თბილისი:
მანჩესტერი:
24-08-2020, 00:44
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2118,
კომენტარები: 21
სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" ( ნაწილი | )
სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ (ნაწილი || )
სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები
"ჩვენ აკადემიაში არ გვჭირდება შუამავლობა, გვინდა ვიპოვოთ ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ განვითარებული ტექნიკა და სისწრაფე. კლუბი ადრეულ ეტაპებზე ფეხბურთელებს კ9ნტრაქტებს უხანგძლივებს, რათა მათგან გავზარდოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან გვჭირდება. ასე იყო პავსთან, რომელთანაც ხელი მოვაწერეთ მაშიმ როდესაც ის 16 წლის იყო. ასევე იქნება ბევრი სხვა მოთამაშეებიც, რომელთაც შეუძლიათ სხვა კლუბებში კარიერის წარმატებით გაგრძელება."

სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" ( ნაწილი | )


რა არის ძირითადი ვალდებულება, რასაც გაეცანით კარინგტონზე მუშაობის დროს?


"მე შენახული მაქვს ჩემი სარეზერვო გუნდის ფოტო, რომელიც 2009-10 ფინალში ასტონ ვილას დაუპირისპირდა. სხვათა შორის, კლუბში იმ დროიდელი ექიმი, აფიცერი და მეკარე მწვრთნელი კვლავ მუშაობენ. ფოტოზე ნაჩვენებია როგორც პოგბა, ასევე უარენ ჯოისი, ვისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩვენ მას ისევ დავუკავშირდით კარანტინის დროს. ადრე ის სალფორდის რეზერვისტების ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია."

"სარეზერვო მენეჯერად ყოფნა ადვილი არ არის. თქვენ ვერ შეძლებთ შექმნათ მუდმივი შემადგენლობა. თქვენ ყველასთან ინდივიდუალურად მუშაობთ და პირველი გუნდისთვის ამზადებთ ერთ ან ორ მოთამაშეს და რაც უკეთესად ასრულებთ თქვენს საქმეს, მით უარესია თქვენი გუნდისთვის."

"მე რამდენიმე სტრესიანი მომენტი მქონდა, მაგრამ მათ განმავითარეს და ბევრი რამ მასწავლეს. როგორც მენეჯერი, გავხდი უფრო მკაცრი და თავდაჯერებული. სერ ალექს ფერგიუსონი ერთხელ შესვენების დროს შესაკრებ ოთახში შევიდა. ჩვენ ლანკაშირის თასის ფინალში ვითამაშეთ "ლივერპულის" წინაარმდეგ კარზე დააკაკუნა, მე უბრალოდ ჩატი მქონდა გუნდთან და გარკვეული ცვლილებები შევიტანე. მისი თქმით, "იმედი მაქვს, რომ შეძლებთ გაუმკლავდეთ მას და შეცვალოთ ეს და ეს." მე ამის მოსმენა მოვასწარი, მაგრამ ფეხბურთელები არ გამოირჩეოდნენ დიდი ყურადღებით მე დაუყოვნებლივ გავაკეთე ცვლილებები ჩემს თავში რომლებზეც მან ისაუბრა. ჩვენ მოვიგეთ და დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის გამარჯვება ლივერპულის წინააღმდეგ."


სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" ( ნაწილი | )


მაგალითად, გყავთ ის ბიჭები, რონელთანაც, კამათი ან ჩხუბი გქონიათ ?


"როდრიგო! ჰკითხეთ მას, ახსოვს თუ არა ჩვენი ჩხუბი? პირველი ადამიანი, რომელთანაც მე ვიჩხუბე მწვრთნელის მუშაობის დაწყებისას, ის იყო. დაღლილი ვიყავი მისი ბურთით დაკარგვით ერთ ნახევრად პროფესიონალ გუნდთან თამაშის დროს. ის პასებს უკან და უკან აკეთებდა მე ეს არ მომეწონა, ვერ ვუყურებდი მის თამაშს და დასრულებისთანავე ვუთხარი კიდეც ამის შესახებ."


