"მანჩესტერ იუნაიტედის" ნიჭიერი ფეხბურთელი ტაჰიდ ჩონგი ახლოს არის ბრემენის ვერდერში გადაბარგებასთან.
2019/20 წლების პრემიერ ლიგის სეზონში, ჩონგმა მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა, ამიტომ აგვისტოს დასაწყისში, "წითელმა ეშმაკებმა" გადაწყვიტეს მისი გერმანიაში გაგზავნა, რათა ფეხბურთელმა გამოცდილების მიღება შეძლოს.
როგორც ჩანს, გერმანულმა კლუბმა წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები "იუნაიტედის" აკადემიის ფეხბურთელთან. Sky Sports - ის ცნობით, საბოლოო ფორმალობების და კონტრაქტის მოსაგვარებლად ჩონგი მომდევნო 48 საათში გაემგზავრება გერმანიაში.
მიუხედავად იმისა, რომ იუნაიტედი სეზონის დაწყებამდე ისვენებს, ბრემენის ვერდერი დროს აღარ კარგავს შვებულებაში და ემზადება ბუნდესლიგის ახალი სეზონისთვის, ასე რომ ჩონგს არ მოუწევს საზაფხულო შვებულება.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩონგმა მიმდინარე სეზონის მარტში გააფორმა ახალი კონტრაქტი "იუნაიტედთან", რომელიც 2022 წლამდეა გათვლილი.