თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2020, 20:08
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 1838,
კომენტარები: 13
ჩონგი შესაძლოა ბრემენის ვერდერში გადავიდეს
ჩონგმა შესაძლოა კლუბი დატოვოს...
ჩონგი შესაძლოა ბრემენის ვერდერში გადავიდეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნიჭიერი ფეხბურთელი ტაჰიდ ჩონგი ახლოს არის ბრემენის ვერდერში გადაბარგებასთან.

2019/20 წლების პრემიერ ლიგის სეზონში, ჩონგმა მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა, ამიტომ აგვისტოს დასაწყისში, "წითელმა ეშმაკებმა" გადაწყვიტეს მისი გერმანიაში გაგზავნა, რათა ფეხბურთელმა გამოცდილების მიღება შეძლოს.

როგორც ჩანს, გერმანულმა კლუბმა წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები "იუნაიტედის" აკადემიის ფეხბურთელთან. Sky Sports - ის ცნობით, საბოლოო ფორმალობების და კონტრაქტის მოსაგვარებლად ჩონგი მომდევნო 48 საათში გაემგზავრება გერმანიაში.

მიუხედავად იმისა, რომ იუნაიტედი სეზონის დაწყებამდე ისვენებს, ბრემენის ვერდერი დროს აღარ კარგავს შვებულებაში და ემზადება ბუნდესლიგის ახალი სეზონისთვის, ასე რომ ჩონგს არ მოუწევს საზაფხულო შვებულება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩონგმა მიმდინარე სეზონის მარტში გააფორმა ახალი კონტრაქტი "იუნაიტედთან", რომელიც 2022 წლამდეა გათვლილი.
ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
15 აგვისტო 2020 01:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
ტიაგო,უპამეკანო აი ეს 2მოიყვანინ და დალშე ვინც გაუხარდებათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: Lalana
15 აგვისტო 2020 01:49
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: Dato kutaisi
Dato kutaisi

კი დავით მასეა.ზოგადად გუნდის შენება იწყება მენეჯმენტიდან,თუ გამართული არ არის მენეჯმენტი ვერანაირად მიაღწევს გუნდი წრმატებას.ზუსტად ეგ დაემართა ბარსელონასაც და იგივე დაემართა თავის დროზე მილანს,როდესაც გუნდის მენეჯმენტში ისხდნენ ადამიანები რომლებსაც არ ჰქონდათ გუნდის განვითარების გეგმა,ზუსტად მასე ქნა მილანმაც როდესაც მოხუცებზე ააწყო გუნდი და ახალგაზრდობა დაიკიდა,როდესაც დაიწყეს ალეგრის შემდეგ უაზრო და იდიოტი მწვრთნელების მიყვანა,როდესაც გაუაზრებელი სატრანსფერო პოლიტიკა ჰქონდათ.აი გერმანელებს კი ყოველთვის ჰქონდათ სტრატეგია,ამიტომაც არის გერმანიის ნაკრები ასეთი სტაბილური და ამიტომაც არის ბაიერნი გუნდი რომელსაც შეუძლია სრულიად ლოგიკურ ფასებში ააწყოს გუნდი.ჩვენ არც სკაუტები გვივარგა და მითუმეტეს არც მენეჯმენტი,რომლებიც მონაწილეობას იღებენ ტრანსფერის გაჩარხვაში.აი ერთადერთი სანჩოზე ვერ დაგეთანხმებოდი,შეიძლება ტიპაჟი არ იყოს მთლად კარგი,მაგრამ ეს კაცი დემბელესავით არ მოქცეულა და საკუთარი გუნდი არ დაუკიდებია ფეხებზე,როდესაც დემბელეს ვარჯიშებზე მისვლაც აღარ უნდოდა.დღეს-დღეობით თუ ვინმეში ღირს თანხის გადახდა მბაპეს შემდეგ ეს ნამდვილად სანჩოა,არის საკმაოდ ტექნიკური,სწრაფიც და მოედანზე საკმაოდ ჭკვიანურადაც გადაადგილდება,მეორე ფაქტორია რამდენად გაამართლებს,მაგრამ ვერავისზე ვერასოდეს ვიტყვით 100 პროცენტით რომ სადმე შეიძლება უეჭველი გაამართლოს,ესეც თავისებურათ მთლიან შტაბზეა დამოკიდებული,რადგან ფეხბურთელი უნდა ერგებოდეს მწვრთნელის ტაქტიკასა და ხედავას,ამის შემდეგ უნდა შეირჩეს ღირს თუ არა მასში ფულის გადახდა.შეიძლება კარგი ფეხბურთელი იყოს,მაგრამ ვინმეს ტაქტიკაში არ ჯდებოდეს და ვერ გაამართლოს,ამიტომაც ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი თვითონ მწვრთნელისგანაც და სკაუტთა ჯგუფისგანაც.ჩვენ რაც შეგვეხება იმისგან რაც ვიყავით სეზონის პირველ ნახევარში აშკარა გამოფხიზლებულები ვართ და უფრო დალაგებულია გუნდი.ყველაფერს კი მომავალი სეზონი გვიჩვენებს,მივხდებით რა არის ამ გუნდის მიზანი და ამბიციები.მაქამდე კი იმედია ევროპა ლიგას მოვიგებთ და ამათაც შეემატებათ ცოტაოდენი თავდაჯერებულება,მაგრამ თუ ნორმალური ტრანსფერებიც არ გაკეთდა მაშინ არამგონია მომავალ სეზონში რაიმე სერიოზულისკენ გაიწიონ.
0
№13
ავტორი: Old Red Devil
15 აგვისტო 2020 06:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
დევისის დათრევა შეეძლო მანჩესტერს ეს ცნობილი ფაქტია.და მოხდა ის რო უარი თქვეს.ედვარდ ვუდვორდიანს ხედვა აქვს ნულავოი.ოლეგიც არაა ფერგიუსონი.მეეჭვება გუნდიც ააწყოს,ასწავლოს ახალგაზრდებს რამე და პლუს ახალი ფეხბურთელები მოიძიოს.ეს ჩონგი დანკიდე ბევრი ამჟამანინდელი აკადემიელი რა იმედის მომცემნი არიან დღემდე.და რა ხდება სამწვრთნელო შტაბი ანვითარებს?რავი რავი.ერლინგის არ იყოს ვერ დავიჯერებ რო ოლეგამ გამოწვრთნა როცა თოთო იყო.აგერ ზამთარში ისე დაიკიდა ავსტრიაში ჩასული კაცი რო ფაქტია ოლეს მის გოლეადორობაში გრამი აქტივი არ ეკუთვნის

დევისის დათრევა შეეძლო მანჩესტერს ეს ცნობილი ფაქტია.და მოხდა ის რო უარი თქვეს.ედვარდ ვუდვორდიანს ხედვა აქვს ნულავოი.ოლეგიც არაა ფერგიუსონი.მეეჭვება გუნდიც ააწყოს,ასწავლოს ახალგაზრდებს რამე და პლუს ახალი ფეხბურთელები მოიძიოს.ეს ჩონგი დანკიდე ბევრი ამჟამანინდელი აკადემიელი რა იმედის მომცემნი არიან დღემდე.და რა ხდება სამწვრთნელო შტაბი ანვითარებს?რავი რავი.ერლინგის არ იყოს ვერ დავიჯერებ რო ოლეგამ გამოწვრთნა როცა თოთო იყო.აგერ ზამთარში ისე დაიკიდა ავსტრიაში ჩასული კაცი რო ფაქტია ოლეს მის გოლეადორობაში გრამი აქტივი არ ეკუთვნის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top