350 გულშემატკივრის დაფასება ლასკთან მატჩისთვის და პანდემიის დროს კარგი მიდგომა აჩვენებს, რომ იუნაიტედი ყოველთვის საოცრად მზრუნველია გადაწყვეტილებების სფეროში. შეიძლება ითქვას, რომ კლუბში გარკვეული კულტურული ტრანსფორმაცია ხდება?


"მე ვამაყობ, რომ ამჟამად წარმოვადგენ "მანჩესტერ იუნაიტედს". გადახედეთ კლუბის მოთამაშეთა და თანამშრომლების მიერ შესრულებულ რთულ სამუშაოს. მე მიყვარს განათებული NHS ნიშანი ოლდ ტრაფორდზე, მაშინაც კი, თუ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ, ჩვენ ერთიანი გუბდი ვართ."


გვითხარით საუკეთესო და ყველაზე კარგი მომენტების შესახებ, იუნაიტედის მენეჯერად ყოფნის პერიოდში.


"პარიზი ალბათ საუკეთესოა, თუმცა არც სიტის ორჯერ დამარცხებაა ცუდი. ყველაზე ცუდი? მატჩი ევერტონთან. ყველაზე სუსტი მატჩი, ის სეზონის დასაწყისში იყო. ფეხბურთელები ბევრს მუშაობდნენ და ერთიანები იყვნენ, მაგრამ ამ შრომას შედეგი არ მოჰყოლია."


ელოდით იმას რაც პარიზში მოხდა ?


"ის რაც პარიზში მოხდა, ჩემთვის გასაკვირი იყო. მე ამ თამაშისთვის გუნდი შევარჩიე, რომელიც მატჩის წინა დღეს სტადიონზე უნდა წამიყვანა. ფეხბურთელებს ვუყურებდი და ვფიქრობდი: "ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის და ის, რადგან ამ გზით უფრო მეტი შანსი გვექნება."


"თამაში წავიდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვქონდა განზრახული. ჩვენ გოლის გატანა ბოლო 10 წუთში გვინდოდა. ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ანგარიში 80-ე წუთის შემდეგ 1-0 იქნებოდა, რადგან რამდენიმე მოთამაშე დავკარგეთ და პსჟს დამარცხება შეუძლებელი ჩანდა. ჩვენ უნდა გვეთამაშა გონივრული და ჭკვიანური ფეხბურთი ამ მატჩისთვის."

"პირველ ტაიმში ორი დაბალი ბლოკით 4-4-2 ვითამაშეთ. ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე ვიდეო ანალიზი. განვიხილეთ სქემა დეტალურად ფრედთან და სკოტთან (მაკტომინეი). ფრედი სწორედ ასე თამაშობდა შახტართან მატჩში. სხვათა შორის, ჩვენ გამოვიყენეთ შახტართან და სიტისთან თამაშების ჩანაწერი რათა ფეხბურტელებს ენახა როგორ უნდა გადაადგილებულიყვნენ მოედანზე. შეტევაზე ვიმუშავეთ მარკუსთან და რომელუსთან ერთად."

"ვიცოდით, რომ პსჟ საკმაოდ თავდაჯერებული იყო საკუთარ ძალებში. გვინდოდა, რომ თამაში ნელა და მშვუდად წაგვეყვანა, რადგან ვთვლიდით რომ სიჩქარე საერთოდ არ იყო საჭირო. შესვენების შემდეგ შეტევაც მოგვიწია. თუმცა მათ მაინც გაგვიტანეს, ეს ცუდი მომენტი იყო."

"არ ვტყუოდი, როდესაც წინასწარი მატჩის პრესკონფერენციის დროს ვთქვი, რომ ჩვენ შეგვეძლო მოგება. მატჩის დასრულების შემდეგ ყველა ბედნიერი იყო, მე კი კმაყოფილი ვიყავი, თუმცა ბიჭები გონებრივად და ფიზიკურად ძალიან დაღლილები იყვნენ, ამიტომ შემდეგი თამაშები კარგად ვეღარ ჩავატარეთ."



