"მანჩესტერ იუნაიტედის" აკდემიელმა ენჯელ გომესმა, რომელმაც უარი თქვა "წითელ ეშმაკებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე და გახდა თავისუფალი აგენტი, ხელი მოაწერა კონტრაქტს ფრანგულ "ლილთან" 2025 წლამდე.
თუმცა, გომესი მომდევნო სეზონს პორტუგალიაში გაატარებს არენდის წესით "ბოავიშტაში"
გომესმა საკუთარ ინსატგრამზე დაწერა:
”ჩემი აზრების თავმოყრისთვის ცოტა დრო დამჭირდა, რადგან არ არის ადვილი ჩემი ემოციების სიტყვით გამოხატვა. სამწუხაროდ, მშვენიერი 14 წელი დასრულდა. სალფორდში დავიბადე და ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში ვიცოდი, იყო "მანჩესტერ იუნაიტედი". მე დავიწყე თამაში ჩემი სახლის ეზოში, შემდეგ აკადემიაში ჩავაბარე და 2017 წლის 21 მაისს დებიუტი მქონდა ჩემი ოცნების კლუბში, 16 წლის ასაკში, შევცალე ლეგენდარული ვეინ რუნი."
”მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს იმ დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის, რაც მე მივიღე პირველი დღიდან. მადლობას ვუხდი ყველა ასაკის ყველა გუნდის მწვრთნელს, რომელიც 6 წლის ასაკიდან ზრუნავს ჩემზე.”
”დროა გადავდგა შემდეგი ნაბიჯი ჩემს კარიერაში და ვიმედოვნებ, რომ იამაყებთ ჩემი წარმატებით. მომავალ წელს კლუბს წარმატებას ვუსურვებ, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მენატრება. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ერთხელ წითელი წითელია სამუდამოდ! "