თბილისი:
მანჩესტერი:
4-08-2020, 23:01
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1469,
კომენტარები: 12
ენჯელ გომესი ლილიში გადავიდა
ძალიან მენატრება და მიჭირს ემოციების სიტყვით გამოხატვა. ერთხელ წითელი,წითელი სამუდამოდ.
ენჯელ გომესი ლილიში გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" აკდემიელმა ენჯელ გომესმა, რომელმაც უარი თქვა "წითელ ეშმაკებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე და გახდა თავისუფალი აგენტი, ხელი მოაწერა კონტრაქტს ფრანგულ "ლილთან" 2025 წლამდე.

თუმცა, გომესი მომდევნო სეზონს პორტუგალიაში გაატარებს არენდის წესით "ბოავიშტაში"

გომესმა საკუთარ ინსატგრამზე დაწერა:

”ჩემი აზრების თავმოყრისთვის ცოტა დრო დამჭირდა, რადგან არ არის ადვილი ჩემი ემოციების სიტყვით გამოხატვა. სამწუხაროდ, მშვენიერი 14 წელი დასრულდა. სალფორდში დავიბადე და ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში ვიცოდი, იყო "მანჩესტერ იუნაიტედი". მე დავიწყე თამაში ჩემი სახლის ეზოში, შემდეგ აკადემიაში ჩავაბარე და 2017 წლის 21 მაისს დებიუტი მქონდა ჩემი ოცნების კლუბში, 16 წლის ასაკში, შევცალე ლეგენდარული ვეინ რუნი."

”მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს იმ დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის, რაც მე მივიღე პირველი დღიდან. მადლობას ვუხდი ყველა ასაკის ყველა გუნდის მწვრთნელს, რომელიც 6 წლის ასაკიდან ზრუნავს ჩემზე.”

”დროა გადავდგა შემდეგი ნაბიჯი ჩემს კარიერაში და ვიმედოვნებ, რომ იამაყებთ ჩემი წარმატებით. მომავალ წელს კლუბს წარმატებას ვუსურვებ, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მენატრება. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ერთხელ წითელი წითელია სამუდამოდ! "

http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: zulte waregem
5 აგვისტო 2020 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
აქ მაინც არ აძლევდნენ თამაშის საშუალებას. ბოავიშტაში თუ გაამართლა, რომელიც მისი ერთგვარი ტრამპლინია, ლილში უკვე თავაწეული მივა. ზოგი ფეხბურთელი გვიან იხსნება. მერე ლილში მანჩესტერზე დაბალი დონის კლუბში იპოვის საკუთარი თავის ძალებს. ხო ვიცით რომ ნიჭიერია, უბრალოდ ახლა ვერაა მანჩესტერის სიმაღლეზე. აქ ჩემპიონშიპში გაანათხოვრებდნენ ან უფრო დაბალი დონის გუნდში გაუშვებდნენ. ლილი უკეთესი ვარიანტია. დავაკვირდები ამის თამაშებს, აბა შენ იცი ძმა
0
№12
ავტორი: Old Red Devil
5 აგვისტო 2020 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
მიეცა შანსი ძაან ბევრ აკადემიელს მაგრამ ვერ გაამართლა.მითუმეტეს შეტევაში რო ჭირდებოდა ხალხი გუნდს პირიქით უფრო მეტი გასაქანი ქონდა.მაგრამ რეალიბაა ის რონ მხოლოდ გრინვუდმა გაამართლა.გომესმაც ჩაისვარა და აგერ ჩონგსაც მალე გაუშვებენ თუ გონს არ მოვიდა.რამედ ვარგოდე და დღევანდელმა იუნაიტედმა არ დაგიტოვოს ეს ნონსენსია.ფიზიკაც არ უვარგოდა და ალბათ მაგიტო აირჩია 1-1 ბანძი ლიგა.დავიჯერო თუ ესეთი კლასნია ლილი-ბოავიშტას გარდა ვერაფერი ნახა?!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top