ბოლო ორი თვის განმავლობაში, გუნდის ფორმა საგრძნობლად გაუმჯობესდა და დიდად დაფასდა კირან მაკკენასა და მაიკლ კერიკის მუშაობა. მიუხედავად ამისა, ზოგი ამბობს, რომ კარგი იქნება გუნდში უფრო გამოცდილი მწვრთნელის ჩამოყვანა, რას შეგიძლიათ ამაზე პასუხის გაცემა?


"ჩვენს შესახებ ყოველთვის განსხვავებული მოსაზრებებია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაიკ ფელანი უფრო გამოცდილი ადამიანია. ჩვენ გრძელი სათამაშო კარიერა გვქონდა და მაიკის სამწვრთნელო კარიერა კიდევ უფრო მეტხანს გრძელდება. მაგრამ აქ არც მე ვარ ახალი. მე ვიყავი მიოლდეს მწვრთნელი ექვსი და და შემდეგ ნახევარი სეზონის განმავლობაში, ერთი წლის განმავლობაში კი კარდიფში ვმუშაობდი და ასევე იუნაიტედის რეზერვისტებს ვხელმძღვანელობდი."

"მე არ შემიძლია არ გამოვყო მარტინ პერტი. მას უამრავი გამოცდილება აქვს. ის ჩემთან ერთად მუშაობდა კარდიფში. დიდხანს ერთად არ ვმუშაობდით, მაგრამ მაშინვე დავინახე მისი ნიჭი. მასთან საერტო ენის გამონახვა მარტივია. რიჩარდი მეკარე მწვრთნელია და ასევე მუშაობდა ჩემთან ერთად წლების განმავლობაში."


სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" ( ნაწილი | )


თქვენ მწვრთნელად დაიწყეთ მუშაობა, სანამ რეზერვისტების მწვრთნელი გახდებოდით. შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენი კარიერის პირველ დღეებზე კრისტიანთან ერთად, სადაც ქუჩის ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელი იყავით. შენმა მეგობარმა კრისტიან მიქელელსენმა თქვა: "ოლემ შექმნა კარგი გუნდი. მან შეაგროვა საუკეთესო ფეხბურთელები ამ მხარეში." დაარწმუნეთ საუკეთესო ფეხბურთელები თქვენს გუნდში გაწევრიანებულიყვნენ?


"დიახ, ყველაფერი ზუსტად ასე იყო! სკოლაში მოთამაშეები ვიპოვნე და ქალაქის გარშემო ველოსიპედით დავდიოდი რათა საუკეთესო ფეხბურთელებისთვის თამაშის შანსი მიმეცა. ჩემი გუნდის ყველა წევრი ერთი და იგივე ადგილიდან იყო და საუკეთესო გუნდი გვყავდა, მაგრამ მე სხვა რაიონში ვცხოვრობდი. ასევე გვყავდა ქუჩის გუნდები. ჩემს ქუჩის გუნდს "მარანიკო" ერქვა, მარადონას, პლატინისა და ზიკოს შემდეგ."


თქვენ კრისტიანსუდან ხართ, მაგრამ მიოლდეში ასწავლიდით. ეს არის იგივე, როგორც დაიბადო ბარსელონაში და მუშაობდე მადრიდში, რას იყყვით ?

"(იცინის) აქ ცოტა განსხვავებაა, თუმცა მტრობა არსებობს. როდესაც კრისტიანსენდი მოხვდა დიდ ლიგაში, მათ ჩვენთან პირველი მატჩში ითამაშეს. მე დავანგრიე მათი ოცნებები როცა ანგარიშით 1-0 დავამარცხეთ. თუმცა მერწმუნეთ, ერთადერთი ოჯახი, რომელიც თქვენს გუნდს არ უჭერს მხარს, არ არის კარგი, მაგრამ ჩემი შვილები ერთგულები არიან."


თქვენ ამბობთ, რომ ვერ თამაშობთ?


