23 წლის ესპანელმა ეს სეზონი "სევილიაში" იჯარით გაატარა და წლის ლალიგის მცველად დასახელდა.
"იუნაიტედს" ნახევარფინალში უამრავი პრობლემა შეუქმნა და ახლა პრემიერ ლიგის მხარეს სურს "ოლდ ტრაფორდზე" მისი მიყვანა, იტყობინება MEN.
ზაფხულის დასაწყისში "ლივერპული" დაინტერესდა რეგილონით, მაგრამ "რეალი" 18 მილიონ ფუნტს ითხოვდა, სამაგიეროდ, ოლიმპიაკოსიდან კოსტას ციმკასი შეიძნეს 12 მილიონდ ევროდ.
გავრცელებული ინფორმაციით, "იუნაიტედს" არ აქვს პრობლემა, რომ გადაიხადოს ეს საფასური, რადგან ისინი ცდილობენ მიიღონ სარეზერვო საშუალება ლუკა შოუს დაზიანების შემთხვევაში..
მიუხედავად ამისა, ამ სეზონში მისი ფორმის გათვალისწინებით, რეგილონს შანსი აქვს, რომ ინგლისელი სრულფასოვნად ჩაანაცლოს.