებზე სრულებით არ არის ედიკა მთავარი მამოძრავებელი და ტყუილად ლანძღავთ ყველა
4.იდეალისტია ტიპი ანუ უფრო იდეალები აქვს ამ გუნდში ამ ეტაპზე ვიდრე ამ იდეალების მიღწევის რეალურად განხორციელების საშუალებები და ცოდნა.
5. დემოკრატიული მმართველობის (მენეჯმენტის) ფორმა აქვს არჩეული განსხვავებით მისი მასწავლებლისაგან,რომელიც ავტორიტარი იყო.მოკლედ მე როგორც გულშემატკივარს მაინტერესებს რას აოირებს ტრანსფერების კუთხით და რამდენი უნდა აანალიზონ ამათმა სკაუტებმა და შტაბმა რომ ტრანსფერები ჭირდება გუნდს?ალბათ იქამდე სანამ მართლა აღარ დარჩება ბაზარზე არავინ
0
№4
ავტორი: OzBeTa
24 აგვისტო 2020 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
მალადეც, მაგარი ინტერვიუ დადე და ბევრი გიწვალია. კარგი იქნება მსგავსი ინტერვიუები ხშირად თუ დაიდება ხოლმე მწვრთნელის და ფეხბურთელებისაც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№5
ავტორი: bziki
24 აგვისტო 2020 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Erti 80-100 milioniani transferi gvinda uechveli, dalshe moiyvanon 30 milioniani 2 kaci da egaa.
100 milionze mets uechveli daxarjaven vnaxot vis moiyvanen.
Koshtaze fsonis gasvlas forvardi moiyvanon eg jobia mara forvardi araa bazarze dembele da ximenes ia 70 milionad:)
Grilishi mainc moiyvanon tu Arada iyos koshta:d
Romaniolze gaiweven uechveli vnaxot ra gamova ki ara mgonia, raisi menaneba dasakrgad Arada stoki da fredi isedac skamze zian mashin fredi unda gaushvan
0
№6
ავტორი: Phil Jones
24 აგვისტო 2020 15:29
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ოლე მაგარი ძმაა, მაგრამ მაინც ეჭვი მეპარება ჯერჯერობით, შეხედეთ ბაიერნის მწვრთნელს ტიპი პატარა ჰიტლერია :))) მაინც ვთვლი რომ მწვრთნნელი მეფესავით უნდა იყოს გუნდში და არა ძმაკაცივით.
0
№7
ავტორი: Lalana
24 აგვისტო 2020 15:39
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ვახ სკაიმ დაადასტურა კაი ჰავერთსის,ჩილველისა და ტიაგო სილვას ტრანსფერები ჩელსიში.ამდენი ახალი ფეხბურთელის შეთამაშება არ იქნება მარტივი,მაგრამ ლამპარდს თუ ეგ ამბავი გამოუვიდა წესით საკმაოდ კარგი გუნდი უნდა შეიკრას.ყოველ დღე შევდივარ რომ რაღაც სიახლე ვნახო მანჩესტერზე მაგრამ ნუ რას უკაცრავად,ნორმალური ჭორებიც კი არ არის.
0
№8
ავტორი: Chesterman
24 აგვისტო 2020 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 698
საღოლ ძმაო ავტორს ...ვან დე ბეეკი ბენ იედერი და მცველი თუ იაფიანი უნდათ ეგაა ძმაო ეგ გვჭირდება და მარჯვნივ არციცი წარმოდგენა არ მაქ ვინ უნდა ვიყიდოთ მარა ისეთი უნდა იყოს რო გრინვუდი ზამენაზე არ დასვას ))
0
№9
ავტორი: ozymandias
24 აგვისტო 2020 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
ჰავერციც იყიდა ჩელსიმ :D ტიაგო სილვაცო დარავიცი და ჩილველსაც მიაყოლებენ.კოშტას მოყვანას ჯობია არავინ არ მოიყვანონ მართლა და გრინვუდს კიდე მაგან გამოცდილება მაქსიმუმ ბინტის დადებაში მისცეს მეტი მაგას არანაირი გამოცდილება არ ავქს :D სეზონში ხუთ თამაშIანი კაცი ბლომად გვყავს ისედაც.://////////
0
№10
ავტორი: Lalana
24 აგვისტო 2020 17:26
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: Chesterman
საღოლ ძმაო ავტორს ...ვან დე ბეეკი ბენ იედერი და მცველი თუ იაფიანი უნდათ ეგაა ძმაო ეგ გვჭირდება და მარჯვნივ არციცი წარმოდგენა არ მაქ ვინ უნდა ვიყიდოთ მარა ისეთი უნდა იყოს რო გრინვუდი ზამენაზე არ დასვას ))

ვან დე ბეეკი იმ შემთხვევაში იქნებოდა რეალური თუ ბრუნო არ მოვიდოდა,ახლა კი არამგონია სკამზე დაჯდომა მოისურვოს.ესენი ან ძაან გასაიდუმლოებულად აწარმოებენ მოლაპარაკებებს,ან კი ჯერ-ჯერობით საჭირო კადრი ვერ შეურჩევიათ თორემ ერთი ნორმალური ნიუსი მაინც დაიწერებოდა.

ციტატა: ozymandias
ჰავერციც იყიდა ჩელსიმ :D ტიაგო სილვაცო დარავიცი და ჩილველსაც მიაყოლებენ.კოშტას მოყვანას ჯობია არავინ არ მოიყვანონ მართლა და გრინვუდს კიდე მაგან გამოცდილება მაქსიმუმ ბინტის დადებაში მისცეს მეტი მაგას არანაირი გამოცდილება არ ავქს :D სეზონში ხუთ თამაშIანი კაცი ბლომად გვყავს ისედაც.://////////

ერთი ისაა რომ გრინვუდს მარჯვენა ფლანგზე ნორმალური შემცვლელი არ ეყოლება და ამიტომ არის საჭირო ვინმეს მოყვანა მაგ პოზიციაზე,მაგრამ კოშტაზე ნამდვილად გეთანხმები,ბოლო ორი წელია საკმაოდ ტრავმიანი გახდა,ტრავმები რომ არა არ იქნებოდა ურიგო მისი ხილვა მანჩესტერში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top