"მე არ შემიძლია სიხარული და გაღიმება ყველასთან როდესაც წავაგებ. მე ვაკეთებ იმას, რაც მევალება კომუნიკაცია მაქვს პრესასთან, მადლობას გადავუხდი ყველას ყურადღებისთვის და წავალ სახლში. სახლი იყო კრისტენსენდ, სადაც ყველა ბედნიერი იყო ჩემს გარდა, მაგრამ ოლე და კრისტიანი მშვენიერი ხალხი არიან, არ აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, რომ მცირე გუნდით ტოპ დივიზიონში თამაშობენ. ეს უბრალოდ კარგი ამბავია."

სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" ( ნაწილი | )


თუ თქვენ მხოლოდ ერთ მოთამაშის შეძენის საშუალება გექნებათ ამ ზაფხულს, თქვენთვის რომელი პოზიციის გაძლიერებაა უფრო პრიორიტეტული ?


"ჯერ, ჩვენ არ ვიცით რა მოხდება სატრანსფერო ფანჯარაზე. ჩვენ ჰარი და აარონთან ერთად მყარი დაცვის ხაზი ავაშენეთ, ასევე დავამატეთ დენიელოს სიჩქარე და ბრუნოს შემოქმედება. მე ვთვლი, რომ დაცვაში ჩვენ კარგად გამოვიყურებით მაგრამ ვნახოთ, და დავაკვირდეთ რა მოხდება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე."



რამდენად მნიშვნელოვანია მოთამაშის კლასი და პიროვნება ახალგაზრდა მოთამაშის განვითარებისთვის ?


"მე ვფიქრობ პიროვნული თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კარგი გუნდი ვართ და ეს გუნდური სული უნდა შევინარჩუნოთ. მოთამაშეებს უნდა ჰქონდეთ პატარა ეგო, მაგრამ უნდა შეეძლოთ ადაპტირება. ახლა ჩვენ გვყავს ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების შესანიშნავი ნაზავი. გვინდა, რომ შევქმნათ ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე გუნდი, მაგრამ ამისათვის საჭიროა მითითებული დავალებების პირნათლად შესრულება."

"მაგალითად, თუ რომელიმე ესპანელი ფეხბურთელი მაინტერესებს, მე ვკითხავ ხუან (მატა) და დევიდს (დე ხეას) მის შესახებ, და თუ ინგლისელია, მე ვეკითხები ჩვენს ბიჭებს, რომლებიც თამაშობენ ინგლისის ნაკრებში ან ვინმესთან ახლოს მეგობრობენ. ისინი კი შეძლებისდაგვარად მეტ ინფორმაციას მომაწვდიან ამათუ იმ ფეხბურთელზე. თითოეულ ფეხბურთელს უნდა ჰქონდეთ ძლიერი ხასიათი, და ფართო გონება რათა შეძლოთ ოლდ ტრაფორდზე თამაში."
ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
24 აგვისტო 2020 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
არ აქტიურობენ თორე შეილებოდა ბევრი კარგი ტრანსფერის გაკეთება. თუნდაც კავანის მოყვანა უკლუბოდა კაცი უფასოდ იყიდი მაგაზე კლანს ვერ ნახავ ვინმეს გუნდში რპგორც იბრას მისვლამ იმოქმედა მილანში ისე იქნება ედისონიც ჩვენთან. ბოატენგი 31 წლისა წელს უსრულდება კონტრაქტი ჯერ კიდევ მაღალ დონეზე თამაშობს. ტიაგო სილვაც ყოფილა ბაზარზე მარა ჩელსი ყიდულობს. ცალკე ალკანტარა,დრაქსლერი,ტელესი,ტაუვინი
ძირითადისთვის თუ არა სკამისთვის ამათზე უკეთეს ვის მოიყვანენ? გაუშვან ლინგარდი,დალო,მენსა,მატა,იგალო,ტუანზებე,გარნერი,პერეირა,მატიჩი,ჯონსი,ბაილი
ვუდვორდი რომ სი რია გავიგეთ მარა არც სულშერია შორს მხედველი.
0
№12
ავტორი: ozymandias
24 აგვისტო 2020 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
ვიღაცამ დაწერა ფბზე რო სულშერს უჩალიჩებსო ვუდვორდიო :D არარის გამორიცხული ამგრამ ეგ თუ იფიქრა მაგან მგონი მაგდენსაც უნდა მიხვდეს რომ ხარაკირს უკეთებს თავს.ერთ-ორი მესმის მარა მესამედ უკვე ნაცადი ხრიკია თან თუ ამისი გაგდება უნდა ახლავე გაუწყვიტოს ან იყო კარგი მომენტები ბოლო სეზონში და მაშინ გაეშვა.
მოკლედ...მომავალ წელს უკეთესობას ველოდი მაგრამ ახლა უკვე 4ეულსაც არ ვიცი როგორ მივხედავთ.ჩემპიონობას მომავალ წელს კი არა 2-3 წელი არ ვითხოვდი მაგრამ ამ შემადგენლობით მართლა საშინელებააა.არვიცი უკვე ისე ვარ გაბრაზებული მართლა მინდა რომ არავინ იყიდონ და იბოდიალონ მთელი სეზონი.ამათმა მამწარონ და ფულიც მაგაში უხადონ მეტი არაა ჩემი მტერი სულ ელგუჯა გიყიდიათ ლობჟანიძე ჩემსგამო. :დდდდდდდ არ გინდა ნუ გინდა რა ძლივს ლიგაზე ხარ და ლიგაზე გასვლითო ბევრ კარგ ფეხბურთელს შევიძენთო :D ჩემპიონშიპიდან გადმოსული გრილიშიც ვერ მოთაფლეს ტიპებმა.არსენალი რო არსენალია უკვე მესამე ტრანსფერზე მუშაობს...........
0
№13
ავტორი: Old Red Devil
24 აგვისტო 2020 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
პროსტა რამხელა სიაა გასაყრელი ხალხის: პერეირა,ლინგარდი,ჯონსი,როხო,მატა,ფოსუ მენსა.პროსტა წამსვლელი რომერო.თავისუფლად შეიძლება გაყვეს მატიჩი,ფრედი,დალო.2-3 კაცი მოიყვანონ და დანარჩენი აკადემიიდან მაინც მიიწვიონ.ძაან ბევრი აჩაენი ყმა ბიჭები არიან.რაღა ამ მხრცოვან ვეჩნა პერსპექტიულ ლინგარდს ვუყურო.მირჩევნია 4-5 მონდომებული აკადემიელი რომლებისაც მეიმედება აი სწორედ მათ გარჯას ვუყურო რანი დადგებიან.ლემპარდმა ძალიან სწორი ქნა როცა პირველ სეზონში ბევრ აკადემიელს კარი გაუხსნა პირველ გუნდში.მიბაძოს მაინც.რა გაუხურა ბებერ მატას და მოდრიჩს.
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
24 აგვისტო 2020 19:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
არ ვიცი ესენი თუ კონსპირაციულად აგვარებენ რამეს თორე უკვე ზედმეტად ინერტულები არიან და საშიშიცაა ეს მდგომარეობა.მაშინ როდესაც გუნდები ძლიერდება ამ დროს ჩვენ არაფერს ვცვლით ცოტა არ იყოს საეჭვო ხდება.
არც არავის გვიკავშირებს უკვე ჭორიკანა პრესა და რისი იმედი აქვთ ნაღდად ვერ ვხვდები
0
№15
ავტორი: ozymandias
24 აგვისტო 2020 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
გააგდებენ რაღაცას ალბათ უეჭველი აფეთქდებიან თუ არადა მომავალ სეზონში მაგრად დაუშვებენ აბრამოვიჩზე უარესები არიან ესენი :დდდდ
0
№16
ავტორი: The Special One
24 აგვისტო 2020 19:51
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ტრანსფერები თუ არა გააკეთეს მინიმუმ 2 მაინც,ექვსეულში ვერ შევა ეს გუნდი :) საერთოდ ყველა გუნდი გაძლიერდა.

ნუთუ რთული იქნება,უპამეკანოს,კავანის,ტიაგოს და გრინვუდის კონკურენტის მოყვანა?150 მილიონის საქმეა ეგ სამი ტრანსფერი,არც კი დაჟე რო მოინდომო მეოთხესაც ჩაატევ მარა ესენი სანჩოზე ჩუკნაობენ მგონი კიდე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№17
ავტორი: Old Red Devil
24 აგვისტო 2020 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
მოკლედ ტვიტერს ვათვარიელებ და საინტერესო ჭორები ჩითავას.ნუ ისე კი ძალიან ბევრი ტვიტია მანჩესტერის სატრანსფერი პოლიტიკაზე,ძალიან ბევრი ვიცინე.მანჩეს ფანები უბადლო მეამიტი ბავშვები არიან რა.იმდენი ვიდეოა და პოსტერი იმ ფეხბურთელებზე ვინც ვითომ უნდა გვეყიდა და ბოლოს სხვაგან წავიდნენ.ხოდა საინტერესო ისაა რომ პოგბა ახანგრძლივებს და ამის მიზეზი სწორედ ის არის რომ მანჩე სერიოზულ ტრანსფერებს აპირებსო.დავიჯერო არეა?!
0
№18
ავტორი: ManchesterU
24 აგვისტო 2020 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ციტატა: Old Red Devil
მოკლედ ტვიტერს ვათვარიელებ და საინტერესო ჭორები ჩითავას.ნუ ისე კი ძალიან ბევრი ტვიტია მანჩესტერის სატრანსფერი პოლიტიკაზე,ძალიან ბევრი ვიცინე.მანჩეს ფანები უბადლო მეამიტი ბავშვები არიან რა.იმდენი ვიდეოა და პოსტერი იმ ფეხბურთელებზე ვინც ვითომ უნდა გვეყიდა და ბოლოს სხვაგან წავიდნენ.ხოდა საინტერესო ისაა რომ პოგბა ახანგრძლივებს და ამის მიზეზი სწორედ ის არის რომ მანჩე სერიოზულ ტრანსფერებს აპირებსო.დავიჯერო არეა?!

რას აპირებს ნეტა საინტერესოა, რამდენი ხანი გავიდა იმენა უკვე ლაპარაკიც აღარაა ყიდვაზე სერიოზული ლაპარაკებიც კი აღარ მიდის არავისზე. ჩელსის ერთი ნაბიჯი აქ ჩილველამდე და ჰავერცამდე და ესენი კიდე შეაკვდნენ სანჩოს, რამდენი კაი ფეხბურთელია ვისი ყიდვაც შეიძლება, უპამეკანოზე მაინც გაიწიონ იქნებ იყიდონ ტო.
0
№19
ავტორი: Dato kutaisi
24 აგვისტო 2020 22:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
სანჩო თუ იყიდეს ჩათვალეთ მეტს არც არავის იყიდიან.სანჩო კონერციული პროდუქტია და შეიძლება ამან გადააწყვეტინოს გუნდს ამხელა ფულის გასროლა მაგრამ სანჩო ხომ ვერ დააბალანსებს ამ გუნდს?თუ 4სატრანსფერო ფანჯარა უნდა ველოდოთ ოლეს სასტავის შეკრებას ასე თითო კაცით?
0
№20
ავტორი: SANDROGRIGA
24 აგვისტო 2020 22:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მადლობა ავტორს! რაც შეეხება სატრანსფერო ამბებს, არამგონია ჩუმად და ზედმეტი ჭორების გარეშე მუშაობდნენ ესენი? უბრალოდ საბჩოზე იყვნენ ჩაციკლულები და ვერ იყიდეს, სხვას კიდე ვერ აბამენ თავს, ხელმძღვანელობაც და სკაუტებიც უთავბოლოდ მუშაობენ. ამ ტენპით 1 ტრანსფერი შეიძლება მოგვიგდოდ და იწვალონ მერე ოთხეულში შესვლისთვის და ლიგაზე ჯგუფში ჩარჩენას ახალგაზრდა გუნდი ვართო და გამოცდილება გვაკლიაო მაგით გააპრავებენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top